რუსეთი აძევებს ევროპელ დიპლომატებს, რომლებიც ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე იყვნენ
ფოტო: TASS
რუსეთი ქვეყნიდან აძევებს შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის დიპლომატებს, რომლებიც ნავალნის მხარდასაჭერ არასანქცირებულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში გერმანიის, შვედეთისა და პოლონეთის ელჩები გამოიძახეს და განუცხადეს, რომ მათი დიპლომატები 23 იანვრის აქციაზე იყვნენ შემჩნეული, რაც "მიუღებელია და არ შეესაბამება მათ სტატუსს".
ნავალნის მხარდასაჭერი აქციები რუსეთის ბევრ ქალაქში 23 და 31 იანვარს გაიმართა. კიდევ ერთი აქცია იყო 2 თებერვალს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბუგში, როცა ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.
ევროპელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, როცა მოსკოვში ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი იმყოფება.
ნავალნის საქმეში დიპლომატების აქტიურობის გამო რუსეთის საგარეო უწყება უკმაყოფილება აქამდეც გამოუხატავს. 2 თებერვალს ოპოზიციონერის სასამართლო პროცესზე 14 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ.
რუსულმა სასამართლომ ქვეყნის მთავარ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ივ როშეს საქმეზე პირობითი მსჯავრი რეალურით ჩაუნაცვლეს და სამ წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. სასჯელს მოაკლდება 10 თვე, რომელიც მან შინაპატიმრობაში გაატარა და საპატიმრო დაწესებულებაში 2 წელსა და 8 თვეს გაატარებს.
ოპოზიციონერის განაჩენს უკვე მოჰყვა კრიტიკა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოპოზიციონერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. მისი საკითხი მოსკოვში ვიზიტისისას წამოჭრა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები