შეღებილია თუ არა რუხი პური? - სტუდია მონიტორის მოკვლევა
პური შავია თუ შეღებილი, ამის დასაზუსტებლად სპეციალური ლაბორატორიული კვლევაა საჭირო, რასაც საქართველოში არც ერთი სახელმწიფო დაწესებულება არ აკეთებს. ამის შესახებ საუბარია სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
როგორც მედიასაშუალებამ გამოიკვლია, წესით, რუხი პური რუხი ფქვილისგან მზადდება. პურის მწარმოებელი ცნობილი ბრენდები ამბობენ, რომ თავად შემოაქვთ რუხი ფქვილი. საქართველოში კი არც ერთი უწყება არ აღწერს, შემოდის თუ არა რუხი ფქვილი. საბაჟოსა და საქსტატში მონიტორს უთხრეს, რომ მისი იმპორტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
სტუდია მონიტორმა ბაზარზე მომუშავე 5 მსხვილ წისქვილკომბინატს ჰკითხა, აწარმოებდნენ თუ არა შავ ფქვილს. მათი უმრავლესობა რუხ ფქვილს არ ამზადებს. კომპანიის ნაწილი ამზადებს მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში.
თამარ გობეჯიშვილი, რომელიც 8 წელია მომხმარებელთა უფლებებს იცავს, მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი პურის ხარისხია. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ინტერესს რუხი, დიეტური და დიაბეტური პურის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს.
მართალია, სტუდია მონიტორს არ დაუდგენია, კონკრეტულად რომელი ბრენდის რუხი პურია ნამდვილად რუხი ფქვილისგან დამზადებული და რომელი - შეღებილი, თუმცა, გამოიკვლია, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომია სპეციალური საღებავი, რომლითაც შესაძლებელია თეთრი ფქვილის ისე შეღებვა, რომ საბოლოოდ გამოცხვეს რუხი პური. მსგავსი ექსპერიმენტი სტუდია მონიტორმა უკვე ჩაატარა, მათ დაუბრკოლებლად შეიძინეს მსგავსი საღებავი, რომლის გამოყენებითაც, თეთრი ფქვილისგან გამოაცხვეს რუხი პური. აღნიშნული ექსპერიმენტისა და ჟურნალისტური მოკვლევის შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ სტუდია მონიტორის რეპორტაჟი.
პურს რომ გაუკეთდეს წარწერა, "დიაბეტური" და "დიეტური, საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა. მსგავსი ნებართვა 10 კომპანიას აქვს, თუმცა სამინისტრო შემდეგ არ აკონტროლებს, რამდენად იცავენ რუხი პურის მომზადების წესებს აღნიშნული კომპანიები.
ერთადერთი, ვისაც შეუძლია შემოწმება, პური მართლაც დიეტური, დიაბეტური თუ შეღებილია, სურსათის ეროვნული სააგენტოა. სააგენტოში მონიტორს უთხრეს, რომ ისინი პურს საღებავის შემცველობაზე არ ამოწმებენ. თუმცა ამოწმებენ, პური მოხმარებისთვის უვნებელია თუ არა.
მომხმარებელთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ სრულფასოვანი კონტროლისთვის პურში საღებავის შემცველობის კვლევაა საჭირო, რაც ამჟამად არ ხდება. რუხ პურს ვიყიდით მაღაზიაში თუ რუხად შეღებილ პურს, დღეს მხოლოდ მეწარმეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები