ყველა ჩანაწერი, რომელიც ვნახეთ, ჩვენს სასარგებლოდაა — მშვენიერაძე მელაშვილის აუდიოჩანაწერს ავრცელებს
ფოტო: გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქი
კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს. როგორც ადვოკატი ამბობს, ის ჩანაწერები, რასაც უკვე გაეცნენ, მათ სასარგებლოდაა.
მშვენიერაძის მიერ გასაჯაროებული სატელეფონო ჩანაწერი 25 სექტემბრით თარიღდება. ადვოკატის თქმით, მელაშვილი, სავარაუდოდ, გივი კეკელიძეს ესაუბრება, რომელიც მელაშვილთან ერთად დელიმიტაციის კომისიაში იყო.
ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი ყვება, როგორი რუკების საფუძველზე ათანხმებდნენ საზღვრებს. როგორც მელაშვილი ამბობს, ის მონაკვეთები, სადაც სხვაობა არ იყო 1938 წლის რუკასა და მომდევნო წლებში გამოცემულ რუკებს შორის, შეთანხმებულია.
გარდა ამისა, მელაშვილი ყვება, რის საფუძველზე იქნა აღებული შეთანხმებისთვის 1938 წლის რუკაც.
გივი კეკელიძე: 38 წლის რუკა ავიღეთ იმიტომ, რომ ორმხრივი შეთანხმება იყო და, საერთოდ, თავიდანვე ისეთი ოქმი შევადგინეთ, რომ ის ავიღოთ საფუძვლად დოკუმენტი, რომელიც ორმხრივად დამოწმებულია, ხო?
ივერი მელაშვილი: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ეს სუფთად სამართლებრივი მიდგომის გამო, ასე გადაწყდა. ძალიან არ უნდოდათ...
კეკელიძე: საიდან ავიღეთ, რომ ორივე შეთანხმებული უნდა იყოს, ხომ არ გახსოვს?
მელაშვილი: რაღაცა ხომ უნდა აგვეღო საფუძვლად და საფუძლად უნდა აღებულიყო შეთანხმებული საზღვრის ხაზი. ორმხრივად მორიგე რუკები კი არის გამოცემული, მაგრამ ორმხრივად შეთანხმებული საზღვარი არ გვაქვს. ადრე ჩვენმა პრეზიდიუმმა მოაწერა ხელი საზღვრის ხაზს, მაგრამ იმ მხარემ არ მოაწერა ხელი და ამიტომ დარჩა, ასე ვთქვათ, რაკი არ იყო ორმხრივად, ჩვენი კომისია ამას მიაწვა, რომ ორმხრივად შეთანხმებული არის მხოლოდ 1938 წელი.
ამ ჩანაწერში მელაშვილი და, სავარაუდოდ, კეკელიძე რუკებს შორის სხვაობასა და შეთანხმებულ მონაკვეთზე საუბრობენ.
მელაშვილი: სადაც სხვაობა არ იყო, ის მონაკვეთები შეითანხმეს, რა თქმა უნდა...
კეკელიძე: ჩვენ ახლა სად გვაქვს მანდ... ერისიმედთან გვქონდა სხვაობა, წითელ ხიდთან, კიდევ სად იყო, ივერი, ხომ არ გახსოვს?
მელაშვილი: არა, მაგი ჩამოთვლილია. დაახლოებით რამდენი მონაკვეთია იცი? 13-14 მონაკვეთია, სადაც სხვაობებია დაფიქსირებული დიდი. ერისიმედთან არ არის დაფიქსირებული სხვაობა. ერისიმედზე ვამბობთ, რომ ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აშენებული ის არის, რა, აშენებული სოფელი... გარეჯთან არა, როგორც იყო ფიქსაცია ქედზე, ისე არის იქაც. 1:100 000 რუკაზეც ასეა ფიქსაცია და სხვა რუკებზეც.
კეკელიძე: რატომ არ შეითანხმეს მაშინ?
მელაშვილი: ვინ?
კეკელიძე: აზერბაიჯანელებმა.
მელაშვილი: აზერბაიჯანელები გვეუბნებოდნენ შევითანხმოთ ისე, როგორც არის...
კეკელიძე: ჩვენ არ შევითანხმეთ.
მელაშვილი: ჩვენ არ შევითანხმეთ, კაცო, ახლა მაგი რომ შეითანხმო, ჩათვალე, რომ
კეკელიძე: მართალი ხარ, გაკრული ხარ ბოძზე.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, ამ და სხვა ჩანაწერებში დასტურდება ის, რასაც ბრალდებულები და მისი ადვოკატები საჯაროდაც საუბრობენ. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, ადვოკატი აღნიშნავს, რომ არც მის სრულ ვარიანტშია რამე მელაშვილის საწინააღმდეგო.
"საუბრით პროკურატურის მხრიდან, რომ მათ მოიპოვეს ფარული აუდი-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნება მათი მხრიდან, ცოტა გაკვირვებულები ვართ. რას გულისხმობენ, ვერ ვხვდებით, რადგან ყველა ჩანაწერი, რაც აქამდე ვნახეთ ყოველ შემთხვევაში, არის ჩვენს სასარგებლოდ", — აღნიშნავს ადვოკატი.
რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ფარული ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა. უწყების განცხადებით, საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-იან და 1980-იან წლებში გამოცემულ 1:100 000-იანი და 1:50 000-იანი მასშტაბის რუკებზე არსებულ საზღვრის ხაზს, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა. გარდა ამისა, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დაუზუსტეს და ამბობენ, რომ ისინი ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.
გამოძიების დაწყების დღიდან ივერი მელაშვილს საჯაროდ არაერთხელ უთქვამს, რომ მის დროს კომისია 1938 წელს დამტკიცებული და ხელმოწერილი რუკით, ასევე, 1942-43 წლებში გამოცემული რუკებით ხელმძღვანელობდა, რომელიც 1:100 000 მასშტაბისაა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები