რატომ შეიკრიბა ათასობით გერმანელი 1951 წელს ნაცისტებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად
70 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ლანდსბერგში სიკვდილისმისჯილი ნაცისტების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ეს მოვლენა მოწმობს, რამდენად ვერ იაზრებდა დანაშაულის სიმძიმეს გერმანიაში მცხოვრები ხალხის ნაწილი.
ფოტო: Picture Alliance
მიუნხენის დასავლეთით, ქალაქიდან 60 კილომეტრის მოშორებით, მდებარეობს ქალაქი ლანდსბერგი ლეხზე. 1951 წლის 7 იანვარს, კვირა დღეს, საგანგებოდ გამოწყობილი 4 000-მდე ადამიანი, ანუ ქალაქის მაშინდელი მოსახლეობის თითქმის მესამედი, ბაზრის მოედანზე გავიდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ექვსი წლის შემდეგ, გერმანია ძალების აღდგენას ცდილობდა, ქვეყანაში კი ეგრეთ წოდებული ეკონომიკური სასწაული ხდებოდა.
დემონსტრანტები ირწმუნებოდნენ, რომ ქრისტიანული მიზანი ამოძრავებდათ — ისინი ითხოვდნენ, ლანდსბერგში დაპატიმრებული 28 სიკვდილისმისჯილი შეეწყალებინათ. სასიკვდილო განაჩენი ბრალდებულებს აშშ-ის სამხედრო სამართლის უწყებამ გამოუტანა, ლანდსბერგში კი მალევე გავრცელდა ხმა, რომ მისი აღსრულება ძალიან მალე იყო დაგეგმილი.
"ქალაქის მოსახლეობის ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა იყო შეკრებილი იმ დღეს", — იხსენებს ლანდსბერგში მდებარე ჰოლოკოსტის ევროპული მემორიალის დირექტორი, მანფრედ დაილერი, — "იქ იყო ქალაქის მერი, საბჭოს თანამშრომლები და სახელმწიფო პარლამენტის წევრებიც კი".
თუმცა, გამოცხადებული სოლიდარობა ჩვეულებრივ პატიმრებს როდი მიემართებოდათ. სიკვდილისმისჯილები იყვნენ ის ადამიანები, ვინც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ცნეს ბრალდებულებად. მაგალითად, მათ შორის იყო ოსვალდ პოლი, რომელიც შუცშტაფელის სამხედრო ერთეულის მთავარ ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, შესაბამისად, ჰოლოკოსტის მოწყობაში დიდი წვლილი მიუძღოდა.
სიკვდილიმისჯილებს შორის იყო ოტო ოლენდორფიც. იგი შუცშტაფელის შესრულებულ იმ დავალებას მეთაურობდა, რომელმაც 90 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 1941 წლის სექტემბერში მისმა ნაწილმა შუცშტაფელის ლიდერს, ჰაინრიხ ჰიმლერსა და რაიხის უშიშროების საბჭოს შეატყობინა, რომ მათზე მინდობილი ადგილები "ებრაელებისგან იყო გაწმენდილი". 19 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე 8 890 ებრაელი და კომუნისტი მოკლეს, მთლიანობაში კი დაღუპულების რაოდენობამ 17 315 შეადგინა.
პოლი და ოლენდორფი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე დააკავეს და ასობით სხვა პატიმრის მსგავსად, ლანდსბერგში გაგზავნეს განაჩენის მოლოდინში.
ლანდსბერგი — პატარა ქალაქის მტკივნეული ისტორია
ქალაქი ლანდსბერგი ლეხზე დღეს.
ფოტო: M. Feustel / Picture Alliance
ლანდსბერგის ისტორიის გამორჩეული ნაწილი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში იწყება. 1924 წელს აქ ადოლფ ჰიტლერი იყო დაპატიმრებული. სწორედ ტყვეობისას დაწერა მისი ცნობილი ანტისემიტური წიგნი, ჩემი ბრძოლა. ნაცისტური რეჟიმის დამყარებისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ აქ საკონცენტრაციო ბანაკი შეიქმნა, სადაც 23 ათას ადამიანს გერმანული იარაღის საწარმოებლად ამუშავებდნენ. ბანაკში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობა აღმოსავლეთ ევროპიდან შემოყვანილი ებრაელი იყო; მუშაობის პრინციპი კი ნაცისტური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი იყო — "განადგურება შრომით".
ომის დასრულების შემდეგ ათასობით ებრაელმა გაჭირვებით განაგრძო ქალაქში, ყოფილი ბარაკების ნაწილში, ცხოვრება. მათი უმეტესობა აშშ-ში ან 1948 წელს შექმნილ ისრაელის სახელმწიფოში წასვლას ელოდებოდა.
ჰოლოკოსტს გადარჩენილების საპასუხო პროტესტი
ოტო ოლენდორფი, რომელიც 90 ათასამდე ადამიანის მკვლელობაში იყო დამნაშავე.
ფოტო: Manfred Deiler / Europäische Holocaustgedenkstätte Stiftung
1951 წლის 7 იანვარს, როცა ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა ლანდსბერგის ბაზრის მოედანზე შეკრებილი ხალხის შესახებ შეიტყვეს, თავადაც გავიდნენ დემონსტრაციაზე და ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლებისადმი გამოხატეს სოლიდარობა.
თუმცა, მოედანზე მისვლისას მათ წამყვანი პოლიტიკური ფიგურებისგანაც მოისმინეს სოლიდარული განცხადებები დამნაშავეებისადმი. დაილერის თქმით, "გებარდ სილოსმა, ბუნდესტაგის წევრმა, სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა ნიურნბერგის პროცესი და განაცხადა, რომ ამერიკელების გადაწყვეტილება კანონთან შეუსაბამობაში იყო".
ლიდერების სიტყვით გამოსვლებს მოსდევდა შეძახილები შეკრებილ ხალხში: "განდევნეთ ებრაელები!" და "წადით პალესტინაში!".
ეპოქის იდეა, რომელიც 70 წლის შემდეგაც ცოცხლობს
რიხარდ იეგერი ლანდსბერგის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ფოტო: Manfred Deiler / Europäische Holocaustgedenkstätte Stiftung
და მაინც, რამ აიძულა ათასობით მოქალაქე — გარდა გერმანელებს შორის ისევ ფართოდ გავრცელებული ანტისემიტიზმისა — სოლიდარობა გამოეხატათ დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებისადმი? მანფრედ დაილერი აღნიშნავს, რომ ეს დანაშაულის ცნების უარყოფა იყო, რომელიც ომისშემდგომ გერმანიაში გამეფებულიყო.
"იმ დროისათვის ბევრი ადამიანი ამერიკელებს ოკუპანტებად ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციული რესპუბლიკა უკვე შექმნილიყო. ხალხს კი მიაჩნდა, რომ გერმანიის ომის დანაშაულებები ამერიკულ ოკუპაციას ჯობდა", — ამბობს დაილერი.
დემონსტრაციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა რიხარდ იეგერმა, რომელმაც 28 სიკვდილისმისჯილის განაჩენს არაქრისტიანული ქმედება უწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, როცა იგი იუსტიციის მინისტრი გახდა, თავად უჭერდა მხარს კანონმდელობაში სიკვდილით დასჯის შემოღებას. ამისთვის მან მეტსახელიც კი მიიღო — Kopf ab Jaeger — რაც სიტყვასიტყვით "თავი მოკვეთეთ იეგერს" ნიშნავს.
ლანდსბერგერების ნაწილისათვის, როგორც, მაგალითად, მანფრედ დაილერისთვის, იმ ეპოქის იდეა 70 წლის შემდეგაც ცოცხლობს.
"როცა გამოკითხვებს ვუყურებ, როგორი გამოხმაურება აქვს AfD-ის (ულტრამემარჯვენე პარტია გერმანიაში) ქმედებებს და როცა ვუსმენ მათ სლოგანებს, ნაცისტური პერიოდი მახსენდება. ვიტყოდი, რომ მოსახლეობის 20 პროცენტი დღესაც იზიარებს იმ ეპოქის იდეას".
ამ აზრს ეთანხმება ანგელა მერკელიც, რომელმაც გასულ წელს განაცხადა, რომ გერმანიაში "ანტისემიტიზმი და რასიზმი არასდროს გამქრალა" და მეტიც, ეს იდეა უფრო "ხილვადი გახდა და შეზღუდვის გარეშე ვრცელდება".
მიუხედავად საპასუხო პროტესტისა, ნაცისტების მხარდამჭერი დემონსტრანტების მოთხოვნა მაინც გაიზიარეს. 28 სიკვდილმისჯილიდან მხოლოდ 7 მათგანის შემთხვევაში აღსრულდა განაჩენი — მათ შორის იყვნენ პოლი და ოლენდორფი. ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში ისინი ბოლო პატიმრები იყვნენ, ვინც სიკვდილით დასაჯეს.
ცივი ომის პერიოდში ქვეყნისათვის ახალი ეპოქა დაიწყო. აშშ-სთვის მთავარ მტრად საბჭოთა კავშირი იქცა, გერმანია კი მოკავშირე გახდა. ამ პროცესმა ბევრ ყოფილ ნაცისტს შესაძლებლობა მისცა, ომისშემდგომი ქვეყნის პოლიტიკასა და ბიზნესსექტორში მნიშვნელოვანი პოზიციები დაეკავებინათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები