რომელი ანეკდოტური დეზინფორმაციებია ყველაზე მეტად გავრცელებული — MDF-ის კვლევა
ფოტო: MDF
მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამოქვეყნებული ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციებიდან ნაწილი რეგიონულ ჭრილში საერთოა. ყარსის ხელშეკრულების შესახებ კონსპირაციები, საბჭოთა კავშირში სოციალური და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ დამოკიდებულებები, საქართველოს მიმართ რუსეთის ისტორიული ინტერესისა და მედია მოხმარების შესახებ მსგავსი სურათი როგორც ამ კვლევის, ასევე, წინა კვლევის (თელავი, ყვარელი, ხულო, ბათუმი, ახალქალაქი, ახალციხე, გორი, წეროვანი) შედეგებში გამოიკვეთა.
MDF-მა შეისწავლა, რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და კონსპირაციები საზოგადოებრივ აღქმებზე და რომელი ანეკდოტური მტკიცებულებებია ყველაზე მეტად გავრცელებული საზოგადოებაში. კვლევის ფარგლებში სულ 79 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს 4 ქალაქში ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და მარნეულში აგვისტოში გამოიკითხა და შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა:
ფიზიკური უსაფრთხოება
MDF-ის თანახმად, ყველაზე მოწყვლადი რესპონდენტები ვირუსებთან და ეპიდემიებთან დაკავშირებული კონსპირაციების მიმართ აღმოჩნდნენ, რა დროსაც მათ 5 ანეკდოტური მტკიცებულება დაასახელეს:
- ვირუსები ლაბორატორიებში გამოჰყავთ;
- ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საშიშია და ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს;
- კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია/ბიოლოგიური იარაღია;
- კორონავირუსი არ არსებობს/გაზვიადებულია/ჩვეულებრივი გრიპია;
- ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა საეჭვოა; მას გარე აქტორები მართავენ.
კვლევაში წერია, რომ შეცვლილია განწყობები ლუგარის ლაბორატორიის მიმართ, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ლაბორატორიის როლითა და გაზრდილი ცნობადობით შეიძლება აიხსნას. იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვინც ლუგარის ლაბორატორიას საეჭვოდ აფასებდა მხოლოდ 6 (7.5%) იყო.
ტერიტორიული უსაფრთხოება (ყარსის ხელშეკრულება)
- კვლევაში ვკითხულობთ, რომ კონსპირაციის, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, რის შედეგადაც საქართველო აჭარას დაკარგავს, გამოკითხულთაგან 17 ადამიანს (18.9%) მიაჩნდა სარწმუნოდ. წინა კვლევის მსგავსად, ეს მტკიცებულება სარწმუნო როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის აღმოჩნდა.
ინდივიდუალური უსაფრთხოება
- ასიმილაციის საფრთხე. შედარებით ნაკლები რესპონდენტებისთვის (7 - 8,8%) იყო დამაჯერებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი/დასავლეთი მიგრანტების მიღებას გვავალდებულებს;
- იდენტობის დაკარგვის საფრთხე. კვლევის მიხედვით, ასევე, მცირე იყო (3) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ დასავლეთი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ფასეულობების შეცვლას ითხოვს.
სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება
საბჭოთა კავშირი vs თავისუფლება. შეკითხვაზე — საბჭოთა კავშირში უფრო დაცული იყო ადამიანი თუ დღეს? — წინა კვლევის მსგავსად, რესპონდენტთა პასუხები გარკვეულ შემთხვევებში სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკიდან სამოქალაქო უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვაში გადაიზარდა. რესპონდენტთა ნაწილის აზრით:
- სსრკ-ში კანონი კანონობდა, დღეს კი ზედმეტი თავისუფლებაა;
- სსრკ-ში ქვეყანა უსაფრთხოდ იყო, ომები არ იყო;
- სსრკ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო დაცული იყო.
რუსული ბაზარი vs ევროპული. ევროპულ ბაზარს რუსულთან შედარებით სკეპტიკურად, წინა კვლევის მსგავსად, 2 მიზეზის გამო ეკიდებოდნენ:
- ევროპა და ამერიკა შორსაა;
- რუსული ბაზარი ახლოა და ნაცნობია;
- რუსული ბაზარი უფრო მარტივია.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე ნაკლებდამაჯერებლად რესპონდენტებმა ქვეყნის და ინდივიდუალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული მითები მიიჩნიეს. წინა კვლევის მსგავსად, ისინი საკუთარ მოსაზრებას შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებდნენ:
- რუსეთს მუდამ ჰქონდა ისტორიული/გეოპოლიტიკური ინტერესი საქართველოს მიმართ, მანამ, ვიდრე ნატო შეიქმნებოდა;
- რუსეთს აფრთხობს ის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება/საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა რუსეთის ოკუპაციის შემაკავებელი ფაქტორი იქნება.
მედია მოხმარების ჩვევები
- კვლევის თანახმად, მართალია, რესპონდენტთა უმეტესობამ (31) კონკრეტული ყალბი ინფორმაცია ვერ გაიხსენა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი მცდარი ამბების სმენია;
- რესპონდენტთა უმეტესობა განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ კორონავირუსის გარშემო ემოციურ, გაზვიადებულ და ურთიერთსაპირისპირო გაშუქებას;
- წინა კვლევის მსგავსად, ახალგაზრდა რესპონდენტთა უმეტესობამ ყალბი ინფორმაციის წყაროდ სოციალური ქსელი დაასახელა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება. უფროს ასაკობრივ ჯგუფებში კი, მეტწილად, ტრადიციული მედიიდან მიღებულ ინფორმაციაზე საუბრობდნენ;
- 13-მა რესპონდენტმა გაიხსენა, რომ ინფორმაციის ნაკლებობის თუ ემოციური აღელვების ფონზე, ყალბი ინფორმაცია თავადაც გაუზიარებია. აქედან 10-მა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების შემდეგ, პოსტი წაუშლია, ხოლო სამმა განმარტა, რომ პოსტის წაშლის შემდეგ სხვა მომხმარებლებსაც აუხსნა, რომ, უნებლიედ, ყალბი ინფორმაცია გაავრცელა;
- 15-მა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას მხოლოდ გადამოწმების, გაფილტვრისა და პირველწყაროს გაცნობის შემდეგ აზიარებს.
MDF-ის ინფორმაციით, კვლევა ანეკდოტური მტკიცებულების მეთოდს ეყრდნობა, რომელიც მეტწილად არაფორმალური გზით შეგროვებულ, პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონაცემებს იყენებს. მათივე თქმით, ანეკდოტურ მტკიცებულებებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებს შორის დიდი სხვაობაა. მეცნიერული მტკიცებულება ეფუძნება სისტემატურ დაკვირვებას, გაზომვას, ექსპერიმენტს და მისი გადამოწმება თუ დადასტურება მეცნიერული მეთოდების გამოყენებით ნებისმიერ პირს დამოუკიდებლად შეუძლია.
ანეკდოტური მტკიცებულება პერსონალურ გამოცდილებასა და იზოლირებულ მაგალითებზე დაფუძნებით ამტკიცებს, რომ ესა თუ ის მოვლენა/ისტორია სიმართლეა ან ტყუილი. რადგანაც ანეკდოტური მტკიცებულებების მთავარი საყრდენი პერსონალური გამოცდილებაა, მისი დამოუკიდებლად გადამოწმება, მეცნიერული მტკიცებულებებისგან განსხვავებით, შეუძლებელია.
"როდესაც ადამიანს მტკიცედ სჯერა საკუთარი მოსაზრების, ის მხოლოდ იმ ინფორმაციას იმოწმებს, რომელიც მის რწმენებს ადასტურებს. ამას, ინფორმაციის მოძიების პროცესში "წინასწარ განწყობასაც" უწოდებენ", — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
ანეკდოტური მტკიცებულებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველგან გვხვდება და მისი წყარო შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი იყოს, ვისაც ვხვდებით: ოჯახის წევრი, მეზობელი, უბნის მაღაზიის მოლარე, სტილისტი, ტაქსის მძღოლი და სხვა.
MDF-ში აცხადებენ, რომ გამოკითხვა 3 ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. ესენია:
- 18-35;
- 36-55;
- 55+.
სამივე ასაკობრივი ჯგუფიდან შერჩეული იყო როგორც დასაქმებული (კერძო და საჯარო სექტორი), ასევე, დაუსაქმებელი რესპონდენტები.
MDF-ის ცნობით, კვლევის მიზანი, ასევე, საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხისა და კორონავირუსის პანდემიისადმი საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლა იყო, მათ შორის ვაქცინაციის საკითხებისადმი.
ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევა სრულად ნახეთ აქ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები