საფეხბურთო ტრანსფერების მთავარი ამბები
ფოტო: Sky Sports
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დახურვის პირასაა, საფეხბურთო კლუბები კი ამ დრომდე ცდილობენ სასურველი ფეხბურთელების გადაბირებას. სატრანსფერო პერიოდის დასრულების შემდეგ გუნდები ზაფხულამდე ვეღარ შეძლებენ ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვას. სტატიაში გთავაზობთ უკვე დასრულებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებს
1. პატო ჩინეთში გადაბარგდა და კანავაროს გუნდს შეუერთდა
27 წლის ბრაზილიელი ფორვარდი, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელიწადში რამდენჯერმე შეიცვალა გუნდი, ახლა ჩინეთის Tianjin Quanjian-ში ითამაშებს. ამის შესახებ პატომ საზოგადოებას თავისი ტვიტერის საშუალებით ამცნო.
შეგახსენებთ, რომ პატოს ახალ გუნდში უკვე ირიცხებიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: კარლოს ტევეზი, ოსკარი და ჯონ ობი მიკელი. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ფაბიო კანავაროა.
2. ხესე როდრიგესი წლის ბოლომდე ლას პალმასში ითამაშებს
ფოტო: Getty Images
PSG-ის ფორვარდის, ხესე როდრიგესის შეძენით ინგლისური კლუბი მიდლსბრო იყო დაინტერესებული, თუმცა როგორც გაირკვა, ორმა სუბიექტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, PSG სხვა შემოთავაზებას დათანხმდა და ხესე როდრიგესი თავის მშობლიურ კლუბს, ლას პალმასს უბრუნდება.
3. ტიმ კრული შესაძლოა პრემიერლიგაში დროზე ადრე დაბრუნდეს
ფოტო: Ian MacNicol/Getty Images
ტიმ კრული, რომელიც ნიუკასლ იუნიატედის საკუთრებაა, ამჟამად ამსტერდამის აიაქსში არის განათხოვრებული, თუმცა ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერაფრით მოახერხა. სამაგიეროდ, ჰოლანდიელი მეკარისთვის მომხიბვლელი შემოთავაზება აქვს უოტფორდს, რომელსაც ტიმ კრულის სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აყვანა სურს, ხოლო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაფორმებასაც ეცდება.
4. დიმიტრი პაიე მარსელში ითამაშებს
ფრანგი ფეხბურთელი დიმიტრი პაიე თავის ფესვებს დაუბრუნდა და მშობლიურ კლუბში, მარსელში განაგრძობს კარიერას. მარსელს მისი შეძენა 25 მლნ. ფუნტ-სტერლინგი დაუჯდა. როგორც აღმოჩნდა, ეს გადაწყვეტილება თავად პაიემ მიიღო, რითაც უესტჰემის ხელმძღვანელობა დიდად გააწბილა და გააბრაზა. უკმაყოფილონი არიან ლონდონური კლუბის გულშემატკივრებიც. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი უკვე მარსელის ღირსებას დაიცავს.
5. ბრანისლავ ივანოვიჩი შესაძლოა ზენიტში გადავიდეს
როგორც Sky Sports წერს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შესაძლოა ლონდონის ჩელსი 32 წლის ბრანისლავ ივანოვიჩმა დატოვოს და სანაცვლოდ რუსეთის პრემიერლიგაში, კერძოდ ზენიტში გადავიდეს.
სერბ ფეხბურთელს ჩელსის შემადგენლობაში 376 მატჩი აქვს ჩატარებული.
6. ლეონარდო ულოას ლესტერიდან წასვლა სურს
ლესტერის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, ლეონარდო ულოას გუნდიდან წასვლა სურს. 2015-2016 წლის სეზონში მან ნამდვილი სასწაული მოახდინა: რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონობაში დაეხმარა. როგორც ჩანს, ულოას შეძენით პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება, თუმცა ყველაზე მეტად ასტონ ვილა აქტიურობს.
7. კრისტალ პალასს სახოს გაფორმება სურს
ფოტო: Sky Sports
კრისტალ პალასი ლივერპულის მცველის, მამადუ სახოს გაფორმებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
8. ლესტერი სვიატჩენკოს ყიდვისთვის იბრძვის
ფოტო: SKy Sports
ინგლისის ჩემპიონები სელტიკის მცველის, ერიკ სვიატჩენკოს გაფორმებას აპირებენ. ლესტერის აგენტი უკვე გაემგზავრა გლაზგოში ტრანსფერის დეტალების შესათანხმებლად. როგორც Scottish Sun წერს, შესაძლოა ხვალ დილით ერიკ სვიატჩენკომ ლესტერის ფეხბურთელის სტატუსით გაიღვიძოს.
9. ჩელსიმ ფაბრეგასის ტრანსფერი დაბლოკა
ფოტო: PA
ლონდონის ჩელსიმ ესპანელი სესკ ფაბრეგასის გაშვებაზე უარი განაცხადა. მიუხეადავად იმისა, რომ ესპანელს იშვიათად ვხედავთ ძირითად შემადგენლობაში, როგორც ჩანს, ხელმძღვანელებს გასაშვებად მაინც არ ემეტებათ.
არადა, სესკის ტრანსფერით მილანი, იუვენტუსი, ინტერი და უესტჰემი ინტერესდებოდნენ.
10. ჩელსი ტორინოს ფეხბურთელის, ანდრეა ბელოტის გაფორმებას ეცდება. მისი სატრანსფერო ფასი 100 მილიონია.
ფოტო: Unknow
ლონდონის ჩელსი თავისი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და ტორინოს იტალიელი შემტევით ინტერესდება. კლუბი ანდრეა ბელოტის 100 მილიონ ფუნტ-სტერლინგად აფასებს. 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 161 თამაშში 57 გოლია.
SKy Italia-ს მტკიცებით, ჩელსის აგენტი უკვე გაფრინდა ტორინოში მოლაპარაკებების საწარმოებლად და ეცდება ბელოტი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადმოიბიროს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები