მეტალის წყალბადი: 80-წლიანი ძიება საბოლოოდ დასრულდა?
ფოტო: Sang-Heon Shim, Arizona State University
გასულ ოქტომბერს ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ისააკ სილვერამ რამდენიმე კოლეგა მიიწვია თავის ლაბორატორიაში, რათა მათთვის საკუთარი აღმოჩენა გაეზიარებინა. ხმა გავარდა და შემდეგ დილას მეცნიერს უზარმაზარი რიგი დახვდა შესასვლელთან. მთელი დღის განმავლობაში ასობით ადამიანი აკვირდებოდა მიკროსკოპში მოწითალო ვერცხლის წერტილს, რომელიც ალმასის ორ წვერს შორის იყო ჩაჭერილი. "კვირები დამჭირდა, რათა ამ აღმოჩენით გამოწვეული გაოცება ჩამეცხრო", - ამბობს სილვერა.
რამ გამოიწვია ასეთი ცნობისმოყვარეობა? სილვერამ და მისმა კოლეგამ, რანგა დაიასმა შეამჩნიეს, რომ ცენტრში არსებულ წნევაზე ბევრად მეტით შეკუმშვის შემდეგ, წყალბადი მყარი მეტალის მდგომარეობაში გადავიდა და ელექტროგამტარი გახდა.
"სამეცნიერო საზოგადოება ამ მოვლენას ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა", - ამბობს რეინარ ბოლერი, ფიზიკოსი კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტიდან.
ჟურნალი Science წერს, რომ ამ აღმოჩენაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ვარაუდობენ, რომ მყარი მეტალის წყალბადი ზეგამტარია - შეუძლია გაატაროს ელექტრობა წინაღობის გარეშე. ის შეიძლება მეტასტაბილურიც იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალმასის მსგავსად (რომელიც ასევე მაღალ წნევაზე წარმოიქმნება), მეტალის წყალბადიც შეინარჩუნებს მდგომარეობას (ზეგამტარობასაც კი) როცა ოთახის ტემპერატურასა და წნევაში დაბრუნდება.
მყარი მეტალის წყალბადის წარმოქმნის ამბავი ხშირად ვრცელდებოდა აქამდეც, ამიტომ ზოგიერთი ექსპერტი სკეპტიკურადაა განწყობილი. "ჩვენი გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი საეჭვო ჩანს", - ამბობს მიხაილ ერემეტსი, რომელიც მყარი მეტალის წყალბადის საკითხს მაქს პლანკის ინსტიტუტში იკვლევს. სხვები კიდევ უფრო მკაცრად არიან განწყობილები. ევგენი გრეგორიანცი, მაღალი წნევების ფიზიკოსი ედინბურგის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ საქმე სრულ სისულელესთან გვაქვს.
მეცნიერებს უკვე შექმნილი აქვთ თხევადი მეტალის წყალბადი - ნივთიერება, რომელიც, მათი აზრით, იუპიტერის მსგავსი გიგანტი პლანეტების შიგნით წარმოიქმნება - ძალიან მაღალ ტემპერატურაზე წნევის გაზრდით. სილვერას დაბალ ტემპერატურაზე მუშაობა და წყალბადის ბევრად უფრო ეგზოტიკურ მდგომარეობაში გარდაქმნა უნდოდა: მყარ მეტალად! კრიოგენულ ტემპერატურებზე წყალბადი თხევადია. 1935 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ევგენ ვიგნერმა და ჰილარდ ბელმ ჰანტინგტონმა იწინასწარმეტყველეს, რომ გარკვეულ წნევაზე არაგამტარი წყალბადი მეტალური გახდებოდა, თუმცა ვერც ერთმა ექსპერიმენტატორმა ვერ შეძლო ამის ჩვენება.
ერემეტსი და სხვები ამბობენ, რომ მათ მეტი მტკიცებულება სჭირდებათ იმაში დასარწმუნებლად, რომ გუნდმა მართლაც შექმნა მყარი მეტალი ან, ზოგადად, მეტალი. "ჩვენ მხოლოდ ერთი ექსპერიმენტი ვნახეთ. ეს უნდა განმეორდეს", - ამბობს ერემეტსი.
სილვერა ამბობს, რომ მათ მხოლოდ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რადგან უნდოდათ მალევე გამოეცხადებინათ თავიანთი აღმოჩენა.
ექსპერიმენტის გამეორება სულ მალე იგეგმება. ვნახოთ, რას გვიჩვენებს მეორე რაუნდი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები