ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 10 ცალი სასწავლო დრონი აჩუქა
ფოტო: ილიას უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, 2020 წლის სკოლის ლიდერობის კონკურსის გამარჯვებულ დირექტორს, ვარდენ ნიქაბაძეს მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლაში საინჟინრო კლუბის განვითარების, სკოლის მოსწავლეებში პროგრამირებისა და ინჟინერიის მიმართულებით ინტერესის გაღვივებისთვის 10 სასწავლო დრონი გადაეცა.
სკოლა შესაძლებლობის ფარგლებში წლებია ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. სწორედ ეს გახდა სპეციალური პრიზის დაწესების მოტივი.
ფოტო: ილიას უნივერსიტეტი
ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით, და ტექნოლოგიის სკოლის წარმომადგენლები ფარცხანაყანევის საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სასწავლო დრონები გადასცეს და საინჟინრო კლუბის წევრი მოსწავლეებისთვის დრონების შესახებ პირველი ვორკშოფიც ჩაატარეს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ღია სივრცეში.
ფოტო: ილიას უნივერსიტეტ
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაზრდა. დღეს 10 სასწავლო დრონი გადაეცა ფარცხანაყანევის სკოლას, ილიაუნის ტექნოლოგიების სკოლა მხარდაჭერას აღმოუჩენს სკოლას დრონების მოქმედების პრინციპებისა და დაპროგრამების შესწავლაში, ტექნოლოგიური და საინჟინრო კლუბების განვითარებაში", — აღნიშნავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ნანა დიხამინჯია.
"მგონია, რომ არაფორმალურ გარემოში ამ ფორმით და მიმართულებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. უნივერსიტეტის ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, ძალიან დიდ ბენეფიტს მოიტანს სკოლისთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის მომავალში, საზოგადოდ, ახალი სასკოლო კულტურა დამკვიდრდება იმ მხრივ, რომ მოწინავე, ახალი, თანამედროვე დავნერგოთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით", — აცხადებს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდენ ნიქაბაძე.
ფოტო: ილიას უნივერსიტე
"დღეს უკვე ყველა სფეროში გამოიყენება დრონები, ბავშვებს შევასწავლით , დავაინტერესებთ პროგრამირებით და დრონების შესახებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას მივაწვდით. ეს მომავლის ტექნოლოგიაა და ძალიან კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს მეტი ცოდნა ექნებათ ამის შესახებ", — ამბობს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ინჟინერიის კლუბის წევრი აკაკი ფერცულიანი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები