ნახეთ სერიული მკვლელი Zodiac-ის წერილი, რომელიც 51 წლის შემდეგ გაშიფრეს
ფოტო: Eric Risberg / AP file
დევიდ ფინჩერის ცნობილი ფილმი Zodiac თუ გინახავთ რობერტ დაუნი უმცროსისა და ჯეიკ ჯილენჰოლის მონაწილეობით, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ აშშ-ის ამ ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი გაუხსნელი საქმისა და სერიული მკვლელის შესახებ, რომელიც სან-ფრანცისკოს სანაპირო ზოლზე ხალხს ატერორებდა, პოლიციას კი თავისი უცნაური შიფრებითა და წერილებით უბნევდა თავგზას.
ამ მოვლენებიდან 51 წლის შემდეგ მოყვარული გამომძიებლების საერთაშორისო გუნდი აცხადებს, რომ, როგორც იქნა, "ზოდიაქოს", ნახევარსაუკუნოვანი წერილი გაშიფრეს, რასაც აშშ-ის ფედერალური უწყებებიც ადასტურებენ.
"ზოდიაქომ" 1968 და 1969 წლებში ჩრდილოეთ კალიფორნიაში 5 ადამიანი მოკლა, პარალელურად კი პოლიციასა და გაზეთებს დამცინავ წერილებსა და კრიპტოგრამებს უგზავნიდა. იდუმალ მკვლელს "ზოდიაქო" იმის გამო შეერქვა, რომ მისი კრიპტოგრამები ასტროლოგიურ სიმბოლოებსა და მინიშნებებსაც შეიცავდა.
1974 წლის 29 მარტი: დეტექტივები დევიდ ტოში და უილიამ არმსტრონგი მორგში მკვლელობის მსხვერპლის ტანსაცმელს ათვალიერებენ. "ზოდიაქოს" 1968-69 წლებში სან-ფრანცისკოს ყურის ტერიტორიაზე მინიმუმ ხუთ მკვლელობაში ედება ბრალი.
ფოტო: The San Francisco Chronicle
მთელი ამ წლების განმავლობაში 340-სიმბოლოანი შიფრი გამომძიებლებისთვის ამოუხსნელი რჩებოდა, სანამ ავსტრალიელმა კომპიუტერულმა ინჟინერმა სემ ბლეიკმა, ამერიკელმა კრიპტოგრაფმა დევიდ ორანჩაკმა და ბელგიელმა კომპიუტერულმა ინჟინერმა იარლ ვანმა საბოლოოდ არ განაცხადეს, რომ მოახერხეს სიმბოლოებისა და რიცხვების გაშიფვრა და წერილი ერთიან, გამართულ — თუმცა კი შემაძრწუნებელ — შეტყობინებად გადათარგმნეს:
იმედი მაქვს ძალიან ერთობით ჩემი დაჭერის მცდელობისას ეგ მე არ ვყოფილვარ სატელევიზიო შოუში რომელშიც ჩემზეა საუბარი მე არ მეშინია გაზის კამერის იმიტორო ის სამოთძეში გამიშვებს
I HOPE YOU ARE HAVING LOTS OF FUN IN TRYING TO CATCH ME THAT WASNT ME ON THE TV SHOW WHICH BRINGS UP A POINT ABOUT ME I AM NOT AFRAID OF THE GAS CHAMBER BECAUSE IT WILL SEND ME TO PARADICE
უცნობია, რომელ სატელევიზიო შოუს გულისხმობდა "ზოდიაქო". მკვლელი წერილში "სამოთძეზე" ("Paradice") გაუგებრად საუბარს ისევ აგრძელებს:
რაც მალე მით უკეთესი იმიტორო ახლა საკმარისი მონები მყავს რომ ჩემთვის იმუშაონ როცა სხვას ყველას არაფერი გააჩნია როცა ისინი სამოთძეს მიაღწევენ ამიტომ სიკვდილის ეშინიათ მე არ მეშინია იმიტორო ვიცი რომ ჩემი ახალი სიცოცხლე იქნება მარტივი სიცოცხლე სამოთძის სიკვდილში
ALL THE SOONER BECAUSE I NOW HAVE ENOUGH SLAVES TO WORK FOR ME WHERE EVERYONE ELSE HAS NOTHING WHEN THEY REACH PARADICE SO THEY ARE AFRAID OF DEATH I AM NOT AFRAID BECAUSE I KNOW THAT MY NEW LIFE IS LIFE WILL BE AN EASY ONE IN PARADICE DEATH
პარასკევს, 11 დეკემბერს, FBI-მ განაცხადა, რომ მათი კრიპტოანალიტიკოსების გუნდმა (CRRU-მ) კოდის გამშიფრავების ნამუშევარი დაადასტურა.
"ბოლო 51 წელიწადში CRRU-მ ხალხის შემოთავაზებული არაერთი შესაძლო ამოხსნა განიხილა და არცერთი მათგანი არ იყო სწორი. შიფრი ცოტა ხნის წინ სამი დამოუკიდებელი მოქალაქის გუნდმა ამოხსნა", — განაცხადა FBI-მ.
"ზოდიაქო" არასდროს დაუჭერიათ და საქმე ჯერ კიდევ გახსნილია. "ზოდიაქოს საქმე მიმდინარე გამოძიებაა სან-ფრანცისკოს FBI-სა და ადგილობრივი სამართალდამცავებისთვის", — განაცხადეს FBI-ს სან-ფრანცისკოს წარმომადგენლებმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები