სომხეთში ოპოზიცია 22 დეკემბრიდან საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავს
ფოტო: სომხური რადიო თავისუფლება
22 დეკემბერს სომხეთის 16 პოზიციური პარტია მასშტაბური საპროტესტო აქციებსა და საყოველთაო დაუმორჩილებლობას აანონსებს. ისინი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური ბიურო ავრცელებს.
"ნიკოლ ფაშინიანს არ გაუყალბებია არჩევნები, დიახ, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა არცახი დათმო, ნიკოლ ფაშინიანმა არცახი გაყიდა, ნიკოლ ფაშიონიანმა ის თურქებს გადასცა. ნიკოლ ფაშინიანი 5 ათასზე მეტი ბავშვის გარდაცვალებაში პირადად არის დამნაშავე. ნიკოლ ფაშინიანი დამნაშვეა 10 ათასი ბავშვის დასახიჩრებისთვის. ნიკოლ ფაშინიანი დამნაშვეა იმაშიც, რომ ახლაც, თვისა და 10 დღის შემდეგ მან ხელი მოაწერა მოღალატეობრივ დოკუმენტს. თურქებს ამ დრომდე აჰყავთ ჩვენი ჯარისკაები ტყვედ. დაე, ნიკოლ ფაშინიანმა შეწყვიტოს დემაგოგია. ნიკოლ ფაშინიანი დამნაშვეა გაცილებით მძიმე სახელმწიფო დანაშაულებისთვის" — აცხადებს ოპოზიციური პარტია აყვავებული სომხეთის დეპუტატი, ნაირა ზოჰრაბიანი.
ერევანში პრემიერმინისტრის, ნიკოლო ფაშინიანის გადადგომის მოხთხოვნით "ღირსების მარში" 14 დეკემბერს მოეწყო. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მან თანამდებობა, რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "ნიკოლ, წადი!".
თვითონ ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და ამ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ხალხის ნება რეალურად გამოვლინდება. პრემიერმინისტრს გადადგომისკენ სომხეთის კათალიკოსმაც მოუწოდა.
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ფაშინიანს არც მორალური და არც ლეგიტიმური უფლება არ აქვს, ხალხის სახელით ისაუბროს და მას გადადგომა მაინც მოუწევს.
27 სექტემბერს განახლებული საბრძოლო შეტაკებები მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად დასრულდა, რომლის შუამავალი რუსეთი იყო.
ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.
სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, სომხურმა მხარე, აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორია გადსეცა და კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ. დროდადრო კი რეგიონში დევნილები დაბრუნდებიან.
ამავე თემაზე:
- რუსეთი ყარაბაღში "სამშვიდობოებს" შეიყვანს — რა წერია დეკლარაციაში, რომელზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს
- არცახის სრულად დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, დავთანხმდი ომის დასრულებას — ყარაბაღის ლიდერი
- სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მთიანი ყარაბაღის შეთანმების შესახებ პრესიდან გაიგო
- რუსული მშვიდობა — ყარაბაღის შეთანხმება საქართველოს პრიზმაში
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები