ევროპული საქართველო ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას ითხოვს
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.
"ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ გავლენიანი სასულიერო პირისგან სამარცხვინო, ანტისემიტური განცხადება. ამას მერე მოჰყვა უფრო დაბალი რანგის სასულიერო პირისგან კიდევ უფრო უტიფარი განცხადება ანტისემიტური და სიძულვილის მქადაგებელი, იმდენად უტიფარი, რომ პირველ სასულიერო პირს მისი დაგმობა მოუწია. ნებისმიერი რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის ქადაგება არის უზნეობა და სამარცხვინო საქციელი", — განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ამ განცხადებებს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია მმართველი გუნდისგან, გარდა საგარე საქმეთა მინისტრის განცხადებისა, რომელსაც მან "სადღეგრძელო" უწოდა.
"ამ ვითარებაში კიდევ უფრო საგანგაშო იყო ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას საგანგაშო განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად გაამართლა ეს სასულიერო პირი და კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ სამარცხვინო განცხადებას არ მოჰყოლია არანაირი რეაქცია ივანიშვილის გუნდის სხვა წარმომადგენლებისგან. ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება კი არა, სადღეგრძელო, სადაც მან ორი ერის მეგობრობაზე ისაუბრა და კონკრეტულად არ დაუგმია არც საწყისი ანტისემიტური განცხადებები და განწყობილებები და არც რეაქცია მიუცია მისი უწყების მიერ დანიშნული ელჩის სამარცხვინო საქციელზე", — ამბობს ბოკერია.
მისი განცხადებით, ჟვანია "არ შეიძლება საერთოდ რამე თანამდებობაზე იყოს ამ სამარცხვინო საქციელის" შემდეგ.
"ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ეს განცხადებები არის სამარცხვინო, უზნეო და მიმართულია ადამიანის ღირსების და თავისუფლების წინააღმდეგ. ამაზე ხელისუფლების რეაქცია უნდა იყოს მკაფიო და ელჩი ჟვანია არ შეიძლება საერთოდ რამე თანამდებობაზე იყოს ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგ და ჩვენ მოვითხოვთ, ამ განცხდებების დაგმობის მკაფიო პოზიციას და რეაქციას ჟვანიას გამოწვევის სახით", — განაცხადა ბოკერიამ.
ისრაელის ელჩმა რან გიდორმა გუშინ განაცხადა, რომ 4 იანვარს ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ "გადმოანთხია" ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში 1930 წლებში "გავრცელებულ ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს".
ქუთაისი-გაენათის მიტროპოლიტი იოანეს 20 დეკემბრის ქადაგებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ანტისემიტურად შეაფასეს. თვითონ მიტროპოლიტის განმარტებით, "ურწმუნო მოდგმაში" მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უფლებადამცველები იგულისხმებიან, ხოლო მის მიერ ქადაგებაში მოყვანილი რელიგიური ანტისემიტიზმის მაგალითები მხოლოდ "ისტორიული ფაქტებია".
4 იანვარს ისრაელის ელჩმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მიტროპოლიტის ეპისკოპოსის ქადაგება "სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია".
მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის დასაცავად მის განცხადებაზე 4 იანვარს ქადაგებისას ისაუბრა ეპარქიის სხვა სასულიერო პირმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ. როგორც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადებაც ანტისემიტურ განცხადებებს შეიცავდა.
აღნიშნულ განცხადების ანტისემიტურ პათოსზე ამჯერად ყურადღება გაამახვილა მიტროპოლიტმა იოანემ, რომლის განცხადებას საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა. მაღალიერარქის თქმით, ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით:
"ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული".
მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზმა შენიშვნა მიიღო, ხოლო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მან "ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია" უწოდა.
გუშინ აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. მისი განცხადებით, ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ქართველის გონებაში ადგილს ვერ იპოვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები