პარლამენტში მივედით, არ შევსულვართ — ელისაშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ისინი პარლამენტში კი არ შევიდნენ, არამედ მივიდნენ. მისი თქმით, მათი მიზანი იმის ნახვა იყო, ჰქონდა თუ არა ქართულ ოცნებას "სერიოზული მზაობა" ოპოზიციის მიერ წარდგენილ 4 საკითხზე. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"გამოვედით უფრო ინფორმირებულები. ჩვენი დღევანდელი იქ მისვლის მიზანი არ ყოფილა, ზოგი ამბობს, რომ აი, ხომ ხედავთ პარლამენტში შევიდნენ. პარლამენტში მივედით, არ შევსულვართ. ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებდა, სერიოზული მზაობა აქვს თუ არა ქართულ ოცნებას იმ 4 საკითხთან დაკავშირებით. ვიცით, რომ მეოთხე რაუნდის შემდეგ, ის მითიური მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა და არადა არ დაადგა საშველი რომ შევხვედრილიყავით. ის შეხვედრა რომ გამართულიყო, რა თქმა უნდა, დღევანდელ ჩვენს პარლამენტში მისვლას აზრი არ ექნებოდა", — განაცხადა მან.
დღეს პარტია მოქალაქეების სადეპუტატო უფლებამოსილების მქონე ორი წევრი, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებას შეხვდა. შეხვედრაზე მმართველ პარტიას არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე წარმოადგენდნენ.
პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრების პარლემენტში შესვლის შემდეგ, მხოლოდ მოქალაქეებისა და გირჩის წევრები ამბობდნენ უარს საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მანამ, სანამ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებები არ დასრულდებოდა. სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე ოფიცალურად თქვა უარი.
ბოლო კვირებია მოქალაქეები და გირჩი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების გამართვას ცდილობს. მათ სურთ განიხილონ იდეა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა პლებისციტად ჩაითვალოს. მათი განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.
18 იანვარს, ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე მათ საჯაროდ უარი უთხრა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 19 იანვარს, მსგავსი შინაარსის განცხადება ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემაც გააკეთა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, მათთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს და განაცხადა, რომ გირჩისა და მოქალაქეების ლიდერებს მიმდინარე თვის ბოლოს შეხვდება. პარტიების ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.
გაიგეთ მეტი:
- მივიდა იქ, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია — დეკანოიძე ელისაშვილზე
- რა შედეგებს მოიტანს, საზოგადოება განსჯის — უდუმაშვილი მოქალაქეებისა და "ოცნების" შეხვედრაზე
- ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებასთან შესახვედრად მივიდნენ
- ორი კაცის კი არა, გაცილებით მეტი დეპუტატის გასაკეთებელს გავაკეთებთ პარლამენტში — ელისაშვილი
- ოპოზიციასთან დავასრულეთ კინკლაობა, მზად ვართ ოცნებასთან დასალაპარაკებლად — ელისაშვილი
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები