ეს შენ გეხება: კანონპროექტი ვერ გადაჭრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს
ფოტო: On.ge
კამპანია ეს შენ გეხება მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ცვლილებების ვერსია, ფარული მიყურადების შესახებ, ობიექტურია, თუმცა სინამდვილეში, იგი უფრო ძლიერ სისტემას შექმნის და არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ისინი პროექტის არსებული რედაქციის განხილვის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
"ეს იქნება საბჭოთა ექსპერტიმენტის გაგრძელება, ვერ გადაჭრის ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს".
ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, დღეს, 31 იანვარს, კამპანია ეს შენ გეხებას წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ეს იქნება საბჭოთა ექსპერტიმენტის გაგრძელება, ვერ გადაჭრის ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს
მმართველი გუნდის კანონპროექტი
სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე ფარულ მიყურადებას, ასევე ფარულ ვიდეო და აუდიო გადაღებას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შემადგენლობაში არსებული უწყება - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სააგენტო). იგი გუშინ, 30 იანვარს, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ წარადგინა, რასაც ეს შენ გეხებას წარმომადგენლებიც ეწრებოდნენ.
კამპანია ეს შენ გეხებას პოზიცია
კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ცალსახად შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და "ქმნის რისკებს ადამიანის უფლებებში უსაფუძვლო ჩარევისთვის":
"ეს იქნება საბჭოთა ექსპერტიმენტის გაგრძელება, ვერ გადაჭრის ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს".
კამპანია რამდენიმე პრობლემას გამოყოფს:
"სააგენტოს დამოუკიდებლობა - როგორც აღინიშნა, სააგენტო უნდა შეიქმნას უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა/თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს უშუალოდ წარმართავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ეს უკანასკნელი ამტკიცებს სამსახურის შიდა მარებულირებელ აქტებსაც და ახორციელებს სამსახურზე უშუალო სამსახურებრივ კონტროლს.
სააგენტოს კომპეტენცია - კანონპროექტის თანახმად, სააგენტო დაუბალანსებლად დიდი კომპეტენციით სარგებლობს. ის თავად ქმნის, იყენებს და აკონტროლებს საკუთარი მოვალეობებისთვის აუცილებელ პროგრამულ და ტექნიკურ საშუალებებს, კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს კერძო პროვაიდერებს, შეუძლია აუდიტის დანიშვნა კერძო კომპანიებში და შესაბამისი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი დაჯარიმება. ამავდროულად, სააგენტო არამარტო სერვისის სახით, ტექნიკურად ახორციელებს ფარულ მოსმენებს თუ ელექტრონული კომუნიკაციების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დამუშავებას, არამედ ის უშუალოდ ახორციელებს ისეთ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიცაა ფარული აუციო-ვიდეო ჩაწერა და სხვა. შესაბამისად, სააგენტოს სახით იქმნება არა სერვისის მიმწოდებელი ორგანო, არამედ დიდი ძალაუფლებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახური, რომელიც ამავდროულად ექსკლუზიურად სარგებლობს რიგი უფლებამოსილებებით და მას კვლავაც დარჩება პირდაპირი წვდომამოქალაქეთა პირად ინფორმაციაზე, რაც ცალსახაც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოსგადაწყვეტილებასთან.
სამსახურის კონტროლის მექანიზმი - წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე სუბიექტს აკისრებს სააგენტოზე სხვადასხვა მოცულობის კონტროლის უფლება-მოვალეობას, თუმცა არც ერთი მათგანი არაა საკმარისი ასეთი დიდი ძალაუფლების მქონე სამსახურის ეფექტური ზედამხედველობისთვის. როგორც აღინიშნა, სააგენტო ერთი მხრივ ახორციელებს ოპერატიულ საქმიანობას, მეორე მხრივ კი თავადვე ქმნის, შეიძენს და იცავს საჭირო პროგრამულ თუ ტექნიკურ აღჭურვილობას. ამავდროულად, ის თავად არის კერძო სუბიექტების მაკონტროლებელი და შეუძლია მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება. ამგვარი დიდი ძალაუფლება კი ვერ ბალანსდება კანონპროექტით წარმოდგენილი მაკონტროლებელი მექანიზმებით, მათ შორის ნდობის ჯგუფის სახეცვლილი მანდატით".
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას არეგულირებს. სასამართლომ საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები