ექიმების რჩევის მიუხედავად, სინოდი მრევლს აცრისკენ არ მოუწოდებს და ვაქცინაზე კითხვებს სვამს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ერთსულოვნება. არქივი, 2021 წელი.
ერთდღიანი დაგვიანების შემდეგ, სინოდის განჩინება გამოქვეყნდა. ოღონდ ჯერ გამოქვეყნდა, რამდენიმე წუთში წაიშალა და შემდეგ ხელახლა გამოქვეყნდა. როგორც მოსალოდნელი იყო და რაც მაღალიერარქების ნაწილმა წინასწარ თქვა კიდეც, განჩინებაში საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც.
საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა 2-საათიანი მსჯელობისას, სადაც ვაქცინის გარდა კიდევ 11 საკითხი განიხილეს, გადაწყვიტეს, რომ "პროპაგანდაზე" პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, რადგან ეს "ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა". კორონავირუსზე განცხადებების გაკეთებისას ეკლესია აქამდე მორიდებული არ ყოფილა და პასუხისმგებლობას არ გაურბოდა მაშინ, როცა მაღალიერარქები საკურთხევლიდან აცხადებდნენ, რომ ვირუსი არ არსებობს. განჩინებაში სინოდმა არც მისივე წევრების ანტივაქსერული განცხადებები დაგმო.
სინოდი ამბობს, რომ აფასებს ექიმების წვლილს პანდემიასთან ბრძოლაში, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა და საჭიროა საზოგადოების მომზადება. კერძოდ, მაღალიერარქები მოითხოვენ ხელისუფლებისგან პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
- რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში? როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა? არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?
- პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე, უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას, როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?
საპატრიარქო დადებითად აფასებს ვაქცინაციის "არასავალდებულობას" და ხაზს უსვამს, რომ აცრის ან აუცრელობის შემთხევაში, არავინ არ უნდა გახდეს კრიტიკის და დევნის ობიექტი.
"ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის, ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში."
განჩინების ამ ქვეთავში საპატრიარქო კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში "თავის წვლილზეც" საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის კუთვნილებაში არსებული საავადმყოფო ცხელების კლინიკად გადაკეთდა, სადაც სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 000-მდე პაციენტს.
ვაქცინების ეფექტურობა დაამტკიცა არაერთმა კვალიფიციურმა ორგანომ, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ექიმები და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები მოსახლეობას მოუწოდებენ გაიკეთონ ვაქცინა, რადგან ის პანდემიის დამარცხების ყველაზე ეფექტური გზაა.
ვაქცინაცია უკვე დაწყებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და გაიკეთეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა.
- WHO-მ საგანგებო მოხმარებისთვის Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა
- დიდმა ბრიტანეთმა კოვიდის კიდევ ერთი, Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა
- Pfizer VS Moderna — რა განსხვავებაა ვაქცინებს შორის
- ჯო ბაიდენმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
- ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორმა 27 ქვეყანაში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
- აშშ-ში Moderna-ს ვაქცინაც დაამტკიცეს
- Novavax-ის კორონავირუსის ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
კორონავირუსის პანდემია სასულიერო პირების მხრიდან ახალი მითების მოფიქრების საბაბი გახდა. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ვირუსი არ არსებობს, სანამ თავად არ დაინფიცირდა. ზოგი კი, მას მასონების მოგონილს, ფულის ერთეულის გასაქრობად შექმნილს უწოდებდა. საკურთხევლიდან მათი ნაწილი ვაქცინას "დაჩიპვის" მეთოდადაც ასაღებდა და სხვა ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა.
გარდა ამისა, ქრისტიანული დღესასწაულების დროს, სასულიერო პირები ღიად დაუპირისპირდნენ დაწესებულ შეზღუდვებს და კანონის დარღვევით, პრივილეგირებულად მინიჭებული უფლებით, მაშინ, როდესაც კომენდანტის საათი იყო დაწესებული და ყრილობები იყო აკრძალული, აღდგომა ეკლესიებში აღნიშნეს.
გაიგეთ მეტი ვაქცინების შესახებ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები