ივანიშვილის ვიდეოს რიმეიქი — რის გაკეთებას "ჰპირდება" ჯაფარიძე მხარდამჭერებს ერთ წელში
ფოტო: კადრი ვიდეოდან
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეოს რიმეიქს აქვეყნებს. ივანიშვილი ვიდეოში ერთ წელში ამომრჩეველს ცვლილებებს ჰპირდებოდა, "იმავეს" ჰპირდება ჯაფარიძე თავის ამომრჩეველსაც. ვიდეოს ნაწილში ისმის ბიძინა ივანიშვილის ხმა, რასაც ჯაფარიძეც იმეორებს, ნაწილში კი ის თავად მიმართავს ამომრჩეველს.
"მინდა მივმართო ჩემს ხალხს. მინდა მივმართო იმ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენ წინაშე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია. მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი. მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ გირჩის განვითარება შეუქცევადი გახდეს. მთავარია, ახლა წინა მმართველობაზე გაბრაზებულებმა მათი დასჯის სურვილით საკუთარი მომავალი და გირჩი არ დავსაჯოთ და წყალში არ გადავყაროთ ყველაფერი, რაშიც სიცოცხლე ჩავდეთ 2016 წლიდან. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე, ახალი გირჩის შექმნას", — ამბობს ჯაფარიძე ვიდეოში.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ვიდეო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში გამარჯვება ვერ მოახერხა და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად მეორე ტურში გადავიდა.
მოგვიანებით, TV პირველის ეთერში, ჯაფარიძემ განმარტა, რომ ვიდეო ხუმრობა იყო.
"ხუმრობა იყო, რიმეიქი იყო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, თუ გახსოვთ, ბიძინა რომ გამოვიდა და დაანონსა, 1 წელიწადში გავასწორებ მენეჯმენტის ხარვეზებსო, მაგაზე გავაკეთე რიმეიქი, რომ გირჩში პრობლემები რაც არის, მე ვარ პასუხისმგებელი. ხუმრობა იყო უწყინარი", — განმარტა ჯაფარიძემ.
რა მოხდა გირჩში
4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა, სადაც არ გაუვრცელებია დამატებითი განმარტებები იმის შესახებ, რა გახდა დაშლის მიზეზი.
მომხდარს გამოეხმაურენ ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი, რომლებიც ამბობენ, რომ ჯაფარიძის განცხადება მოულოდნელი იყო. ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს, რაქვიაშვილის თქმით კი, არც გირჩი წარმოუდგენია ჯაფარიძის გარეშე და არც ის, რომ ზურა მათ გააგდებს.
უკვე 5 დეკემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მას და პარტიის დამფუძნებლებს სურთ მხოლოდ სახელის და Facebook გვერდის დატოვება, სხვა რესურსები კი იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს დარჩებათ. თუმცა, ჯაფარიძე წერს, რომ ამ შეთავაზებაზე ურჩიეს "დაოკებულიყო" და თავისი ნებით წასულიყო, ასევე დაემუქრნენ, რომ "განადგურდებოდა". ამის შესახებ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში, გირჩის ბაბლში დაწერა.
- ბევრი წელი არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ამას არ ველოდი — მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე
- მეც იგივე მაინტერესებს, რაც ჟურნალისტებს, მეც მინდა გავიგო — მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე
- რაქვიაშვილის თქმით, ჯაფარიძემ ულტიმატუმები წამოაყენა და გარკვეული "ცენზურა" სცადა
- მე საიდან უნდა წავიდე? მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ — ხვიჩია გირჩზე
მართალია, ჯაფარიძემ თავის პოსტში უარყო, თუმცა პარტიის გაყოფის სავარაუდო მიზეზად აიაგო ხვიჩიას პოსტი და მასზე გამოხმაურებები განიხილება. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩია იმ ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან Facebook-ზე დაწერა: "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.
პარტიის ლიდერს ამ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს კი განაცხადა, რომ დროა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში მისი მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ამის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში. მანვე განმარტა, მისი აზრით, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებისთვის და ამის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.
ზურაბ ჯაფარიძემ მალევე განაცხადა, რომ გირჩი კი არ დაიშალა, არამედ დაიშალა. ის 26 დეკემბერს ახალი პარტიის შექმნას აანონსებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები