10 საუკეთესო მასალა, რაც დეზინფორმაციაზე შევქმენით
ფოტო: imperia.On.ge
ამბების გადამოწმება, დეზინფორმაციის გაქარწყლება და მკითხველისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო. 2020 წლის 7 ოქტომბერს On.ge გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის (GDI) მიხედვით, ქართულ საინფორმაციო ვებსაიტებს შორის დეზინფორმაციის ყველაზე დაბალი რისკის მქონედ დასახელდა.
თუმცა, გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების გარდა, ვცდილობთ მკითხველს ვასწავლოთ, როგორ დაიცვას თავი დამოუკიდებლად ყალბი ამბებისგან. ამ მიზანს ემსახურება 2021 წელს გამოსული ჩვენი ახალი თამაში, ააშენე სიცრუის იმპერია. მისი შექმნით იმედი გვაქვს, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული საფრთხის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს წვლილს შევიტანთ.
გთავაზობთ მასალებს, რომლებიც დეზინფორმაციაზე, პროპაგანდასა და ყალბ ამბებზე ცნობიერების ასამაღლებლად შევქმენით.
10. მილიონი ხმა კრემლის პროპაგანდისთვის
ფოტო: On.ge
ანტიდასავლურმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებამდე საქართველოს მოქალაქეების გამოკითხვა დაიწყო — სურდათ თუ არა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. სტატიაში გამოკითხვის ხარვეზებსა და საფრთხეზე გიამბობთ.
9. ინტერვიუ ყოფილ რუს ტროლთან
ყოფილი რუსი ტროლი ყველაფერს ამხელს
ფოტო: Shutterstock
ამ სტატიაში იმ იშვიათ შემთხვევაზე წაიკითხავთ, როცა ყოფილმა ტროლმა მედიასთან ისაუბრა. "ყველა ფარდა ჩამოფარებულია. ჩვენ კი დღისით ქუჩაში გასვლა გვეკრძალება. მათ მართლა ეშინიათ ჟურნალისტების", — ყვება ინტერვიუში IRI-დან წამოსული ყოფილი ტროლი, მარატ ბურკხარდი.
ინტერვიუ თავდაპირველად RFE/RL-ზე გამოქვეყნდა.
8. დეზინფორმაციის ანბანი
ფოტო: ანი მალაზონია / On.ge
შევქმენით დეზინფორმაციის ანბანიც, რომელშიც დეზინფორმაციასთან, ოკუპაციასთან და ყალბ ამბებთან დაკავშირებულ ტერმინებს და მათ განმარტებებს ანბანური მიმდევრობით გაეცნობით.
7. როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციის ხრიკებს, სიცრუესა და ქაოსს ინტერნეტში
ფოტო: Sean McCormick
ამ საკმაოდ ვრცელ სტატიაში დეზინფორმაციაზე, მის გავლენასა და ამბის გადამოწმებაზე ყველაფერს შეიტყობთ.
6. Vin Vin Aris
ფოტო: Research / Facebook
სტატიაში პროექტ Vin Vin Aris-ზე გიყვებით და პროდუქტის თანაავტორს, გიორგი ნაკაიძესაც გაცნობთ.
5. 7 ინტერნეტ თამაში Fake News-ზე
ფოტო: Bad News
გაგაცნობთ 7 თამაშს, რომელიც მომხმარებელს ეხმარება გაიგოს ყველაფერი ყალბი ამბების შესახებ, ისწავლოს მათი ამოცნობა, გაფილტრვა და სწორედ ამის შემდეგ შეძლოს მასთან გამიჯვნა.
4. პუტინის გზა აგენტობიდან პრეზიდენტობამდე — ინფოგრაფიკა
ფოტო: ანი მალაზონია / On.ge
KGB-ს აგენტი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) პრეზიდენტი, რუსეთის პრემიერმინისტრი და ახლა უკვე პრეზიდენტი განულებული ვადით — ინფოგრაფიკაში ვლადიმერ პუტინის კარიერულ გზას გაეცნობით.
3. რუსეთის აქტორები საქართველოში
ფოტო: On.ge
ეს აქტორები ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გვხვდებიან, რადგან დიდი ხანია, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დედა რუსეთის" დიდების აღსადგენად მხოლოდ ბეტეერებით და AK-47-ით არ იბრძვის.
2. საბჭოთა ანეკდოტები
ფოტო: Retronaut
ამერიკელი ეუბნება რუსს, რომ შტატებში ისეთი თავისუფლებაა, მას შეუძლია თეთრი სახლის წინ დადგეს და იყვიროს: "ჯანდაბაში წასულხარ, რონალდ რეიგანო!" რუსი პასუხობს: "დიდი ამბავი, მეც შემიძლია კრემლის წინ დავდგე და ვიყვირო 'ჯანდაბაში წასულხარ, რონალდ რეიგანო!'"
სტატიაში გაეცნობით CIA-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტიდან ამოკრეფილ 8 საბჭოთა ანეკდოტს, რომელიც საუკეთესოდ აღწერს, "რა ქვეყანა დაანგრიეს".
1. imperia.On.ge
ფოტო: imperia.On.ge
და ბოლოს — ჩვენი თამაში ააშენე სიცრუის იმპერია, რომლითაც ტროლების გონებაში შეაღწევ. ითამაშე დღესვე, რომ სიცრუის იმპერიის დანგრევა სამომავლოდ არ გაგიჭირდეს.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები