თუ თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწას ზონალური სტატუსი შეეცვალა და მშენებლობა აღარ შეიძლება, მერიას უნდა მიმართოთ
ფოტო: თბილისის მერია
მოქალაქეებმა, რომლებსაც თბილისში აქვთ მიწები, სადაც მშენებლობა დაშვებული იყო და ახალი გენგეგმით აიკრძალა, მერიას უნდა მიმართონ. კახა კალაძის განცხადებით, ამ საკითხს სპეციალური კომისია ინდივიდუალურად განიხილავს.
თბილისის მერმა განმარტა, რომ არსებობს მიწის ნაკვეთები, სადაც ადრე მშენებლობა დაშვებული იყო, 2019 წელს მიღებული გენგეგმის მიხედვით კი მათ რეკრეაციული, ლანდშაპტური, სატყეო ან სხვა ტიპის ზონის სტატუსი მიენიჭა და შესაბამისად, მფლობელებს მშენებლობის უფლება წაერთვათ. კალაძის თქმით, მოქალაქეთა განცხადებებს შესაბამისად, კონკრეტულ მონაკვეთებზე სტატუსის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს, სხვა შემთხვევაში კი კერძო მესაკუთრეებს ადგილმონაცვლეობას შესთავაზებენ.
"ურბანული სამსახური, არქიტექტურის სამსახურთან ერთად, გაივლის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის არსებულ სტატუსს — რა იყო გენგეგმის მიღებამდე და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა, არის თუ არა შესაძლებელი, დაუბრუნდეს ძველი სტატუსი, თუ ეს არ დააზიანებს ქალაქის ურბანულ განვითარებას. თუ ამ თვალსაზრისით პრობლემაა, მზად ვართ, ასეთ შემთხვევაში, ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ. არც ერთი შემოსული განცხადება პასუხგაუცემელი არ დარჩება. შექმნილია შესაბამისი ჯგუფი. ამიტომ, იაქტიურეთ, ვისაც გაუუარესდა მიწის ნაკვეთების სტატუსი. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს", — განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გენგეგმის მიღება მნიშვნელოვანი იყო ქალაქის ურბანული განვითარებისთვის, რადგან, იგი თავიდან აგვაცილებს კოეფიციენტის გადამეტებას, ქალაქის არასწორი განვითარებას, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობებზე ნებართვების გაცემას და ა.შ. თუმცა, კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ გენგეგმა კერძო მესაკუთრეებს ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები