რა ტრენდები არ მოსწონს წულუკიანს
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
"ვინაიდან რეგლამენტით მაქვს 10 წუთი, ბატონო, გიორგი [გახარია], თქვენის ნებართვით, გამოვტოვებ საქებარ სიტყვებს" — თქვა იუსტიციის ყოფილმა მინისტრიმა და ამჟამად პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და შემდეგ 20 წუთი ილაპარაკა.
წულუკიანმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო "ტრენდების ხანაში" ცხოვრობს, რომელთაგან ნაწილი მოსწონს, დანარჩენი კი — არა. მან ძირითადად იმ "ტრენდებზე" გაამახვილა ყურადღება, რომელიც მას "აწუხებს" და თქვა რომ "ტრენდებსა და ცრუ დადებითს" უნდა ვებრძოლოთ.
მისი აზრით, მაინცდამაინც, "დამაქცეველი" არა, მაგრამ მაინც "არასწორი" ტრენდია, როცა ქართულად საუბრისას ბევრ უცხოურ სიტყვას იყენებ. მიუხედავად იმისა, რომ მას არ მოსწონს ასე საუბარი, მაინც გადაწყვიტა, რომ დღეს სათქმელი ჩვენამდე სწორედ უცხოური სიტყვა "ტრენდით" მოეტანა, რადგან წულუკიანის განმარტებით, "ეს არის ჩვენი რეალობა".
"დღეს რას უნდა ვაკეთებდეთ განათლებისა და კულტურის სისტემებში, როგორ ქმედით ნაბიჯებს უნდა ვდგამდეთ მაშინ, როცა კარგ ტრენდად ჩამოყალიბდა, ქართულად რომ საუბრობ, რაც უფრო მეტ უცხოურ სიტყვას იტყვი ეს რაღაცნაირად კარგია. არ მინდა ჟარგონები ვაკადრო ამ მიკროფონს", — თქვა წულუკიანმა
თუმცა წულუკიანის განცხადებით, არის მეტად მავნებლური ტრენდები და მისი თქმით, ეს შეეხება თავისუფლების განმარტებას. მაგალითად, წულუკიანის პოზიციით, თავისუფლება ყველაფრის უფლება კი არა, არამედ "თითქმის ყველაფრის უფლებაა".
"ეს თითქმის არის პატარა სიტყვა, მაგრამ მისი შინაარსი რა არის, უნდა ვასწავლოთ ბაღებში, სკოლებში და დავხვეწოთ უმაღლეს სასწავლებლებში", — განაცხადა მან.
"პირდაპირ მავნებლურს" უწოდეს ყოფილი მინისტრი, "ტრენდს" რომელსაც მისი თქმით, "მავანი კარგ ტონად აყალიბებს". კერძოდ, წულუკიანს არ მოსწონს, რომ სიტყვა სამშობლო მხოლოდ "ჩამორჩენილი და არამისაბაძი" ადამიანების ლექსიკაშია შემორჩენილი.
"თუ ხარ დაწინაურებული, მაშინ საკუთარ სამშობლოს უნდა ექილიკო, დასცინო და თუ კიდევ უფრო მაგარი ხარ, აგინო კიდეც. ეს კიდევ უფრო უკეთესია. ამაზე განათლებისა და კულტურის სისტემებმა როგორ უნდა იმუშავოს და მიაქციოს ყურადღება?", — აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ტრენდია ისიც, რომ თუ გაბედული ხარ და, მაგალითად, 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავ, გმირი ხარ. წულუკიანის განცხადებით, "ბაღის ასაკიდანვე" უნდა ავუხსნათ ბავშვებს, თუ რა არის ნამდვილი გმირობა.
"არის ყველა გაბედულება განა გმირობა? ამას, ალბათ, ბაღის ასაკიდან უნდა ვუხსნიდეთ ბავშვებს თუ რა არის გმირობა, სწორედ იმ გმირების მაგალითზე, ვინც ეს ოკუპირებული ქვეყანა მაინც ქვეყნად და სახელმწიფოდ შეინარჩუნა. თუნდაც, აგვისტოს ომის დროს გმირობა ჩაიდინა, სულ ახლანდელი ჭრილობაა ეს", — თქვა მან.
წულუკიანის განცხადებითვე, უნდა "გვაშფოთებდეს" ისიც, რომ "ანტისახელმწიფოებრივი იდეები თავისუფლებად არის მონათლული" და ამას ბევრი ახალგაზრდა იზიარებს. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ესეც ტრენდია.
"ჩვენ ალბათ უნდა გვაშფოთებდეს ის, რომ ანტისახელმწიფოებრივი იდეები თავისუფლებად არის მონათლული და ამას არაერთი ახალგაზრდა იზიარებს. ეს მე მაშფოთებს და ვიცი, არ ვარ ამაში მარტო, რომ ჩემს მშობლიურ უბანში, თბილისში, ე.წ. პლეხანოვზე, ისეთი ანტისახელმწიფოებრივი იდეებით მანიპულირების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, გახდი ეპისკოპოსი და არ წახვალ ჯარში, არაერთმა განათლებულმა და პატივსაცემმა ახალგაზრდამ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ პოლიტიკურ ძალას მასიურად მისცა ხმა", — განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის მტკიცებით, ტრენდების ნაწილია ისიც, რომ "მადლიერების გრძნობა გაგვიქრა". მაგალითად, როგორც ქართული ოცნების დეპუტატმა ახსნა, ტრენდია, რომ "თანამედროვეობის დიდი ქართველი მეცენატის" ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობის თქმა "სირცხვილია".
"დღეს თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, თუკი მათ ახსენებ და ეტყვი მადლობას, მავანს სურს რომ დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი, რომ ეს საერთოდ რა არის? სირცხვილადაც უნდა იყოს მადლობის თქმა ცნობილი. არადა იმ სფეროში, რა სფეროშიც მე და ჩემი კოლეგები კომიტეტში ვართ, ამ სფეროში სწორედ ის არის და მისი ოჯახი თანამედროვეობის ყველაზე დიდი ქართველი მეცენატი და ის თანხები, რაც მილიარდობით ამ სფეროში ამ ოჯახმა ჩადო, ასევე, საერთაშორისო დონორებმა ჩადეს, ქართველმა ხალხმა ჯიბიდან ამოიღო და ჩადო ბიუჯეტში, ჩვენი ვალია, რომ ეფექტიანად გამოვიყენოთ", — თქვა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ხარისხიანი განათლების მიცემის გარდა, განათლებისა და კულტურის სისტემები იმაზეც უნდა მუშაობდნენ, რომ გვყავდეს "არა მხოლოდ ფეხის ხმას აყოლილი ახალგაზრდა, არამედ რეალურად თავისუფალი ადამიანი".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები