ჭკუიდან ისევ ვიშლები — წერილი, რომელიც ვირჯინია ვულფმა თვითმკვლელობის წინ დაწერა
ფოტო: Getty
კაცობრიობის ისტორიას არაერთი პირადი წერილი შემორჩა, რომლებმაც არა მხოლოდ ამ ტექსტების ადრესატებზე, არამედ სხვა ათასობით მკითხველზეც წარუშლელი კვალი დატოვა.
მათ შორის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გულის გამგმირავი სიტყვები ვირჯინია ვულფს ეკუთვნის. ამ საკულტო ინგლისელმა მწერალმა 1941 წლის 28 მარტს ჯიბეში ქვები ჩაილაგა, სახლთან ახლოს ჩამომავალ მდინარე უზში შევიდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე კი თავის ქმარს, ლეონარდ ვულფს ეს წერილი დაუტოვა:
ყველაზე ძვირფასო,
ცხადად ვგრძნობ, რომ ჭკუიდან ისევ ვიშლები. ვხვდები, რომ კიდევ ერთ ასეთ საშინელ პერიოდს ვეღარ გადავიტანთ და ამჯერად ვერც მე შევძლებ გამოჯანმრთელებას. კვლავ ჩამესმის ხმები და ფიქრებს თავს ვეღარ ვუყრი. ამიტომაც იმ ნაბიჯს ვდგამ, რომელიც საუკეთესო გამოსავალი მგონია. შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე, რაც კი ვინმეს შეეძლო, რომ გაეღო. ჩემთვის ყველაფერი იყავი, ვინც კი შეიძლება ოდესმე ჩემ გვერდით ყოფილიყო. არ მგონია, ორ ადამიანს უფრო ბედნიერად ყოფნა შესძლებოდა, სანამ ეს საშინელი დაავადება გამოჩნდებოდა. წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შემრჩა. ვიცი, რომ ცხოვრებას გიჩანაგებ და უჩემოდ უკეთ მუშაობას შეძლებდი. და ვიცი, შეძლებ. ხომ ხედავ, ჯეროვნად ამ სიტყვებსაც კი ვეღარ ვწერ. ვეღარც ვკითხულობ. იმის თქმას ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერებას შენ გიმადლი. ჩემ მიმართ განსაკუთრებით მომთმენი და უზომოდ კეთილი იყავი. აი, ამის თქმა მინდა, ყველამ ისედაც იცის ეს. თუ ვინმეს ჩემი გადარჩენა შეეძლო, ეს შენ იქნებოდი. ყველაფერი შემომეძარცვა, მხოლოდ შენი გულკეთილობის რწმენა შემომრჩა. შენი ცხოვრების გაჩანაგებას ვეღარ გავაგრძელებ.
არ მგონია, ორ ადამიანს უფრო ბედნიერად ყოფნა შესძლებოდა, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ვი.
ვირჯინია ვულფი 1882 წელს ლონდონში დაიბადა და თავისი სიცოცხლის განმავლობაში ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები შექმნა, როგორებიცაა რომანები ორლანდო და გზა შუქურისკენ თუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფემინისტური ესე საკუთარი ოთახი.
მან თავის ქმარზე, ლეონარდ ვულფზე 1912 წელს იქორწინა და ერთად მალევე გამომცემლობა Hogarth Press დააარსეს. წყვილი აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელ ლიტერატურულ პროცესებში: ვირჯინია ხელოვანთა ცნობილი გაერთიანების — ბლუმსბერის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
სამწუხაროდ, მოდერნისტული ლიტერატურის ეს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებოდა, რის გამოც არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა, 1941 წელს კი, მეორე მსოფლიო ომის შფოთვით კიდევ უფრო გაუარესებული პირადი თუ საყოველთაო მდგომარეობის გამო, 59 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე.
კადრი ფილმიდან საათები, რომელიც ვირჯინია ვულფის ბიოგრაფიულ დეტალებს ეფუძნება.
ფოტო: Giphy
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა

კომენტარები