პროგრამა ბალანსს ახალი სენსორულ პოსი აქვს
პროგრამა ბალანსს ახალი სენსორულ პოსი აქვს.
რა არის ბალანსი? - ეს არის თანამედროვე ქართული საბუღალტრო პროგრამა და სააღრიცხვო სისტემა, რომელიც აერთიანებს ბიზნესის საოპერაციო ანუ, ყოველდღიური საქმიანობის აღრიცხვასა და ფინანსურ ნაწილს. ბალანსი უკვე 5 წელია რაც ბაზარზეა და მას უკვე 800-მდე კომპანია იყენებს სხვადასხვა სფეროდან. რამდენიმე დღის წინ პროგრამას დაემატა მოლარის სენსორული სამუშაო სივრცეც - point of sale, ე.წ. თაჩიანი POS-ი.
"ამ ფუნქციონალის დამატებით სრულად დავფარეთ გაყიდვების ავტომატიზაცია და ბალანსს უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სრულყოფილი ვაჭრობის პროგრამა", - ამბობს ბალანსის ბიზნესის განვითარების მენეჯერი, მარიამ მამულია.
გამარტივებული შესყიდვები და გაყიდვები
პროგრამა მაქსიმალურად ზუსტად მოგცემთ პროდუქტის თვითღირებულებას, რომელშიც გათვალისწინებულია იმპორტის, ტრანსპორტირების, ზედნადები და სხვა დამატებითი ხარჯები. გარადა ამისა, შესაძლებელია მომწოდებლებთან ინდივიდუალური პირობების დადგენა და შესყიდული საქონლის ძველი და მიმდინარე ფასების შედარება.
ბალანსში ავტომატიზებულია გაყიდვებიც: შესაძლებელია აისახოს მყიდველებთან ურთიერთობის უწყვეტი ჯაჭვი - კომერციული შეთავაზება, მის საფუძველზე შეკვეთა და ბოლოს რეალიზაცია, რომელიც პარალელურად აისახება RS.ge-ზე. ასევე, პროგრამულად აღირიცხება უკან დაბრუნებები, იმართება ფასდაკლებები და შესაძლებელია კონკრეტული მომხმარებლისთვის სპეც. პირობების დადგენაც. თუმცა, ეს მხოლოდ დეტალებია, სრული ფუნქციონალისთვის, სჯობს პროგრამის დემო ვერსია ნახოთ.
საწყობის კონტროლი
ბალანსი ერთიანი სისტემაა, რომელშიც გაერთიანებულია ბიზნეს საოპერაციო აღრიცხვისთვის საჭირო ყველა მოდული - შესყიდვები, გაყიდვები, საწყობი, წარმოება, ბუღალტერია ყველა კომპონენტით და ა.შ. მოდულები მუშაობენ პარალელურად. სრულფასოვანი საწყობის მართვის მოდული, შეიძლება ითქვას არის დამოუკიდებელი საწყობის პროგრამა. ის რაც ხდება შესყიდვებში, გაყიდვებში და წარმოებაში, აისახება საწყობში - როდესაც ბალანსში შესყიდვების მენეჯერი აფორმებს შესყიდვას, პროდუქტი ავტომატურად ემატება საწყობში და აისახება ნაშთებში. გაყიდვისას შესაბამისად მცირდება საქონლის ნაშთი, პროდუქტის წარმოებისას კი გამოყენებული მასალა ასევე ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან.
ერთიანი სისტემა ზოგავს თანამშრომლების დროს და ამცირებს ადამიანური შეცდომების დაშვების რისკს. ამასთან, კომპანიის მენეჯმენტს ბალანსით საშუალება აქვს ლაივ რეჟიმში აკონტროლოს კომპანიის საქმიანობა სხვადასხვა რეპორტით.
E-commerce ინტეგრაცია
ბალანსი არის თანამედროვე, ღია სისტემა. პროგრამას აქვს ინტეგრაციის პროტოკოლი - open API, რისი საშუალებითაც, მისი დაკავშირება შესაძლებელია როგორც სხვადასხვა ძრავზე შექმნილ ონლაინ მაღაზიებთან, ისე BI სისტემებთან. ბალანსი უკვე თანამშრომლობს CS-cart-ისა და B2C-ს ძრავებთან.
ონლაინ მაღაზიის ბალანსთან ინტეგრაცია ამარტივებს გაყიდვების კონტროლს - ის რაც იყიდება მაღაზიაში, მომენტალურად აისახება ბალანსის გაყიდვების მოდულში და ჩამოიწერება საწყობიდან. საწყობის მოდულთან ინტეგრაციით პროდუქტების რაოდენობის მანუალურად დაკორექტირება ონლაინ მაღაზიაში აღარ არის საჭირო. საიტზე ნივთების რაოდენობა ავტომატურად შეიცვლება პროგრამაში არსებული ნაშთების მიხედვით.
ახალი სენსორული POS
ალბათ ძალიან რთულია მოლარე „მაუსით“ მუშაობდეს - ბალანსს უკვე აქვს სენსორული პოსი, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთიანი სისტემის ნაწილია, მაღაზიაში მოლარეს მიერ გატარებული პროდუქცია, ლაივ რეჟიმში აისახება ბექში - გაყიდვების მოდულსა და ბუღალტერიაში.
ხელმისაწვდომი ფასი
როგორც წესი, ერთიანი სისტემა დამახასიათებელია დიდი ERP სისტემებისთვის, რომელიც გათვლილია მსხვილი ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებზე, სადაც დღის განმავლობაში ათი ათასობით ოპერაცია სრულდება. ასეთ პროგრამებს ფასიც შესაბამისი აქვს.
ბალანსი განკუთვნილია მცირე და საშუალო ტიპის კომპანიებისთვის - პროგრამას აქვს ლოკალური ვერსია - რაც ნიშნავს ლიცენზიების შესყიდვას მუდმივ სარგებლობაში. ასევე, ღრუბლოვანი ტექნოლოგია ე.წ ქლაუდი (cloud)- ქლაუდის შემთხვევაში მომხმარებელი არ ყიდულობს პროგრამის ლიცენზიას, არამედ სარგებლობს პროგრამით, როგორც სერვისით და ყოველთვიურად იხდის მინიმალურ გადასახადს - 79 ლარს, რომლის ფარგლებშიც განახლებებსა და მხარდაჭერის მომსახურებას უფასოდ იღებს.
ბალანსი შექმნილია 1C-ის უახლეს, 8.3 პლატფორმაზე, აქვს სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) ინტერფეისი და მორგებულია ქართულ საგადასახადო კანონმდებლობას. პროგრამის შესახებ სრული ინფოსთვის დაუკავშირდით ბალანსის გუნდს 599 766 766, ან ეწვიეთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები