დღგ-ის რეფორმა: 3 მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლე
2020 წელს საგადასახადო კანონმდებლობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა.
2014 წელს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველომ იკისრა ვალდებულება დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა შეთანხმებაში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. შესაბამისად, ამ მიზნით შევიდა ცვლილებები და სიახლეები საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
ამ სტატიაში გაგაცნობთ 3 მნიშვნელოვან საგადასახადო სიახლეს, რომელიც დღგ-ის ახალ რეფორმას ეხება.
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია
დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირება როგორც აქამდე, ახლაც ხდება პირის ნებაყოფლობით ან სავალდებულო გზით. სავალდებულო რეგისტრაციის ნაწილში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან განსხვავებული წესები მოქმედებს შემდეგი მიმართულებით:
- დასაბეგრი პირი, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
100 000 ლარიან ზღვარში 2021 წლამდე არსებული რეგულაციებით შეიტანებოდა პირის მიერ მიღებული ისეთი ავანსები, რომლებიც დაიბეგრებოდა ავანსის მიღების მომენტში პირი დღგ-ის გადამხდელი რომ ყოფილიყო. ახალი რეგულაციებით კი, ზღვარში აღარ შეიტანება დაბეგვრად ოპერაციებთან დაკავშირებული მიღებული საავანსო თანხები. - 2021 წლამდე არსებული რეგულაციით, სავალადებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ზღვარში არ გაითვალისწინებოდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციები. ახალი კანონმდებლობით 100 000 ლარიან ზღვარში გაითვალისწინება როგორც დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული შემდეგი ოპერაციები:
- დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა.
- საქონლის ექსპორტის ოპერაციები.
- 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციები, როგორიცაა ძირითადად საერთაშორისო გადაზიდვა/გადაყვანასთან დაკავშირებული ოპერაციები.
- რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირის/პირების სავალდებულო რეგისტრაციისთვის 100 000 ლარიანი ზღვარი აითვლებოდა რეორგანიზაციის მომენტიდან, ახალი რეგულაციებით კი რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირ(ებ)ის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება რეორგანიზაციის მხარეების მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა.
- მუდმივი დაწესებულების მქონე პირს საქართველოში დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობოდა იმავე წესით როგორც საქართველოში რეგისტრირებულ რეზიდენტ საწარმოს. ახალი რეგულაციებით კი, დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.
2. მიღებული ავანსების დღგ-ით დაბეგვრა
წინასწარ მიღებული საკომპენსაციო თანხები ე.წ. ავანსები დღგ-ით იბეგრებოდა ავანსის მიღების საანგარიშო თვეში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ავანსები დაკავშირებული იყო რეგულარულ და უწყვეტ მომსახურებებთან. ახალი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, რეგულარულ და უწყვეტ ოპერაციებთან დაკავშირებული ავანსიც იბეგრება ავანსის მიღების თვეში მცირე გამონაკლისით, როგორიცაა:
- რეგულარულად ან უწყვეტად გაწეული ტელესაკომუნიკაციო/ კავშირგაბმულობის მომსახურება.
- რეგულარულად ან უწყვეტად განხორციელებული გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის მიწოდება.
3. დღგ-ის პროპორციული ჩათვლა
- პროპორციული წესით დღგ-ის ჩათვლის მიზნებისთვის პირს ჰქონდა ვალდებულება საერთო ბრუნვაში გაეთვალისწინებინა მის მიერ განხორციელებული ყველა ოპერაცია საქონლის მიწოდებასთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული. 2021 წლის 1 იანვრიდან კი განისაზღვრა ისეთი ოპერაციები, რომლის განხორციელებაც გავლენას არ მოახდენს პროპორციის გაანგარიშებაზე:
- დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება.
- უძრავ ნივთთან დაკავშირებული ან ფინანსური ოპერაციები, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა.
- დღგ-ის ჩასათვლელად ყველა საანგარიშო პერიოდისათვის (კალენდარული თვე) გამოიყენებოდა იმავე თვის პროპორცია და გადაანგარიშება ხდებოდა წლიური პროპორციის შესაბამისად დეკემბრის თვის დეკლარაციაში. ახალი რეგულაციებით, ყოველთვიურად გამოიყენება წინა წლის წლიური პროპორცია და დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციაში დაკორექტირდება ჩასათვლელი თანხა მიმდინარე წლის წლიური პროპორციით.
საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს. ამ და სხვა ცვლილებების მიზანი სწორედ ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაა, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახალ რეგულაციებში აღნიშნული სტანდარტების სწორი გაგება და ინტერპრეტაციაა.
BDO Academy გთავაზობთ მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებსა და კურსებს, სადაც მიიღებთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარებათ თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები