დიდი ნაბიჯი მედიცინისათვის - მეცნიერებმა ბიოელექტრული უჯრედები შექმნეს
ფოტო: tolokonov/Depositphotos
ბიოლოგიური უჯრედების ელექტრონულად კონტროლი მხოლოდ ფენტეზის მწერლების ოცნება არ არის. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ გზით დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება. მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ელექტროგენეტიკური "ამომრთველი" სისტემა ბაქტერიულ უჯრედებში, რომლის მეშვეობითაც ერთუჯრედიანი ორგანიზმების ქცევაზე ზეგავლენის მოხდენაა შესაძლებელი.
მთავარი გამოწვევა ბიოელექტრული ჰიბრიდის შექმნაში არის ის, რომ ეს ორი სისტემა სრულიად განსხვავებულად მუშაობს.
ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი უჯრედები ერთმანეთთან მოლეკულური სიგნალებით ურთიერთობენ. ამ პროცესით, რომელსაც გენური ექსპრესია ეწოდება, თითოეული უჯრედის დნმ-ში შენახული ინფორმაცია გადაკონვერტირდება სამოქმედო ინსტრუქციებად ისეთი მოლეკულების წარმოქმნით, როგორებიცაა: პროტეინები, ფერმენტები და ჰორმონები.
ამის საპირისპიროდ, მიკროელექტრონული სისტემები დაკავშირებულნი არიან ენერგიის წყაროს მიერ წარმოქმნილი ელექტრონების საშუალებით. ელექტრონები ბიოლოგიურ სისტემებში ისე თავისუფლად ვერ მოძრაობენ, როგორც - სადენში, მაგრამ უჯრედების უმეტესობას მაინც შეუძლია მათთან ურთიერთობა. არსებობს მოლეკულების მცირე კლასი, რომელიც სტაბილურად ამოძრავებს ელექტრონებს. მათ ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების ბიომოლეკულები ეწოდებათ და შეუძლიათ "გადააწოდონ" ელექტრონები, როდესაც ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს განიცდიან.
მეცნიერებმა ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების მოლეკულები "გადააპროგრამეს". ელექტრონულმა მოწყობილობამ შეძლო მოლეკულის ოქსიდაციის მდგომარეობა გადაერთო ან დაჟანგულ მდგომარეობაში, სადაც ის ელექტრონს დაკარგავდა, ან აღდგენითში, სადაც ის ელექტრონს მიიღებდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა ჟანგვა-აღდგენითი პროცესების ჩართვა-გამორთვა მოახერხეს.
შემდეგი ეტაპი ბაქტერიებისთვის მითითებების მიცემა იყო.
ერთ-ერთ მაგალითში მკვლევარებმა მოახერხეს ბაქტერიული უჯრედის ისე მომართვა, რომ მას მანათობელი მწვანე ფერის გამომმუშავებელი პროტეინის სინთეზირება მოეხდინა. მოქმედების შეწყვეტით სინთეზირება წყდებოდა. უჯრედმა პირდაპირი გაგებით გაანათა, როდესაც მოწყობილობა ჩართეს!
მეორე მაგალითში მეცნიერებმა იპოვეს "ცურვაზე" პასუხისმგებელი პროტეინი და მისი ჩართვა-გამორთვით მიუთითეს ბაქტერიას, წინ წასულიყო თუ არა.
ეს მეთოდი წარმატებული აღმოჩნდა იმ ბაქტერიული უჯრედების შემთხვევაშიც, რომლებიც ბიოლოგიური სიგნალის გადამცემ მოლეკულებს შეიცავენ. ეს მოლეკულები მეზობელ უჯრედებში იფანტებიან და იწვევენ ცვლილებებს ბაქტერიების მთელ კომუნაში. თავიანთი მოწყობილობის გამოყენებით მკვლევარებმა შეძლეს, ელექტრულად დაეპროგრამირებინათ ბაქტერიების მთელი ჯგუფი.
მერილენდის უნივერსიტეტის წინა კვლევის დროს, მეცნიერებმა იპოვეს გზები, რომ "აღერიცხათ" ბიოლოგიური ინფორმაცია და "ჩაეწერათ" ელექტრონები მოწყობილობებში. ამ ელექტროქიმიური მეთოდით, კვლევის ავტორებმა სისხლში სტრესის ნიშნებიც კი დააფიქსირეს შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების სისხლში. ახალი კვლევა კი საშუალებას იძლევა, დაპროგრამირებულმა ბაქტერიამ თერაპევტს უფრო ზუსტად მიაწოდოს ინფორმაცია და პრობლემის გადაჭრაშიც მიიღოს მონაწილეობა.
"თქვენ მიერ გადაყლაპულ მიკოელექტრონულ კაფსულას შეეძლება ზუსტად აღრიცხოს პათოგენები საჭმლის მომნელებელ სისტემაში და შემდეგ თავად შექმნას ანტიმიკრობული ან სხვა ტიპის თერაპია - ეს ყველაფერი პროგრამირებად სისტემაში", - ამბობს უილიამ ბენტლი კვლევის შესახებ სტატიაში.
ერთ-ერთი მკვლევარი, გრეგორი პეინი აღნიშნავს, რომ უკვე დიდი ხანია, კაცობრიობა ცდილობს, ელექტრონული მოწყობილობებით აღრიცხოს ბიოლოგიური პროცესები. არსებობს გლუკომეტრები და ფიტნეს-ტრეკერები, მაგრამ ამიერიდან ჩვენ შევძლებთ, ელექტრონული ხერხებით არა მხოლოდ ჩავიწეროთ, არამედ წარვმართოთ ბიოლოგიური რეაქციები.
ბიოელექტრული მეთოდები მეცნიერებმა მომავალში კიბოს მსგავს დაავადებებთან ბრძოლაში გამოადგებათ. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები