ტრანსგენდერ პატიმარს ენდოკრინოლოგის ნაცვლად, ფსიქიატრთან კონსულტაცია დაუნიშნეს — ომბუდსმენი
ფოტო: სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გენდერული იდენტობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართავს პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს.
როგორც ირკვევა, სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ტრანსგენდერმა პირმა, რომელსაც გადიოდა ჰორმონალურ მკურნალობას, თუმცა, თავისუფლების აღკვეთის შემდეგ, ციხის ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს მას შესაბამისი მედიკამენტით.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, განმცხადებელი თვეების განმავლობაში ითხოვდა ენდოკრინოლოგთან კონსულტაციას, თუმცა ამის ნაცვლად იგი ფსიქიატრს შეახვედრეს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მედიკამენტებისა და მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზად ასახელებს იმას, რომ პატიმარს მათთვის არ წარუდგენია ჰორმონალური თერაპიის დამადასტურებელი ცნობა.
"გამომდინარე იქედან, რომ მ. ქ.-ს მკურნალობა და ჰორმონალურ მედიკამენტები დანიშნული აქვს უცხოელი ექიმების მიერ, ხოლო საქართველოში მედიკამენტების შეძენისათვის არ სჭირდებოდა რეცეპტის წარდგენა, მას უცხოელი ექიმებისგან ოფიციალურად არ მიუღია ფორმა N100 და დანიშნულება, რამდენადაც ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ ხარჯებთან", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნულ პირს, გარდა ჰორმონალური მედიკამენტებისა, სჭირდება სპეციალური ვიტამინებიც, რათა ორგანიზმი მომზადებული იყოს სქესის ტრანზიციის ოპერაციისთვის. მ.ქ.-ს ინფორმაციით, ოპერაცია 2020 წლის მარტში უნდა გაეკეთებინა, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის გამო ვერ მოახერხა და ახლა სჭირდება სპეციალური მკურნალობა.
სახალხო დამცველის დასკვნით სახეზეა ირიბი დისკრიმინაცია.
"სქესის ტრანზიციის პროცესში მისთვის აუცილებელია ჰორმონალური მედიკამენტების მიღება. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ იქნება უზრუნველყოფილი მის გენდერულ იდენტობაზე მორგებული სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით, მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგება", — ვკითხულობთ სარეკომენდაციო წერილში.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ აღნიშნული პირი სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ მდგომარეობაშია და შესაბამისად, სჭირდება განსხვავებული მოპყრობა.
"სახეზეა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი პირებისა, რაც, თავის მხრივ, დისკრიმინაციას წარმოადგენს", — აცხადებს ომბუდსმენი.
მისი თქმით, აუცილებელია აღნიშნული პირის შეუფერხებლად და უწყვეტად უზრუნველყოფა ენდოკრინოლოგიური მომსახურებითა და ჰორმონალური მედიკამენტებით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები