სამედიცინო პერსონალის დაფასების მასშტაბური კამპანია ევექსის ჰოსპიტლებისგან
ფოტო: Evex Hospitals
გმირობის ყოველდღიური მაგალითები, გადარჩენილი შვილები და განკურნებული მშობლები... ისტორიები, რომლებიც კოვიდ-საავადმყოფოების კედლებს მიღმა რჩება, ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან და შემთხვევები, რომლებიც სასწაულის რწმენას გვიმტკიცებს — ეს ყველაფერი სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ახალი ვირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის წინაშე მდგარი მსოფლიო ჯანდაცვა Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, სამედიცინო პერსონალი კი ვირუსს 24-საათიან რეჟიმში ებრძვის.
სწორედ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სამედიცინო სფეროში მოღვაწე თითოეული ადამიანის შრომის დაფასებას ისახავს მიზნად ევექსის ჰოსპიტლების ახალი კამპანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მადლობა გადავუხადოთ მედპერსონალს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის. #მიწერემადლობა ახალი მასშტაბური პროექტია, რომელიც მედპერსონალის გმირობის ყოველდღიური მაგალითების საზოგადოებამდე მიტანას და მათ შორის საკომუნიკაციო არხის შექმნას ემსახურება. ონლაინ-პლატფორმაზე წარმოდგენილია ყველა ის რთული შემთხვევა, რომლებიც, ამ ადამიანების დამსახურებით, ბედნიერად დასრულდა.
ვებ-გვერდზე — www.miceremadloba.ge ყოველდღურად შეხვდებით ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ იხსნეს ექიმებმა ადამიანების სიცოცხლე. იგი ასევე გაძლევთ საშუალებას, მადლობა გადაუხადოთ სამედიცინო პერსონალს: #მიწერემადლობა ონლაინ-რეჟიმში ან პირადი წერილის სახით.
შეგახსენებთ, რომ ევექსის ჰოსპიტლების ქსელი Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პანდემიის პირველი ტალღიდან ჩაერთო, ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა მზადყოფნა და გამოყო საწოლფონდი დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. ამჟამად, კორპორაცია კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლას 13 კლინიკაში 1 100-ზე მეტი საწოლითა და 5 500 გადამზადებული სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალით განაგრძობს.
ექიმების განსაკუთრებული ქეისების საინტერესო კუთხით წარმოჩენაზე განსაკუთრებული მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიასა და მის სტუდენტებს, ასევე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები