ახალ ზელანდიაში, დედა-შვილი ზღვის ლომების უსაფრთხოებისთვის გზა გადაიკეტება
ფოტო: The Guardian / Wolfgang Kaehler / LightRocket / Getty Images
ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის სიდიდით მეორე ქალაქში, ზღვის ლომის და ახალშობილის სიმშვიდისთვის, გადატვირთული გზა მთელი თვით გადაიკეტება.
ქალაქ დანიდინის მერიამ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა და ხალხს ამცნო, რომ ჯონ უილსონის სანაპიროსთან მდებარე გზა ერთი თვით დაიკეტება, რათა "გამორჩეულმა მაცხოვრებლებმა გზით სარგებლობა უსაფრთხოდ შეძლონ".
"ახალზელანდიური ზღვის ლომი და მისი შვილი გოლფის მინდორთან დასახლდნენ და გზის გადაკვეთა რეგულარულად უწევთ, რათა სანაპირომდე მივიდნენ", — აღნიშნა მერიამ და დაამატა — "სანაპიროთი სარგებლობას ისევ შეძლებთ, ამისთვის ველოსიპედის გამოყენება ან ფეხით გადაადგილება მოგიწევთ. ჩვენი თხოვნაა, ზღვის ლომს სივრცე არ დაურღვიოთ და 20 მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდეთ. ახალზელანდიური ზღვის ლომები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან და მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა".
ზაფხულობით, 120 000 მცხოვრებით დასახლებული საპორტო ქალაქის გზა 1-2 დღით ხშირად იკეტება, რათა ველური ბუნების წარმომადგენლებმა მშვიდად გადაადგილება შეძლონ. ადგილობრივებმა გზის ერთი თვით გადაკეტვა მოიწონეს. ნაწილმა მუდმივი აკრძალვის სურვილიც გამოთქვა.
ახალზელანდიური ზღვის ლომები ძაღლების და ადამიანების ხშირი თავდასხმის სამიზნე არიან. დანიდინში, ცხოველთა გამრავლების პროცესი დანიდინში 1993 წლიდან დაიწყო. დაცვის მცდელობებმა შედეგი გამოიღო და მათი მაკეობის პერიოდი ამ ქალაქის ზაფხულის პერიოდის ნაწილად იქცა. წელს, ქალაქი სულ მცირე 20 ზღვის ლომის დაბადებას ელის.
კონსერვაციის დეპარტამენტის მონაცემებით, 12 000-მდე ახალზელანდიური ზღვის ლომია დარჩენილია და გამრავლების უნარის მქონე პოპულაციის დიდი ნაწილი მეთევზეების, დაავადებების, საკვების არქონის, ადამიანური ჩარევების გამო საფრთხეშია.
კორონავირუსის გავრცელებამდე, აბეზარი ტურისტები ცხოველებს სიმშვიდეს ურღვევდნენ — სანაპიროზე რუჯს იღებდნენ და ცხოველებს ფოტოებით აწუხებდნენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები