პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 82 ხმით მიიღეს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 20 მილიარდ 723 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტი 18 მილიარდ 385 მილიონი ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტები 3 მილიარდ 125 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართული თანხები 787 მილიონ ლარს შეადგენს.
მინისტრის თქმით, პანდემიის შედეგად, პირველად გეგმასთან შედარებით მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლებში ბიუჯეტს 1,2 მილიარდის დანაკლისი ექნება.
"აღსანიშნავია, რომ ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად მიღებული დანაკლისი და მასში არ შედის ის 300 მილიონზე მეტი საგადასახადო შეღავათი, რომელიც ჩვენ საშემოსავლო და ქონების გადასახადის სახით, ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დავაწესეთ. ჯამში, 2020-2021 წლებში, მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად, დაგეგმილთან შედარებით, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა", — განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის 5 მილიარდ 563 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 2 მილიარდ 600 მილიონი გათვალისწინებულია პენსიებსა და კომპენსაციებზე.
"ამ თანხაში მოიაზრება როგორც მიმდინარე წელს გაზრდილი პენსიის დაფინანსება, ასევე ინდექსაციის შესაბამისად, პენსიების ზრდა მომდევნო წლის იანვრიდან. კერძოდ, 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის კი - 25 ლარით," - თქვა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე 930 მილიონ ლარამდე მიემართება, პანდემიასთან დაკავშირებულ ხარჯებზე 710 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება კი 800 მილიონს შეადგენს.
მაჭავარიანის განცხადებით, დევნილთა სახლების მშენებლობა/შესყიდვაზე 65 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ამავე მიმართულებით 30 მილიონ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროშია გამოყოფილი.
რაც შეეხება საგარეო ვალს, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, რეალურად მომდევნო წელს ვალი არა 5 მილიარდ 279 მილიონით, არამედ დაახლოებით 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით იზრდება. მისივე თქმით, 2021 წელს ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორებისგან საბიუჯეტო დახმარების სახით 2 მილიარდ 178 მილიონ ლარს მიიღებს, საინვესტიციო კრედიტების სახით მილიარდ 451 მილიონ ლარს, ამავდროულად, გასულ წლებში აღებული ვალები მილიარდ 110 მილიონი ლარის ოდენობით დაიფარება.
"ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად მიღებული რესურსი მოხმარდება წინა წლების ფასიანი ქაღალდების დაფარვას. შედეგად, ჯამურად განხორციელდება არა ვალის ზრდა, არამედ მისი დაფარვა 40 მილიონი ლარის ოდენობით. ანალოგიური მდგომარეობაა ევრობონდების შემთხვევაშიც. მომდევნო წელს განხორციელდება 500 მილიონი დოლარის ევრობონდების გამოშვება, რაც მილიარდ 650 მილიონი ლარია და ამ თანხით განხორციელდება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვა", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მაჭავარიანმა, ასევე, განაცხადა, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები