საზოგადოებრივ მაუწყებლთან გადაცემა რეალური სივრცის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
დღეს, 5 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაცემა რეალური სივრცის მხარდასაჭერი აქციაზე რადენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორი მწვანე მუშტი იყო.
აქციის მონაწილეებმა გადაცემის შესაძლო დახურვა გააპროტესტეს და რეალური სივრცის გუნდს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ფოტო: თემო ბეჟანიძე / Facebook
მწვანე მუშტის წარმომადგენელმა და სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და თქვა, რომ რეალური სივრცე უკვე 5 წელია გამორჩეული გადაცემაა. კუპრაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფუნქციონირებს ჩვენს მიერ გადახდილი ფინანსებით სრულიად უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოებრივ ინტერესებსა და საჯარო სიკეთეებზე:
"ჩვენ გვჭირდება ის გადაცემა, რომელიც უკვე 5 წლის განმავლობაში აშუქებს სოციალურ პრობლემებს. ეს იყო საყდრისის მოძრაობა; მუშათა მოძრაობები და გაფიცვები; ეს იყო გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური პრობლემები; ეს იყო ურბანული პრობლემები თბილისის გარშემო; ეს იყო აჭარის და სვანეთის ჰესების პრობლემები; გენდერული, ქალთა პრობლემები. ეს გადაცემა არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში სამოქალაქო აქტივისტებს გვაძლევს საშუალებას პოლიტიკური ელიტების მიღმა დავსხდეთ და ოპონირება გავუწიოთ ხელისუფლებას და ოპოზიციას. რეალური სივრცე უნდა შენარჩუნდეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფუნქციონირებს ჩვენს მიერ გადახდილი ფინანსებით სრულიად უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოების დაკვეთაზე, საზოგადოებრივ ინტერესებზე, საჯარო სიკეთეებზე და არა ეპატაჟსა და რეიტინგზე."
აქციის მონაწილეებს მიმართა რეალური სივრცის ავტორმა და წამყვანმა, ნინო ზაუტაშვილმა. მისი თქმით, ის მზადაა იბრძოლოს, რომ გადაცემამ გააგრძელოს მუშაობა:
"ხვალ 12 საათის მერე გაირკვევა, ჩვენ რა რეჟიმში ვიმუშავებთ თქვენთვის და ერთმანეთისთვის. მე ვარ სრულიად საბრძოლო განწყობაზე, რომ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე, რომ რეალურმა სივრცემ გააგრძელოს მუშაობა რეალური ადამიანებისთვის და რეალური მდგომარეობის გამოსასწორებლად ამ ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ ჩამოვრჩეთ იმ მთავარ მოვლენებს, რომელიც იქნება ჩვენთვის ყველაზე აქტუალური. ძალიან მიყვარხართ ყველა. უღრმესი მადლობა."
გადაცემა რეალური სივრცის დახურვის, ასევე, მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვის და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის შესახებ განცხადება, 3 თებერვალს, კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის გაავრცელა.
აღნიშნული ინფორმაცია, გუშინ, 4 თებერვალს არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ უარყო. მაღლაფერიძის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო, ორშაბათს, 6 თებერვალს, 12 საათზე, პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას თავის ხედვას გააცნობს მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები