იქნებ, თვეში ერთხელ მობრძანდეთ კომიტეტში და მოგვახსენოთ, რა გააკეთეთ — წულუკიანი დგებუაძეს
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც განათლების სამინისტრო ითხოვს, რომ ბაღების ავტორიზაციის პროცესმა ერთი წლით გადაიწიოს. ამ ინიციატივაზე კი განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ახსნა და დასაბუთება მოითხოვა, თუ რა გააკეთა სამინისტრომ გასული 4 წლის განმავლობაში და რას გააკეთებდა მოთხოვნილ ერთ წელში.
"რაკი გადავადებას ითხოვთ, ცოტა მეტი დასაბუთება გვჭირდება, რატომ უნდა დავუჭიროთ ჩვენ ამას მხარი. გადავადებების პრაქტიკა კარგად ვიცი, არ ვარ, მთავრობისგან შორს მყოფი ადამიანი. როცა გადავადებას ითხოვთ, კარგად უნდა ახსნათ, რაში არ გეყოთ 4 წელი. სამტრედიის სკოლ-პანსიონის თემა, საბჭოთა დროის გადმონაშთი რომ არის და იქ ბავშვთა უფლებების მხრივ არაფერი კარგი არ ხდება, 1 სექტემბერს იყო ვადა, როცა ამაზე პროექტი უნდა დასრულებულიყო და დაწყებულიც არ არის. ამიტომ დასაბუთებაა საჭირო, რა გაკეთდა და ეს ერთი წელი რის დასასრულებლად გჭირდებათ", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
განათლების მინისტრის მოადგილემ, გადავადების მოთხოვნა პანდემიით ახსნა და განაცხადა, რომ პანდემიის გამო ბაღებში სააღმზრდელო პროცესზე შეუძლებელი გახდა, ამიტომ უფრო ეფექტიანი დაკვირვებისთვის, საჭიროა გადავადება. ამაზე კი თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ პანდემია არ დაწყებულა 4 წლის წინ, ამიტომ, სასურველი იქნება, თუ მინისტრის მოადგილე თვეში ერთხელ განათლების კომიტეტის წინაშე წარდგება და ანგარიშს მოახსენებს, თუ რა გაკეთდა.
"პანდემია 4 წლის წინ არ იყო, პანდემია, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, გაჩნდა ჯერ ერთი წელიც არ არის გასული, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ორი რამ მინდა, შემოგთავაზოთ, ერთი ის, რომ დარგობრივი კომიტეტი ვართ, კი ბატონო, გადავავადოთ ერთი წელი, სადაც ოთხი წელი ვერ შევძელით, ერთი წლის თავზე, იქნებ, შევძლოთ. იქნებ, თვეში ერთხელ, მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ, რა გააკეთეთ იმიტომ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოხვიდეთ და არ მოითხოვოთ გადავადება. რა თქმა უნდა, იქნება ისეთი რაღაცები, ან ბიუჯეტი ვერ გაწვდება, ან ყველა ბაღი ვერ დააკმაყოფილებს. რომ ვერ დააკმაყოფილებს, იმასთან დაკავშირებით რა ხედვა გაქვთ, ხედვა ხომ უნდა არსებობდეს. მასიურად ხომ ვერ დავკეტავთ ბაღებს. ან გადავარქვათ სახელი და ეს არ იქნება ის დაწესებულება, სადაც მშობელს მოლოდინი აქვს, რომ იქ ბავშვი რაღაცას ისწავლის", — აღნიშნა თეა წულუკიანმა.
განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე ინიციატივა წარადგინა, რომ ბაღების ავტორიზაციის პერიოდი ნაცვლად 2020 წლის 31 დეკემბრისა, გახანგრძლივდეს და განისაზღვროს 2021 წლის 31 დეკემბრით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები