როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს
ფოტო: თოდუას კლინიკა
ალერგიების გავრცელება ძირითადად გაზაფხულზე, ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდში იწყება, თუმცა ეს პრობლემა ზამთარშიც საკმაოდ აქტუალურია. ისიც დადგენილია, რომ ადამიანთა 40% ალერგიულია ისეთი გამღიზიანებლის მიმართ, რომელთა უმეტესობასაც არანაირი კავშირი არ აქვს სეზონთან.
ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგი თამარ ბარბლიშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, დახურულ სივრცეში ყოფნის გამო, პაციენტები სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას ზამთარშიც ავლენენ.
— საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ალერგია მხოლოდ გაზაფხულზე გვესხმის თავს. არსებობს თუ არა სეზონური ალერგია, რომელიც ზამთრის პერიოდს ახასიათებს?
— ზამთარში, წელიწადის ყველაზე ცივ პერიოდში, მცენარეები ყვავილობის პერიოდს ასრულებენ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორედ ამ სეზონზე გამოუვლინდებათ ალერგიული ჩივილები.
მილიონობით ადამიანს აქვს ზამთრის ალერგიები, რადგან ცივ ამინდში უმეტეს დროს სახლებში ან სხვა დახურულ ადგილებში ატარებენ. ამ შემთხვევაში აქტიურად უწევთ ისეთ ალერგენებთან შეხება, როგორებიცაა: ოთახის მტვრის ტკიპები, სინესტის სოკოს სპორები, ცხოველთა ნერწყვში, შარდში ან ეპითელიუმში არსებული ალერგენები და ა.შ
სწორედ ამას უკავვშირდება ზამთარში გამწვავებული ალერგიები.
— რა არის ალერგიის ძირითადი სიმპტომები, როგორ გამოვლინდება ის?
— ზამთრის ალერგიის სიმპტომებია მშრალი ხასიათის ხველა, თვალების, ცხვირისა და ყელის ქავილი, ზოგჯერ ცხვირიდან წყლისმაგვარი გამონადენი, ცრემლდენა, ცემინება, ცხვირის გაჭედილობა, კანზე გამონაყარი. თუ უფრო მძიმე ფორმა იქნება, პაციენტი გულმკერდის არეში შებოჭილობას იგრძნობს და ხმაურიანი სუნთქვაც დაერთვება.
— როგორ უნდა ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიას და როდისაა საჭირო მედიკამენტური მკურნალობის დაწყება?
— სეზონურ ალერგიასთან ბრძოლის ნაწილი შეგვიძლია 2 პუნქტად დავყოთ: პრევენციული ღონისძიებები და მედიკამენტური მკურნალობა.
პრევენციული ღონისძიებები შემდეგი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს:
ოთახის მტვრის ტკიპა მაღალტენიანობის პირობებში მრავლდება. ასეთ დროს სასურველია ბინაში ეს მაჩვენებელი 30-50%-მდე მერყეობდეს, რომ ტკიპას გამრავლებამ ინტენსიური ხასიათი არ მიიღოს. მნიშვნელოვანია საწოლის თეთრეულის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა, რომ მისი კონცენტრაცია შემცირდეს და ადამიანმა მთელი ღამის განმავლობაში ნაკლებად ჩაისუნთქოს. გარდა ამისა, ბინა სველი წესით უნდა გაწმინდოთ და გამოიყენოთ მტვერსასრუტი, რომელსაც ე.წ. HEPA ფილტრი აქვს.
შინაური ცხოველების ალერგენები ნოხებში დიდი რაოდენობით გროვდება, ამიტომ, გირჩევთ ამოიღოთ ხმარებიდან, რომ მოიშოროთ აკუმულაციის კერები. სასურველია საძინებელში ნაკლებად შეუშვათ ცხოველები და დაბანოთ კვირაში ერთხელ, რომ შემცირდეს ალერგენების კონცენტრაცია.
რაც შეეხება ობის სოკოს, ის სველ წერტილებში — სააბაზანოში, სამზარეულოსა და საპირფარეშოში გვხვდება შავი წერტილების სახით. შავი ლაქები სპეციალური ქიმიური საშუალებებით დაამუშავეთ. თუ მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობის სისტემა გაქვთ, აუცილებლად შეაკეთეთ, რომ სინესტე შემცირდეს.
მედიკამენტური მკურნალობის დაწყება სიმპტომების ინტენსივობისა და გამოვლენის ფორმების მიხედვით ხდება. ამისთვის სხვადასხვა სახის ანტიჰისტამინურ საშუალებებს ვიყენებთ. ზოგჯერ ნაზალური სპრეი ან იმუნოთერაპიაც ინიშნება.
— კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობა ალერგიულმა ფონმა დაამძიმოს?
— COVID-19 ჯერ ისევ კვლევის ფაზაშია და მასზე ბევრი რამ არ ვიცით, ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ალერგიული მდგომარეობა ამძიმებს. ეს ვირუსული ინფექცია სასუნთქ სისტემას უქმნის საფრთხეს და ისეთი ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა რინიტი ან ბრონქული ასთმა, პაციენტების ჯანმრთელობას ამძიმებს, მათთან შედარებით, ვისაც თანმხლები დაავადებები არ აქვთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები