სიმბიოტიკსი და თიბისი ლიზინგი მცირე მეწარმეებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდიან
თიბისი ლიზინგმა და გავლენიანმა საინვესტიციო კომპანიამ სიმბიოტიკსი, წარმატებული გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც სიმბიოტიკსი თიბისი ლიზინგს 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს. ახალი რესურსი ხელს შეუწყობს საქართველოში სხვადასხვა სალიზინგო პროგრამების განვითარებას და აქცენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტზე - თიბისი ლიზინგის რეგულარულ და პოტენციურ მომხმარებელზე. მცირე და საშუალო საწარმოები, განვითარებადი ეკონომიკური პოტენციალით, მზარდ სექტორს მიეკუთვნება და მოქმედი ბიზნესების უმეტესობას წარმოადგენს; მათ კრიზისთან ბრძოლის წინააღმდეგ ინოვაციური მიდგომები გამოავლინეს და ამავე დროს, შეინარჩუნეს გადახდისუნარიანობა. საქართველოს მთავრობა სუბსიდირების პროგრამებითა და სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებებით აქტიურად მონაწილეობს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებასა და შემდგომ განვითარებაში.
მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი თიბისი ლიზინგის პორტფელის 2/3-ს შეადგენს. გარდა ამისა, თიბისი ლიზინგის გაფართოების მიზანი თანხვედრაშია რეგიონებში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მატების ტენდენციასთან, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის პორტფელში გეოგრაფიული კონცენტრაციის დაბალანსებას. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი თიბისი ლიზინგის სამიზნე სეგმენტად რჩება, ვინაიდან უშუალოდ ლიზინგს შეუძლია ამ სეგმენტის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მას უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს ხდის საბანკო პროდუქტებთან მიმართებაში.
"პანდემიურმა სიტუაციამ ეს ფინანსური წელი უჩვეულო გახადა, მრავალი გეგმის გადახედვა მოგვიხდა და ზოგიერთი მიზანი ისეთი ადვილი განსახორციელებელი აღარ აღმოჩნდა, როგორც ამას აქამდე ველოდით. არასტაბილურობის მიუხედავად, კომპანიას შეუძლია დააფინანსოს ახალი პროექტები და ამავდროულად არსებულ კლიენტებს საშეღავათო პერიოდი შესთავაზოს - გაათავისუფლოს ისინი საიჯარო გადასახადებისგან 3-დან 6 თვემდე პერიოდის განმავლობაში. ასეთი კრიზისის დროს, “სიმბიოტიკსის“ მუდმივი მხარდაჭერა და გამორჩეული თანამშრომლობა მნიშვნელოვან სტიმულად იქცა ჩვენი კლიენტებისთვის უწყვეტი დახმარების აღმოჩენაში, ხოლო სანდო პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტად წაახალისა სტაბილური, განვითარება. ამასთან, მოვახერხეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ლარის გაცვლითი კურსის რყევების შედეგად წარმოშობილი რისკები, რაც აღნიშნული რესურსის ნაწილის ლარში დენომინირებით გახდა შესაძლებელი", - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანასური დირექტორი.
"თითქმის 5-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, თიბისი ლიზინგმა დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია, რომელიც მნიშვნელოვან მისიას ატარებს გაუზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პროდუქტიულობის გაზრდას და თავის მხრივ, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის მიუხედავად, მოხარული ვართ, რომ წელს, ახალი დაფინანსებით ვუწყობთ ხელს თიბისი ლიზინგს, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში. გვჯერა, რომ საქართველოს რეალური ეკონომიკის განვითარებაში მომავალშიც საერთო ძალებით შევიტანთ წვლილს",- სოფია ტულუპოვა, ECA-ს და MENAP-ის თანარეგიონალური მენეჯერი სიმბიოტიკსში.
ფინანსური რესურსის მოქმედების ვადის განმავლობაში, მოსალოდნელია, 200–ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოს დაფინანსება და აღნიშნულ სუბიექტებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ოთხჯერ გაზრდა.
თიბისი ლიზინგის შესახებ – თიბისი ლიზინგი თიბისი ჯგუფის წევრია. ის საქართველოში ყველაზე მსხვილ სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით. კომპანია თნამშრომლობს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან და ახორციელებს პროექტების დაფინანსებას თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში. კერძოდ, მედიცინა, ტრანსპორტი, სტუმარ-მასპინძლობის, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, მშენებლობა და სხვა, ასევე კომპანია ახორციელებს საცალო კლიენტების დაფინანსებას.
სიმბიოტიკსის შესახებ - სიმბიოტიკსი სოციალური ტრანსფორმაციის ინვესტირების ბაზარზე წვდომის მოწინავე პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების და მცირე ან საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების დაფინანსებას განვითარებად და გარდამავალ ეკონომიკებში. 2005 წლიდან, კომპანიამ 90 განვითარებად და გარდამავალ ბაზარზე 450 კომპანიასთან 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული ინვესტიციები დაფინანსებულ იქნა 25-ზე მეტი საფონდო მანდატის და 50-ზე მეტი მესამე მხარის სპეციალიზირებული საფონდო მენეჯერის მიერ, რაც მსგავსი გარიგებებისთვის მზარდ ბაზარს და ეკოსისტემასა ქმნის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები