13 მიზეზი, თუ რატომ არის Soul ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაცია
ფოტო: Pixar
სტატია შეიცავს სპოილერებს ანიმაციიდან სული
ბევრისთვის საყვარელმა ანიმაციურმა კინოსტუდია პიქსარმა გასულ წელს მაყურებლები ნამდვილად გაგვანებივრა: ჯერ იყო და წლის დასაწყისში ჯადოსნური Onward (წინსვლა) გამოვიდა და პანდემიის პირვანდელი შფოთვის ცოტა ხნით დავიწყებაში დაგვეხმარა, წლის მიწურულს კი უკვე ფანტასტიკური Soul (სული) ვიხილეთ, რომელიც შეშლილი 2020-ით დაღლილ ყველა ჩვენგანს გულზე მალამოდ მოეცხო (თუ თქვენ გარშემო ვინმე იტყვის, რომ ასე სულაც არ იყო, უფრთხილდით მას!).
როცა ამ ანიმაციის პირველი ტრეილერი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გამოქვეყნდა, მაშინ ეს სიახლე შემდეგი სათაურით გავავრცელეთ: Pixar-ის ახალი ანიმაცია იმაზე სევდიანია, ვიდრე წარმოიდგენდით და ახლა, როცა მისი ხილვისა და შეფასების საშუალება გვაქვს, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად ასეა!
უკვე მრავალმა მაყურებელმა თუ კინოკრიტიკოსმა აღიარა ეს მულტფილმი ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად და გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში სწორედ იმ გამორჩეულად დასამახსოვრებელ, საოცარად სახალისო და უზომოდ გულისამაჩუყებელ დეტალებს მოვუყაროთ თავი, რომლებმაც, ალბათ, ყველას აფიქრებინა, რომ ეს ისტორია არასდროს დაავიწყდება და კიდევ ბევრჯერ მოუნდება მისი ნახვა.
1. საიქიოსკენ მიმავალ გზაზე აღმოჩენილი ჯოს ბრძოლა დედამიწაზე დასაბრუნებლად
ფოტო: Pixar
ის-ის იყო, ამ ისტორიის მთავარ გმირს ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება უნდა ახდენოდა, რომ მოულოდნელად დედამიწაზე ცხოვრებასთან გამომშვიდობება მოუწია. როგორც ამ სცენაში ვხედავთ, სხვა სულები უშფოთველად ეგუებიან თავიანთ ბედს, თუმცა არა ჯო — ის უკან დაბრუნებას ცდილობს და ამ მომენტიდან მთელი არსებით იბრძვის მიზნის მისაღწევად, მაყურებელი კი ისტორიის დასრულებამდე მისი გულმხურვალე გულშემატკივარი ხდება.
2. პატარა სულების სამყარო
ფოტო: Pixar
ბევრი რამ გვსმენია იმაზე, თუ როგორია სიკვდილის შემდეგ ცხოვრება, თუმცა თითქმის არაფერი ვიცით იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს დედამიწაზე მოხვედრამდე ჩვენი არსებობა. ეს ანიმაცია ამ კითხვაზე ყველაზე სახალისო და თან ემოციურ პასუხებს გვთავაზობს: თითოეული ჩვენგანის სული წინასწარ ერთგვარ მომზადებას გადის, რათა აირჩიოს უნიკალური მიზნები, ინტერესები და მხოლოდ ამის შემდეგ მოევლინება ამქვეყნად.
3. სული ნომრით 22
ფოტო: Pixar
მან მთელ ისტორიას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა: მარტო ის რად ღირს, როცა იხსენებს, თუ როგორ ცდილობდნენ დედა ტერეზა ან მუჰამედ ალი მის დახმარებას ამაოდ.
4. როცა ჯო საიქიოში აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება "უაზრო" ყოფილა
ფოტო: Pixar
როცა მას შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავის განვლილ ცხოვრებას გადაავლოს თვალი, ვერ იჯერებს, რომ ყველაფერმა მართლა ასე ჩაიარა: მას სულ სხვანაირი ახსოვდა განვლილი წლები და მხოლოდ გვიანღა აცნობიერებს, რომ ცხოვრების გახალისების მრავალი შანსი ხელიდან გაუშვა.
5. მცირე დეტალები იმის დასანახად, თუ როგორი სასიამოვნოა ცხოვრება
ფოტო: Pixar
როცა ჯო 22-ს დედამიწაზე ცხოვრების უპირატესობებზე უყვება, ამ დროს მაყურებელიც აცნობიერებს, რომ ჩვენი ცხოვრება, მართალია, ხშირად პატარ-პატარა და შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც ძალან ძვირფასი მომენტებისგან შედგება, რომლითაც მაქსიმალურად ხშირად უნდა დავტკბეთ. თუნდაც საყვარელი კერძის არომატის შეგრძნება რად ღირს?!
6. იმის გააზრება, თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა
ფოტო: Pixar
ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ გარშემო საინტერესო ადამიანები ტრიალებენ: იმდენად დაღლილები ვართ საკუთარი პრობლემებით, რომ სხვების შემჩნევა, მათი ამბების მოსმენა აზრადაც არ მოგვდის. არადა თუ ერთმანეთს ხშირად დავუგდებთ ყურს, ერთმანეთის საოცარ და უნიკალურ გამოცდილებებს გავიზიარებთ. ამას კატის სხეულში აღმოჩენილი ჯო მაშინ ხვდება, როცა მის სხეულში ჩასახლებული 22 პარიკმახერს სტუმრობს.
7. დედისთვის საბოლოოდ გამხელილი გულწრფელი გრძნობები
ფოტო: Pixar
მეგობრები, პარტნიორები, ოჯახის წევრები თუ სხვა ახლობელი ადამიანები თითოეულ ჩვენგანზე გარკვეულ მოლოდინებს ამყარებენ, რაც თავისთავად ჩვენს გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს: საკუთარ თავს ხშირად სხვების თვალებით აღვიქვამთ. განსაკუთრებით, როცა საქმე მშობლებს ეხება: ისინი მაქსიმალურ შედეგებს ელიან ხოლმე შვილებისგან, რითიც პიროვნულ თავისუფლებას უფრო ბოჭავენ, ვიდრე პირიქით, რადგან ამის გამო შესაძლებლობა არ გეძლევა, ბევრი რამ გამოსცადო და საუკეთესო გზა თავად აირჩიო. მოკლედ რომ ვთქვათ, საყვარელმა ადამიანებმა ხანდახან თუნდაც შეცდომების დაშვების უფლება უნდა მოგვცენ.
8. დოროთეას მოყოლილი თევზის იგავი
ფოტო: Pixar
ეს ერთდროულად ძალიან მარტივი და თან საოცარი სიბრძნით სავსე ამბავი გვახსენებს, რომ ხშირად შესაძლებლობები ცხვირწინ გვაქვს, თუმცა მათ ვერ ვხედავთ; ან კიდევ ნანატრ მიზნებს ვაღწევთ, მაგრამ ამას ვერ ვაფასებთ, რადგან ყოველთვის სულ უფრო მეტი გვინდა და ასე ბედნიერების განცდის გახანგრძლივებას ხელიდან ვუშვებთ.
9. დაკარგული სულების ამბავი
ფოტო: Pixar
მართალია, მთელი ანიმაცია იმას გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ ცხოვრების გზა, მაგრამ ეს მომენტი ბევრ მაყურებელს მაინც განსაკუთრებულად მოხვდებოდა გულზე: ხანდახან ჩვენი ოცნებებიც კი საშინელ რუტინად გადაიქცევა და ცხოვრების ხალისს ისე ვკარგავთ, რომ ამასთან წინააღმდეგობის გაწევის ძალაც კი აღარ გვრჩება.
10. 22-ის ფიქრები, როცა ის დაკარგულ სულად გადაიქცევა
ფოტო: Pixar
ხანდახან მოიკრებ ძალას და მართლაც ირწმუნებ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ გარემო ან თუნდაც სხვების ნათქვამი სიტყვა ყველაფერს გააცამტვრებეს: რწმენას დაკარგავ. ასე დაემართა 22-საც, რომელსაც კრიტიკულ მომენტში ყველაფერი ერთდროულად ახსენდება, რაც კი მისთვის ოდესმე უთქვამთ და ცხადია, ასეთ დროს ნეგატიური შეფასებები განსაკუთრებულად მომწამვლელი ხდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, თუ რა ძალა აქვს სიტყვებს.
11. ჯერის სიტყვები, რომ მიზანი ყველაფერი სულაც არ არის
ფოტო: Pixar
მთავარი გმირის მსგავსად მაყურებელსაც თავიდან შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ როგორც დედამიწაზე მოხვედრამდე, ისე მას შემდეგაც, მთავარია, ადამიანმა თავისი არსებობის მიზანი იპოვოს, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა გაყვეს. ანიმაციის ბოლოსკენ ამ მოსაზრებას ერთ-ერთი ჯერი აბათილებს, როცა ჯოს ეუბნება, რომ ადამიანური ცხოვრების ასე მარტივად ახსნა არასწორია და ის გაცილებით მრავალფეროვანი, წვრილმანი მიზნებისგან შედგება.
12. როცა 22-ს დედამიწაზე ჩასვლის ეშინია და მას ჯო გაჰყვება
ფოტო: Pixar
მას შემდეგ, რაც ჯო გააცნობიერებს, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და 22-ს კვლავ დაარწმუნებს, რომ დედამიწაზე ცხოვრება ნამდვილად ღირს, მას ამ გზაზე მარტო არ გაუშვებს: ხელს ჩასჭიდებს და იქამდე გაჰყვება, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება.
13. ჯოს გადაწყვეტილება, რომ მზადაა, საბოლოოდ წავიდეს
ფოტო: Pixar
მიუხედავად იმისა, რომ მან ამდენი იბრძოლა უკან დასაბრუნებლად, ბოლოს მაინც მშვიდად გააცნობიერა, რომ ყველას საბოლოო დანიშნულების ადგილი ესაა და ამაში არც არაფერია ტრაგიკული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები