დაინტერესდით ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით — NGO-ები სახელმწიფო უწყებებს
ფოტო: news.umich.edu
სამოქალაქო ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით დაინტერესდნენ და მსჯავრდებულთა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ამის შესახებ NGO-ებმა საერთო განცხადება გაავრცელეს.
არასამთავრობოების განცხადებით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ სახალხო დამცველს და მოითხოვენ, რომ ციხეებში ომბუდსმენის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური სამუშაო პირობები იყოს გარანტირებული.
სახალხო დამცველმა 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ციხეებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული გარკვეული ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარასა და აგრესიას სისტემატურად ახორციელებს. სახალხო დამცველის თქმით, ამ უკანონო ქმედებების მიზანი პატიმრებთან მათი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლაა.
NGO-ების განცხადებით, ციხეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებს და მათ ეფექტიან მუშაობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულთა უფლებების ადეკვატური დაცვისათვის. ამასთან, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
"ამ ფონზე, ორმაგად სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული პრობლემები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და წინა შემთხვევების მსგავსად, ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერადაც უარყოფენ ციხის სუბკულტურის არსებობას და მასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოების თქმით, ამის ნაცვლად, გასულ თვეებში არაერთხელ ვიხილეთ პერსონალურად სახალხო დამცველზე, ან მის მიერ გაწეულ საქმიანობაზე უსაფუძვლო კრიტიკა. განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პრობლემის არაღიარება და სახალხო დამცველის ინსტიტუტზე მათი გადაბრალება, ვითარების კიდევ უფრო დამძიმების რისკებს ქმნის და ციხეებში ომბუდსმენის ინსტიტუტის ნდობას ასუსტებს.
NGO-ები აცხადებენ, რომ ამის ფონზე აუცილებელია:
- სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებულ კონკრეტულ ფაქტებზე შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ გამოძიება, რომელიც წარიმართება დროულად და მაღალი გამჭვირვალობით;
- იუსტიციის სამინისტრომ გაატაროს სისტემური ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის და ე.წ. მაყურებლების გავლენების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში შესახლებულ პირთა უფლებების მაღალ დონეზე დაცვა;
- პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების დაუბრკოლებლად, უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში საქმიანობა და მსჯავრდებულებთან მათი კომუნიკაციის დაცულობა.
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები