5 ყველაზე დაბალკალორიული საკვები
ფოტო: Vinod Pillai/shutterstock
კალორიების დათვლა იმ ადამიანებისთვის ვისაც ჭარბი წონა აწუხებს ან სასურველი ფორმის შენარჩუნება უნდათ, ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად მნიშვნელოვანია იცოდეთ რომელი პროდუქტი რამდენად კალორიულია და ამასთან ერთად გაიგოთ ისიც, თუ რა სარგებელი მოაქვს მათ თქვენი ორგანიზმისათვის.
1. ბროკოლი - 25 კალორია
გარდა იმისა, რომ ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულია, ის ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის. ბროკოლი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ყველაზე დიდი რაოდენობით კი C ვიტამინს შეიცავს, რომლის შემცველობაც ორჯერ მეტი აქვს ვიდრე ნებისმიერ ციტრუსს. სისხლის შემცველობასთან ერთად აუმჯობესებს მის მიმოქცევასაც და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში არსებული წყლულებისა თუ სხვა დარღვევების მკურნალობას ან მათ პროფილაქტიკას.
ბროკოლი აქტიურად გამოიყენება სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც, რადგან მასში განსაკუთრებული ნივთიერება - სულფორაფანი გვხვდება. სულფორაფანი ეფექტურად ანადგურებს კუჭის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს და ამ დროს ხდება სიმსივნური უჯრედების გაჩენის პრევენციაც.
2. კომბოსტო - 28 კალორია
კომბოსტოს აქტიურად იყენებენ თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში და მისი მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე დაბალკალორიული თეთრი კომბოსტოა, რომელიც 100 გრამზე 28 კალორიას შეიცავს.
კომბოსტო იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც თირკმელების სწორი ფუნქციონირების პრობლემა აწუხებს, ის ასევე სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლებისთვის. U ვიტამინს დიდი რაოდენობის შემცველობის გამო კი, კუჭის წყლულის სამკურნალოდაც გამოიყენება, ასევე აწესრიგებს სხვა ნაწლავურ დაავადებებსა და დარღვეულ მეტაბოლიზმს.
3. ლიმონი - 31 კალორია
გარდა იმისა, რომ ლიმონი დიდი რაოდენობით C ვიტამინის შემცველობით არის ცნობილი, ის ძალიან დაბალკალორიულია. გაციების ან გრიპის დროს ალბათ ხშირად გირჩიეს ლიმონიანი ჩაი დაგელიათ, რადგან ლიმონი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით, ამიტომ საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სეზონური ინფექციების დასაძლევად და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად.
4. უცხიმო კეფირი - 30 კალორია
კეფირი მისი სამკურნალო თვისებებით საკმაოდ ცნობილია, ისევე როგორც იოგურტი ან აირანი. ამ შემთხვევაში კი კეფირი თავისი დაბალი კალორიულობითა და სასარგებლო შემადგენლობით ნამდვილად გამორჩეული რძის პროდუქტია.
5. კიტრი - 15 კალორია
ჩვენი სიის ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეული კიტრია, ის მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პროდუქტია, რომელსაც აქტიურად იყენებენ ყოველდღიური კვების რაციონში, სალათებში, ხილთან ერთად, დიეტის დაცვისას და ა.შ. კიტრი მომნელებელი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ძალიან კარგი საშუალებაა, ის ასევე აუმჯობესებს მეხსიერებასა და ნერვული სისტემის მდგომარეობას, ერთგვარი დამამშვიდებლის ფუნქციაც აქვს.
სხეულის სიჯანსაღისა და ფორმის შესანარჩუნებლად გრამებისა და კალორიების თვლა აუცილებელი არ არის, ამისთვის ყოველდღიური რაციონის სასარგებლო და ნატურალური პროდუქტებით გამდიდრებაც საკმარისია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი






კომენტარები