ანიმაცია Frozen ინჟინრებს დიატლოვის ჯგუფის ინციდენტის ახსნაში დაეხმარა
ფოტო: Disney
1959 წელს რუსეთში, ურალის მთებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, როცა ცხრა მოთხილამურე საეჭვო გარემოებაში დაიღუპა, ბოლო 62 წლის განმავლობაში დაუსრულებელი განხილვების საფუძველი გახდა. შეთქმულების თეორიების მოყვარულებთან ერთად, ცხადია, ამ ამბით სხვადასხვა დარგის სპეციალისტებიც დაინტერესებულნი იყვნენ და როგორც National Geographic წერს, სულ ახლახან ინჟინრებმა დისნეის ოსკაროსანი ანიმაცია Frozen (გაყინული) გამოიყენეს, რათა დიდი ხნის თეორია — მოთხილამურეების დაღუპვა ჩამოწოლილი ზვავის მიზეზით — დაემტკიცებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ცხრა ადამიანის დაღუპვის მიზეზად ჯერ კიდევ თავდაპირველი გამოძიებისას, 1959 წელს ოფიციალურად დასახელდა ზვავი, დღემდე უამრავ ადამიანს ეს არასანდო ვერსიად მიაჩნია: მოთხილამურეებს ისეთი დაზიანებები აღენიშნებოდათ (დაკარგული ენა ან თვალი), რისი ახსნაც ისეთი სტიქიური უბედურებით, როგორიცაა ზვავი, რთულია.
ამის მიუხედავად, ამ თეორიას კიდევ ერთი სერიოზული მხარდამჭერი ჰყავს, თანაც ამჯერად მეცნიერული მტკიცებულებებით: შვეიცარიის ტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, იოჰან გომმა დიატლოვის ჯგუფის ინციდენტის ახსნა თანამედროვე ტექნოლოგიების საშულებით ზვავის წარმოქმნის სიმულაციის ლაბორატორიაში სცადა. თანაც მან ამისთვის არც მეტი, არც ნაკლები, მულტფილმი გაყინული გამოიყენა. იოჰან გომი აღფრთოვანებული იყო იმ ფაქტით, თუ როგორ არის ამ ანიმაციაში თოვლის სტრუქტურა ნაჩვენები და მის შემქმნელებს დაუკავშირდა, რათა მისთვის ანიმაციის კოდი გაეზიარებინათ.
"გომი ჰოლივუდში ჩავიდა და იმ სპეციალისტებს შეხვდა, ვინც ანიმაციაში თოვლის ეფექტების შექმნაზე იმუშავა. ამ კოდით მან ზვავის სიმულაციის მოდელები შექმნა, ოღონდ გაცილებით უფრო ნაკლებად მხიარული მიზეზით, ვიდრე ეს დისნეის მულტფილმშია გამოყენებული: მას უნდა გაეგო, თუ როგორ შეიძლება ემოქმედა ზვავს ადამიანების სხეულზე", — ვკითხულობთ სტატიაში.
ფოტო: DIsney
ამ ექსპერიმენტის საშუალებით კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი თეორიას, რომლის მიხედვითაც, 1959 წლის ზამთარში, უღელტეხილზე, რომელიც ახლა იგორ დიატლოვის სახელს ატარებს, ცხრა მოთხილამურე მოულოდნელად ჩამოწოლილი ზვავის გამო დაიღუპა: სიმულაციამ აჩვენა, რომ თოვლს შეეძლო ადამიანებისთვის ის მოტეხილობები მიეყენებინა, რაც ადგილზე ნაპოვნ გვამებს აღმოაჩნდა. დეტალური ანგარიშის ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს რუსეთის პროკურატურამ ხელახლა გახსნილი ამ საქმის ოფიციალურ დასკვნაშიც ზვავი დაადგინა ტრაგედიის მიზეზად. მიუხედავად ამისა, ალბათ, ამის შემდეგ კიდევ არ შეწყდება განხილვები ისეთ თეორიებზე, როგორებიცაა უცხოპლანეტელები, რადიაცია, შეტაკება ადგილობრივებთან, საბჭოთა ექსპერიმენტები და სხვა. რასაც, ალბათ, ლოგიკური მიზეზებიც აქვს, რადგან დღემდე კიდევ ბევრი გაუცემელი კითხვაა დარჩენილი: მაგალითად, რატომ აღენიშნებოდათ დაღუპულებს რადიაციის კვალი ან როგორ დაკარგა ერთ-ერთმა მათგანმა ენა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები