Pfizer-ის ვაქცინის იმაზე მეტის შენახვაც შეგვიძლია, ვიდრე გვჭირდება — იმნაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის შენახვის პრობლემა არ არის და იმაზე მეტის შენახვაც შეუძლიათ, ვიდრე საჭიროა. მისივე თქმით, შეუძლიათ დიდი ოდენობით სხვა ვაქცინების შენახვაც.
"ჩვენ ვაქცინის შენახვა შეგვიძლია ძალიან ბევრის, გააჩნია რომელ რეჟიმზე. შეგვიძლია შევინახოთ ძალიან ბევრი, იმდენი, რომ საქართველოს კი არა უფრო დიდ ქვეყანასაც ეყოფა, იმდენი შეგვიძლია ჩვეულებრივი ვაქცინა შევინახოთ.
შეგვიძლია შევინახოთ ვაქცინა, რომელიც არის -20 გრადუსიანი ყოველგვარი პრობლემის გარეშე. თქვენ წარმოიდგინეთ, რაზეც არის ლაპარაკი Pfizer-ის ვაქცინაზე, იმის შენახვის შესაძლებლობები გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე გვჭირდება", — განაცხადა მან პოლიტიკის ფორმულას ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ კოვაქს პლატფორმას უკვე მეორედ გაუგზავნეს დადასტრურებული კითხვარი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ვაქცინის მიღება შეუძლიათ.
"კოვაქსის პლატფორმაზე ჯერ კიდევ ზაფხულში ბევრმა ქვეყანამ, როცა პირველი განაცხადები წარადგეინეს, თქვა რომ ვერ მიიღებდნენ ამ ვაქცინას. ჩვენ მაშინვე თქვით, რომ შეგვიძლია ამ ვაქცინის მიღება. მოგეხსენებათ ამას სპეციალური ლოჯისტიკური, ცივი ჯაჭვი სჭირდება ძალიან სპეციფიური.
ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგზავნეთ სპეციალური კითხვარი, რომელიც ქვეყანას უნდა შეევსო, რომ ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ კოვაქსიდან ფაიზერის ტიპის ვაქცინა", — განაცხადა მან.
Pfizer-ის ვაქცინის შენახვის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას მისი მიღება არ შეუძლია. აღნიშნული NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უარყო და განაცხადა, რომ ქვეყანაში არის მაცივრები იმისთვის, რომ ამ ვაქცინის -80 გრადუსის ცივი ჯაჭვზე შენახვა შეძლონ.
13 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას იყენებენ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ის დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები