რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ დაინიცირდა — რას გულისხმობს ის
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის რიგგარეშ სესიის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ იმ პირველ პროექტზე ისაუბრა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში დაინიცირდა.
პროექტი ეხება რეზოლუციას საგარეო პოლიტიკის შესახებ. აღნიშნული პროექტი დღეს უკვე განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე. სწორედ ამ განხილვის შემდეგ, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, რეზოლუციას დაემატა ერთი პუნქტი და ის გულისხმობს, რომ საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ საერთაშორისო დავას, ამაზე აქტიურ მუშაობას, სანამ საბოლოო წარმატება არ იქნება მიღწეული.
"რეზოლუციის პირველი პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. მეორე, ეს არის, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა უნდა მომზადებულიყო იმისთვის, რომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გაეკეთებინა, შესაბამისად ეს რეზოლუცია დაავალებს ხელისუფლების ყველა შტოს, იმუშაოს იმისთვის, რომ 2024 წელს ეს პროგრამული დაპირება ახდეს და რეალობად გადაიქცეს. მესამე პუნქტი ამბობს, რომ ნატო ქვეყნისთვის უალტერნატივო სივრცეა და ხელისუფლებას ავალებს, მოამზადოს ქვეყანა ამისთვის", — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, ნიკოლოზ სამხარაძემ ისინი მოკლედ განიხილა:
- "აშშ-სთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. სწორედ ამ ქარტიის სრულად ამოქმედებასა და გაღრმავებას ავალებს რეზოლუცია ხელისუფლებას, მათ შორის, აშშ-ს მეტ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. გარდა სხვა საკითხებისა, პრიორიტეტული მიმართულებაა ამერიკული ინვესტიციების ზრდა საქართველოში;
- სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი ასევე პრიორიტეტულია. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობის გაღრმავება იქნება პრიორიტეტი;
- რაც შეეხება ჩვენს მთავარ გამოწვევა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას — საქართველო გააგრძელებს რუსეთთან პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის წარმოებას. ამ პოლიტიკის ნომერ პირველი ამოცანა არის ოკუპაციის დასრულება და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება;
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის, მეზობელი ქვეყნებისა და აშშ-სთან ურთიერთობა, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებთან. პრიორიტეტი იქნება ამ მიმართულებითაც ურთიერთობის გაღრმავება;
- საქართველო გააგრძელებს ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის მიღებას. ასევე, აქტიურად ჩაერთვება იმ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მსოფლიოს აწუხებს;
- გვყავს ასობით ათასი მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ისინი, ვინც არ არიან მოქალაქეები და მაგრამ ჩვენი თანამემამულეები არიან. მათთვის ყურადღების მიქცევა იქნება პრიორიტეტი;
- საგარეო პოლიტიკის წარმოებაში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა", — აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძემ აღნიშნა ისიც, რომ პარლამენტი, როგორც ორგანო, რომელიც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, გამოიყენებს რეგლამენტით მინიჭებულ ახალ ბერკეტებს და გაუწევს ეფექტიან ზედამხედველობას საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ეს გეგმები, რომლებიც დასახულია რეზოლუციაში, შესრულდეს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
24 დეკემბერს მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მომავალი მთავრობის პროგრამა წარადგინა. ასევე, გუშინ დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომლის ყველა წარმომადგენელი ქართული ოცნების წევრია.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები