ტრამპმა უზეანესი მოსამართლის ვაკანტურ პოსტზე კონსერვატორი ნილ გორსაჩი წარადგინა
ფოტო: Getty
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე ფედერალური სააპელაციო სასამართლოს კონსერვატორი მოსამართლე, ნილ გორსაჩი წარადგინა. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ როგორც რესპუბლიკელები, ისე, ამერიკული კონსერვატორული ჯგუფები.
FOX news-ის ცნობით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პრესსპიკერმა, პოლ რაიანმა თქვა, რომ "ტრამპმა აასრულა თავისი საარჩევნო დაპირება და მოსამართლის ვაკანტურ პოსტზე წარადგინა კანდიდატი, რომელიც არის კონსტიტუციის ერთგული და რომელსაც აქვს მყარი ერთგულება სიცოცხლის მიმართ (ე.წ. pro-life)".
რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ არსებობს კითხვები, რამდენად ესმის ნილ გორსაჩს კონსტიტუციის იდეის, რომლის მიხედვითაც, ის თანაბრად იცავს ყველას და არა მხოლოდ მდიდრებს.
დემოკრატიული პარტიის მიერ გორსაჩთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ის სტუდენტობიდან ულტა-მემარჯვენე იდეოლოგიის იყოს და მისი სტატიები კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდნენ ლიბერალური მოძრაობები. გარდა ამისა, გორსაჩი, კერძო იურიდიული პრაქტიკისას, მუდმივად იცავდა კორპორაციების ინტერესებს დასაქმებულთა წინააღმდეგ და მოსამართლის პოზიციიდანაც მუდმივად კორპორაციების სასარგებლო პოზიციას იკავებდა.
უზენაესი სასამართლო აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომლის გადაწყვეტილებებსაც აქვს ისტორიული მნიშვნელობა. ის 9 მოსამართლისგან შედგება, რომლებიც თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, კონსერვატორი ანტონ სკალია, რომელიც 1986 წელს რონალდ რეიგანის წარდგენით დაინიშნა, 2016 წლის თებერვალში, ძილში გარდაიცვალა. შედეგად, უზენაეს სასამართლოში დარჩა ოთხი ლიბერალური და ოთხიც კონსერვატიული შეხედულებების მოსამართლე. სწორედ ამიტომ, ამერიკისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ შეიცვლებოდა ძალთა ბალანსი უზენაეს სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამამ ვაკანტურ პოსტზე წარადგინა მოსამართლე მერიკ გარლანდი, მისი კანდიდატურა სენატმა განუხილველად დატოვა. აშშ-ს პოლიტიკური წრეები მიიჩნევდნენ, რომ რადგან ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ვადა 2016 წელს სრულდებოდა, მის მიერ დასახელებულ პირს არ უნდა დაეკავებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიცია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები