ვიდეო: რას ჰყვებიან უცხოურ ვებ-შოუ Geography Now-ში საქართველოზე
Geography Now ცნობილი Youtube არხია, რომელსაც 500,000-მდე გამომწერი ჰყავს. არხი ფოკუსირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებისთვის გაცნობაზე მხიარული, არაორდინალური და ვიზუალურად საინტერესო გზებით.
ამჯერად Geography Now-ს ყურადღების ცენტრში საქართველო მოხვდა, რომლის შესახებაც წამყვანებმა 11 წუთიანი საგანმანათლებლო ვიდეო მოამზადეს.
ვიდეო ორიგინალური სცენარით იწყება. წამყვანი ცდილობს Georgia-ს შესახებ რაიმე ინფორმაცია მოიპოვოს, თუმცა უშედეგოდ. საძიებო სისტემა მის ზუსტ იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, რადგან ამერიკის იმავე სახელწოდების შტატთან აიგივებს. ამ დროს კადრში მეორე წამყვანი ჩნდება, რომელიც ხმამაღლა ამბობს Sakartvelo! ამის შემდეგ ინფორმაციის მოძიება ადვილი ხდება.
ვიდეო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, მეზობელი ქვეყნებისა და საზღვრების განხილვით გრძელდება. წამყვანი ცდილობს, დაადგინოს თუ რომელ კონტინენტს ეკუთვნის საქართველო - ევროპას თუ აზიას. ის მიმოიხილავს იმ ვერსიებს, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს. ამასთან, წამყვანი ცდილობს დაადგინოს, საიდან მომდინარეობს ქვეყნის ინგლისური სახელი Georgia. ის ამბობს, რომ ამის შესახებ არსებობს სამი ვერსია - ერთის მიხედვით, ის წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება; მეორეს მიხედვით, ბერძნულ სიტყვას, რომელიც მიწათმოქმედს ნიშნავს, ხოლო მესამე ვერსიით, სპარსული ენიდან მომდინარეობს და "მგლების ქვეყანას" ნიშნავს.
წამყვანი საქართველოს ადმინისტრაციულ დაყოფასაც დეტალურად და ბევრი ქართველისთვის შესაშურად კარგადაც კი მიმოიხილავს. ის ეხება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსაც და მაყურებელს მათ შესახებ ინფორმაციას აწვდის.
წამყვანს არც საქართველოს ღირშესანიშნაობების ჩამოთვლა და დახასიათება დავიწყებია.
"ციხესიმაგრეები, ეკლესიები, რაბათი, კაცხი, ასპინძა, ნინოწმინდა, ზღვის სანაპიროები... როგორც მიხვდით, ამ ქვეყანაში ყველაფერი ქვისგანაა გაკეთებული და საერთოდ ქართველებს ძალიან უყვართ ქვები", - აღნიშნავს ის.
წამყვანი ქართულ ანბანსაც შეეხო, მიმოიხილა მისი ისტორია და ღირებულება და ქართველი ახალგაზრდების დახმარებით ის ასოებიც გამოამჟღავნა, რომლის წარმოთქმაც ყველა უცხოელს უჭირს. ესენია: წ, ჭ, ყ, ტ, ხ.
შოუს შემქმნელებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ხაჭაპურს მოუხდენია.
კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი საქართველოს საგარეო ურთიერთობებს ეხება. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ჩვენ ურთიერთობა მეზობლებთან "კოლეჯის დრამას" ჰგავს. რუსეთთან უცნაური დამოკიდებულება გვაქვს, თან ძალიან ვბრაზობთ და თან უცნაურ კავშირს ვგრძნობთ. წამყვანების აზრით, ჩვენი ქვეყანა ახლა ყველაზე მეტად უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს "ემეგობრება".
ერთი სიტყვით, Geography Now-მ სახალისოდ, ეფექტურად და მოკლედ მიმოიხილა საქართველოს გეოგრაფიული, დემოგრაფიული, კულტურული და ისტორიული მდგომარეობა. აუცილებლად ნახეთ და უცხო თვალითაც შეხედეთ ჩვენს ქვეყანას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები