საქმეთა განაწილებაზე მანიპულირების რისკებს ქმნის — TI სასამართლოებში ვიწრო სპეციალიზაციაზე
ფოტო: On.ge/დარინა ქამადაძე
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში (TI) აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში დავის ყველა სფერო ვიწროდ სპეციალიზებულია. ოფიციალური განმარტებით, ვიწრო სპეციალიზაციები მოსამართლეებს დროის მენეჯმენტსა და საქმეთა ადმინისტრირებაში ეხმარება. თუმცა, TI-ში აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში სპეციალიზაცია დაუსაბუთებლად იქმნება. ამასთან, მათივე თქმით, სპეციალიზაციის შექმნით, სხვა პრობლემებთან ერთად, საქმეთა განაწილებაზე მანიპულირების რისკები იქმნება.
TI-მ ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის პრაქტიკა, მათი ეფექტიანობა და ის რისკები შეისწავლა, რაც შესაძლოა სპეციალიზაციების არსებულმა ფორმებმა წარმოშვას:
ორგანიზაციის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებს ვიწრო სპეციალიზაციებში ერთპიროვნულად ანაწილებს. TI-ში მიაჩნიათ, რომ ასეთი პრაქტიკა სახიფათოა, ვინაიდან მსგავსი ბერკეტის არსებობა საქმეთა ელექტრონულ განაწილებაზე მანიპულირების რისკებს წარმოშობს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევების უმეტესობაში ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკა დაუსაბუთებელია და წინასწარ დადგენილ ობიექტურ კრიტერიუმებს არ ეფუძნება.
"პრობლემურია, აგრეთვე, ვიწრო სპეციალიზაციიდან მოსამართლის როტაცია, რომელიც დაუსაბუთებლად ხდება. მაგალითად სასამართლოს თავმჯდომარეს ნებისმიერ დროს, ერთპიროვნულად და დაუსაბუთებლად შეუძლია მოსამართლეს შეუცვალოს ვიწრო სპეციალიზაცია", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების სისტემაში ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის მიზეზად, საქმეთა გადატვირთულობას ასახელებს. თუმცა, TI-ში აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, წლებია საბჭოს შესაბამისი ზომები არ მიუღია. მაგალითად, სისტემის შევსება ახალი მოსამართლეებით არ მომხდარა.
მათივე თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციების შემოღება აჩენს აღქმას, რომ მოსამართლეების გავლენიანმა ჯგუფმა საქმეთა განაწილების სისტემაზე მანიპულირების შესაძლებლობაზე უარი არ თქვა.
TI დადებითად აფასებს იმას, რომ იმ სასამართლოებში სადაც მოსამართლეთა მცირე რაოდენობაა, ვიწრო სპეციალიზაციები არ მოქმედებს.
პრობლემის აღმოსაფხვრელად ორგანიზაციას შემდეგი რეკომენდაციები აქვს:
- ვიწრო სპეციალიზაციების არსებული ფორმა უნდა გაუქმდეს. კონკრეტულ დარგში ვიწრო სპეციალიზაციის შექმნა კვლევის შედეგად დადგენილ ობიექტური საჭიროებას უნდა ეფუძნებოდეს;
- ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეებს სასამართლოს თავმჯდომარის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ნიშნავდეს;
- საჭიროა, დადგინდეს ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების განაწილების კრიტერიუმები. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს შესაბამის დარგში მოსამართლეთა კვალიფიკაცია და კონკრეტული სპეციალიზაციისთვის საჭირო სპეციფიური უნარ-ჩვევები;
- ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადოდ დასაბუთდეს მოსამართლეთა სპეციალიზაციაში განსაზღვრის/შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება;
- საჭიროა დაიხვეწოს კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის იურისდიქცია იმგვარად, რომ მხოლოდ თანხის მოცულობასთან არ იყოს დაკავშირებული;
- გადატვირთულობის პრობლემა არა ვიწრო სპეციალიზაციების შემოღების, არამედ მოსამართლეთა რაოდენობის ზრდითა და საერთო სასამართლოების სწორი ადმინისტრირებით უნდა გადაიჭრას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები