ალბერტ აინშტაინის 5 რჩეული წიგნი
აინშტაინი სრულ ვაკუუმში არ გამხდარა ბრწყინვალე მოაზროვნე, მან თავისი იდეები კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნაზე დაფუძნებით განავითარა. ქვემოთ იმ წიგნებს წარმოგიდნეთ, რომლებმაც ღრმა გავლენა მოახდინა მეცნიერის აზროვნებასა და თეორიებზე.
ალბერტ აინშტაინი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია. თუმცა მისი იდეები იზოლირებულად არ განვითარებულა — ის ისტორიაში საუკეთესო მოაზროვნეებისგან სწავლობდა, რაზეც წიგნების კითხვის მისი გაუნელებელი მადა და პირადი დიდი ბიბლიოთეკის ქონა მოწმობს.
წიგნში, აინშტაინი ოცდამეერთე საუკუნისთვის, ავტორები, პიტერ გალისონი, ჯერალდ ჰოლტონი და სალივან შვებერი მეცნიერის ბიბლიოთეკას აღწერენ, რომელიც იმ დროისთვის სახელგანთქმული, გერმანულენოვანი წიგნების შთამბეჭდავ კოლექციას მოიცავდა. მათ შორის იყო: ბოლცმანის, ბუხნერის, ფრიდრიხ ჰებბელის, ჰაინეს, ჰელმჰოლცისა და ფონ ჰუმბოლდტის წიგნები. აქვე იყო იმანუელ კანტის, გოტჰოლდ ლესინგის, ნიცშესა და შოპენჰაუერის ნაშრომებიც.
მაგრამ, რომელი იყო მათგან აინშტაინის ფავორიტები? ალბათ, ამ შეკითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომელ წიგნებს უბრუნდებოდა გამუდმებით ფარდობითობის ზოგადი თეორიის ავტორი.
სტატიაში წარმოდგენილია ის 5 წიგნი, რომელთა მნიშვნელობაზეც თავად აინშტაინს უსაუბრია.
1. შეგრძნებათა ანალიზი — ერნსტ მახი.
აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შემუშავებაზე, მეცნიერისვე აღიარებით, გავლენა მოახდინა მე-19 საუკუნის ავსტრიელი ფილოსოფოსისა და ფიზიკოსის, ერნსტ მახის ნაშრომმა. თავის შეგრძნებათა ანალიზში მახი ადამიანის მოუხელთებელი ბუნებისა და მისი ცვალებადი ეგოს შესახებ წერდა.
ერნსტ მახი
ფოტო: H. F. Jütte
მახის ნაშრომები ასევე მოიცავს ნიუტონის დროისა და სივრცის იმ თეორიათა კრიტიკას, რომელიც აინშტაინისთვის შთაგონების კიდევ ერთ წყაროს წარმოაგდენდა. უფრო მეტიც, აინშტაინმა იმ ჰიპოთეზას, რომელიც მახის ნაშრომებიდან გამომდინარეობდა, "მახის პრინციპი" უწოდა. ესაა პრინციპი, რომლის თანახმადაც, ინერცია სხეულებს შორის ურთიერთქმედებით წარმოიშობა. ამ იდეის მნიშვნელობას კი თავის დროზე აინშტაინმაც გაუსვა ხაზი.
1915 წელს ფიზიკოს და ფილოსოფოს, მორიც შლიკისადმი მიწერილ წერილში აინშტაინმა ახსნა, თუ რა გავლენა მოახდინეს სხვა მოაზროვნეებმა მისი ფარდობითობის თეორიის შემუშავებაზე. იგი წერდა: "სწორად შენიშნეთ, რომ აზროვნების ამ ტენდენციამ [პოზიტივიზმა] ჩემს მცდელობებზე დიდი გავლენა მოახდინა — განსაკუთრებით, მახმა და მასზე მეტად ჰიუმმა, რომლის ტრაქტატს შემეცნების შესახებ აღტაცებით ვსწავლობდი ფარდობითობის თეორიის აღმოჩენამდე. დიდი შანსია, რომ ამ ფილოსოფიურ ნაშრომთა გარეშე გამოსავალს ვერ ვიპოვიდი".
მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილში აინშტაინმა მახისა და ჰიუმის გავლენა აღიარა, ცნობილია, რომ შემდგომ წლებში მან უარყო მახის პოზიტივიზმი — ლოგიკაზე ორიენტირებული ფილოსოფია, რომელიც უგულებელყოფს თეოლოგიასა და მეტაფიზიკას და ამტკიცებს, რომ ყოველი რაციონალური მტკიცება მეცნიერულად გადამოწმებადია და "პოზიტივისტური" ცოდნა ბუნებრივ მოვლენებსა და მათ თვისებებს ეფუძნება.
2. დონ კიხოტი — მიგელ დე სერვანტესი
მიგელ დე სერვანტესი
ფოტო: Hulton Archive /Getty Images
ფიზიკოსი ლეოპოლდ ინფელდი, რომელიც აინშტაინთან ერთად მუშაობდა, თავის ავტობიოგრაფიაში, ძიება, წერდა, თუ როგორ უყვარდა მეცნიერს სერვანტესის კლასიკური ამბავი რაინდ დონ კიხოტზე: "აინშტაინი იწვა საწოლზე მაისურის ან პიჟამას გარეშე, დონ კიხოტი კი თავთან, მაგიდაზე ედო. ესაა წიგნი, რომლის კითხვაც მას ყველაზე მეტად სიამოვნებს და განტვირთვის საშუალებას აძლევს…".
3. ეთიკა — ბარუხ სპინოზა
ბარუხ სპინოზა მე-17 საუკუნეში მოღვაწე, ებრაული წარმოშობის ნიდერლანდელი ფილოსოფოსია, რომლის ნაწერებმა განმანათლებლობასა და ბიბლიის კრიტიციზმს ჩაუყარა საფუძველი. სპინოზას ეთიკა დასავლური აზროვნების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია, რომელიც აღწერს სრულ კოსმოლოგიასა და რეალობას და, ამასთან, ცხოვრების ეთიკურად წარამართვისთვის მითითებებს იძლევა. წიგნში ღმერთი აღწერილია როგორც ბუნებრივი წესრიგი, ადამიანები კი მისი "სახესხვაობები" არიან. სპინოზას აზრით, ყველაფერი, რაც ხდება, ღვთის ბუნებიდან მომდინარეობს.
სპინოზასეული "პანთეიზმი" აინშტაინისთვის სამყაროს სულიერი ხედვის ნაწილი იყო. ამის შესახებ მან რაბინ ჰერბერტ გოლდსტეინს უთხრა: "მე მწამს სპინოზას ღმერთის, რომელიც თავის ყოფიერებას ყოველივე არსებულთან ჰარმონიაში ყოფნით გამოხატავს და არა იმ ღმერთისა, რომელიც კაცობრიობის ბედსა და ადამიანთა საქმეებში ერევა".
4. ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ — დევიდ ჰიუმი
აინშტაინისვე აღიარებით, მე-18 საუკუნის შოტლანდიელი ფილოსოფოსის წიგნმა, რომელიც მეცნიერებასა და ადამიანის ბუნებას შორის კავშირის გაგების მცდელობაა, დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ჰიუმის მიერ მეცნიერულად ჩამოყალიბებული მორალის ფილოსოფია მეტაფიზიკური სპეკულაციებიდან დაკვირვებადი ფაქტების ანალიზზე გადასვლას მოიაზრებდა. თუმცა, ამასთან, მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ბუნების კანონებს მხოლოდ დაკვირვებით ვერ ჩავწვდებით. ამ დასკვნამ დიდი გავლენა მოახდინა აინშტაინის კონტრინტუიციურ მოსაზრებებზე.
5. იოჰან ვოლფგანგ გოეთეს შემოქმედება
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
ფოტო: Hulton Archive / Getty Images
ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ აინშტაინის წიგნების მოცულობით კოლექციაში ყველაზე დიდი რაოდენობით გერმანელი ავტორის, იოჰან ფონ გოეთეს შემოქმედება იყო წარმოდგენილი. ფიზიკოსი მწერლის 36-ტომიან გამოცემას, დამატებით 12 ტომს, ოპტიკის ორტომეულს (გოეთესა და შილერის მიმოწერის ჩათვლით) და ფაუსტის კიდევ ერთ, ტომეულისგან განცალკევებულ გამოცემასაც ფლობდა.
აინშტაინს ჰქონდა გოეთეს ბიუსტი და, როგორც ცნობილია, ავტორს თავის გერმანელ კოლეგებთან ციტირებდა კიდეც. ფიზიოლოგ ლეოპოლდ კასპერისადმი 1932 წელს მიწერილ წერილში აინშტაინმა შემდეგნაირად გამოხატა გოეთეთი აღფრთოვანება: "პოეტს თანასწორი არ ჰყავს და ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ბრძენი ადამიანია". აინშტაინი ასევე დასძენდა: "მისი სამეცნიერო იდეებიც კი იმსახურებს დიდ პატივისცემას და მის შეცდომებს ნებისმიერი დიდი ადამიანი დაუშვებდა".
ამ ხუთეულის გარდა აინშტაინს ასევე უყვარდა დოსტოევსკის ძმები კარამაზოვები და თეოსოფოს ჰელენა პეტროვნა ბლავატსკის ვუალჩამოხსნილი ისიდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები