"ლანძღვის კონტექსტში დიალოგი არ შედგება" — მეუფე იოანე თეოლოგებთან დებატებზე უარს ამბობს
ფოტო: ქუთაის-გაენათის ეპარქიის ფეისბუქ გვერდი
ქუთაის-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, თეოლოგების შეთავაზებას, მათ მიერ გამოქვეყნებული "საშობაო ეპისტოლეს" შესახებ დებატებზე, უარით პასუხობს. მისი თქმით, თეოლოგებს არც არგუმენტები აქვთ და ვერც მის მიერ შეთავაზებული გამოცდა ჩააბარეს.
"თეოლოგებისგან" ერთ არგუმენტს მაინც ველოდი, ლანძღვის ოსტატები აღმოჩნდნენ. ლანძღვის კონტექსტში დიალოგი არ შედგება. ჰქონდათ შანსი, საკუთარი თეოლოგიური ღირსება გამოეჩინათ. ჩემ მიერ შეთავაზებული გამოცდის ერთ ბილეთზეც ვერ გასცეს პასუხი. მათ ფრაზეოლოგიას თეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს", — წერს მიტროპოლიტი ფეისბუქზე.
მიტროპოლიტი თეოლოგებს, რომლებმაც საჯარო დებატებში გაიწვიეს "ნიღაბახდილ თეოლოგებს" უწოდებს და ამბობს, რომ მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი სულიერი დაცემა.
"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების", შოთა რუსთაველი", — წერს მიტროპოლიტი.
თეოლოგთა ნაწილმა მათ მიერ გამოქვეყნებულ "საშობაო ეპისტოლეში" წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით ქუთასი-გაენათის მიტროპოლიტი იოანე საჯარო დებატებში გამოიწვია. იქამდე მიტროპოლიტმა მათ განათლებაში ეჭვი შეიტანა და განაცხადა, რომ თეოლოგის წოდება გაუფასურებული და შეურაცხყოფილია. მან "საშობაო ეპისტოლეს" ავტორი თეოლოგების გამოცდა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მათთან საუბარს იმ შემთხვევაში გააგრძელებდა, თუ ისინი მის მიერ დასმული ორი კითხვიდან, ერთ-ერთს მაინც უპასუხებდნენ.
პოლემიკა სასულიერო პირსა და თეოლოგებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელებმა კრიტიკული "საშობაო ეპისტოლე" გამოაქვეყნეს. აღნიშნულ ეპისტოლეში მათ საპატრიარქოსა და პატრიარქის ქმედებები გააკრიტიკეს. ეპისტოლეს შეფასებისას მიტროპოლიტმა იოანემ მათ წარმართები უწოდა და განაცხადა, რომ სასულიერო განათლებას, რომლის მიღების უფლება პატრიარქისგან მიეცათ, საპატრიარქოსთვის ქვებისა და ტალახის სასროლად იყენებენ.
მიტროპოლიტის მიერ მათი "საშობაო ეპისტოლეს" შეფასებისას გაკეთებული ბრალდებების საპასუხოდ, თეოლოგებმა მისთვის საეკლესიო სასამართლოს დანიშვნა მოითხოვეს. თეოლოგების პასუხის პასუხს ფეისბუქ პოსტით უპასუხა ქუთაის-გაენათელმა მიტოროპიტმა და დაწერა რომ "ვიღაც თეოლოგების" მოთხოვნამ ბოლშევიკური რეჟიმი გაახსენა.
გაიგეთ მეტი:
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები