ლიტერატურული პრემია საბა 2020-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სრული სია
წლის ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიება — პრემია საბა 2020-ის დაჯილდოება ცოტა ხნის წინ დასრულდა. რიგით მე-18 ყოველწლიური კონკურსი წელს უჩვეულო ფორმატით გაიმართა — იგი მხოლოდ სატელევიზიო ეთერით და ფეისბუქგვერდებზე გადაიცემოდა.
წელს ლიტერატურულ მარათონში 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, თუმცა 8 ნომინაციაში, საბოლოოდ, 46 ფინალისტი შეირჩა. წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: ვახტანგ ჯავახაძე, მაია ბადრიძე, ოთარ ჯირკვალიშვილი, ნანა ტრაპაიძე და ლევან ბერძენიშვილი.
პრიზიორების სია კი ასე გამოიყურება:
წლის საუკეთესო რომანი:
- ბესო სოლომანაშვილი, ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა (სულაკაურის გამომცემლობა)
- ანა კორძაია-სამადაშვილი, ზინკა ადამიანი (სულაკაურის გამომცემლობა)
- ლაშა ბუღაძე, აუდიტორია (სულაკაურის გამომცემლობა)
- აკა მორჩილაძე, ფარშავანგი (სულაკაურის გამომცემლობა)
- ალეკო შუღლაძე, ქრონიკული დაღლილობის სურნელი (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- მამუკა დოლიძე, გასეირნება დროთა სივრცეში (ინტელექტი)
- ვახტანგ კომახიძე, გაქცევის ტყვეობა (საარი)
- ლექსო პაიკიძე, გიდი (ბენდესი)
- ეკა ქევანიშვილი, არაფერი დედაჩემის შესახებ (წიგნები ბათუმში)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- კატო ჯავახიშვილი, დედაჩემმა მითხრა, რომ (ინტელექტი)
- შოთა იათაშვილი, XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი (ინტელექტი)
- ბესიკ ხარანაული, დიდი სმა (ინტელექტი)
- ტარიელ ჭანტურია, სიყვარულის შავი ყუთი 3 (კალმოსანი)
- ნატო ინგოროყვა, სადგურებს შორის (ინტელექტი)
ფოტო: თიბისი
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- შორენა ლებანიძე, თუ საჭიროა, გათქმევინებთ (არტანუჯი)
- ნათია ფანჯიკიძე, შიშო, გამოდი გარეთ (არტანუჯი)
- გიორგი მაისურაძე, სხვა ენა (ინდიგო)
- გურამ წიბახაშვილი, ზამთარი გადატანილია (ინდიგო)
- გელა ჩარკვიანი, ნაგერალა 80 (ინტელექტი)
- თემურ ტონია, ვინილომაგია-ვინილომანია (პალიტრა L)
- კახა თოლორდავა, გაუზავებლად (სულაკაურის გამომცემლობა)
- სალომე აფხაზიშვილი, სოციალური სიცილი (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- მაია ცირამუა, მშვიდობით, ძია გერშვინ! (წიგნები ბათუმში)
- ელისო ფანცხავა, პოლ ოსტერის 4 3 2 1 (წიგნები ბათუმში)
- მართა ურუშაძე, მეხამრიდი (ინტელექტი)
- ნინი ელიაშვილი, წერტილის შემდეგ (ინტელექტი)
- მაკა ცხვედიანი, გასტონის კრეპერია (ინტელექტი)
- არჩილ ფირიაშვილი, ფეხბურთის მოთამაშე (პალიტრა L)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- გურამ ლებანიძე, რილკეს ელეგიები (კავკასიური სახლი)
- რამაზ ჭილაია, პოეტიკური ჩანაწერები (პალიტრა L)
- ზაზა აბზიანიძე, ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პიესა:
- დავით ფირცხალავა, დიდი შესვენება (სამეფო უბნის თეატრი)
- ალექს ჩიღვინაძე, მარინა რევია (სამეფო უბნის თეატრი)
- მაკა კუკულავა, მეორე ნახევარი (სამეფო უბნის თეატრი)
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი
- დოდო ყვავილაშვილი, მარიო ვარგას ლიოსას ბოლო ჟამის ომი (სულაკაურის გამომცემლობა)
- ელზა ახვლედიანი, ემა ვიგოდსკაიას ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი (არტანუჯი)
- ხათუნა ცხადაძე, მელანია მაცუკოს ვიტა (სულაკაურის გამომცემლობა)
- ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის დაუმარცხებლები (არტანუჯი)
- თამარ ლომიძე, აირის მერდოკის შავი პრინცი (დიოგენე)
- თამარ კოტრიკაძე, ჩარლზ დიკენსის დიდი იმედები (წიგნები ბათუმში)
- თამარ ჯაფარიძე, ჯუნოუ დიაზის ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება (პალიტრა L)
- მანანა ღარიბაშვილი, პუბლიუს ვერგილიუს მარონის ბუკოლიკური პოეზია (ეკლოგები) (არტანუჯი)
- თაკო ჭილაძე, თომას ვულფის შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები (არტანუჯი)
- რუსუდან ღვინეფაძე, ჰერმან ბროხის ვერგილიუსის სიკვდილი (ალეფი)
- გურამი ღონღაძე, ჯეიმს ბალარდის ცათამბჯენი (სულაკაურის გამომცემლობა)
- თინა ღარიბაშვილი, მიშელ ტურნიეს მეტეორები (ალეფი)
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
საბა გადაეცა პოეტსა და მთარგმნელს ბათუ დანელიას.
პრემია საბა 2003 წლიდან გაიცემა. იგი თიბისისა და რატი ამაღლობელის დაფუძნებულია. ლიტერატურულმა პრიზმა ბოლო წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ლიტერატურული პროცესების განვითარებასა და ხელშეწყობაში, ასევე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და ქართველი ავტორების მხარდაჭერაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები