აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და საპროტესტო მსვლელობას მართავენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი პარლამენტის შენობიდან დაიძრნენ და თავისუფლების მოედნამდე აპირებენ ჩასვლას.
მათი თქმით, არ აპირებენ დაემორჩილონ უსამართლო შეზღუდვებს. გარდა ამისა, აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი დააჯარიმეს 24 იანვრის მსვლელობის გამო, თუმცა არა ადგილზე მყოფმა პოლიციამ, არამედ მათ მეორე დღეს დაუკავშირდნენ შსს-დან. ამასთან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს ელოდება.
თბილისში, კომენდანტის საათის დროს აქცია-მსვლელობა 24 იანვარსაც გაიმართა. აქტივისტები პარლამენტიდან თავდაპირველად ქართული ოცნების ცენტრალური ოფისისკენ გაემართნენ, შემდეგ კი ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან.
მსვლელობაში მონაწილეები ორთაჭალიდან რუსთაველის გამზირამდე კვლავ ფეხით გაემართნენ, პარლამენტის უკან კი, სადაც კარვებია განთავსებული, საქართველოს ეროვნული ჰიმნის გაჟღერების შემდეგ, აქცია დაასრულეს. მთელი მსვლელობის განმავლობაში ადგილზე იყო პოლიციაც, თუმცა კომენდანტის საათის მიუხედავად, აქტივისტები არ დაუჯარიმებიათ.
22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. შეზღუდვების ნაწილი სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროსა და განსხვავებული პირობებით უქმდება. კერძოდ.
- პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თუმცა, მხოლოდ სამუშაო დღეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურად;
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სამუშაო დღეებში.
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
- აჭარაში პირველი თებერვლიდან დაგეგმილია კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა, ამ შემთხვევაშიც სამუშაო დღეებში. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები;
- სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე;
- საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე;
- პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება;
- ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
- შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;
- ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები