ფრთხილი ოპტიმიზმი აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობაში
ფოტო: Getty
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, თუ როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობა, რამდენად შენარჩუნდება დღემდე არსებული მხარდაჭერა და როგორ უნდა დაანახოს თბილისმა ვაშინგტონს საკუთარი მნიშვნელობა.
ამერიკის ხუთგზის ელჩი, მათ შორის, გაეროსა და რუსეთის ფედერაციაში, ტომას პიკერინგი აცხადებს, რომ ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორივე მხარემ უნდა იზრუნოს. ტრამპის ადმინისტრაციისთვის მისი რჩევა წარსული პოლიტიკის გადახედვაა.
საბედნიეროდ, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ტრადიციული კავკასიური ტიპის პრობლემები გვაქვს. სხვებისგან განსხვავებით, საქართველო პრობლემების გადაჭრას და მოგვარებას ცდილობს
"ბუშსა და ობამას შორის საქართველოზე გარკვეული განგრძობითობა გვქონდა. როცა ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს საკითხს განიხილავს - და ეს თემა არ იქნება პრიორიტეტული პოლიტიკის სიაში - უნდა გადახედონ წარსულს და შეაფასონ რატომ გატარდა ესა თუ ის პოლიტიკა, რა შედეგს მივაღწიეთ და რას ვერა, და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ რა არის შესაცვლელი,"- განაცხადა დიპლომატმა ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
პიკერინგი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს ახლო ურთიერთობის გაგრძელებას იმედიანად უყურებს, რადგან ორ ქვეყანას ბევრი საერთო ღირებულება და ინტერესი აქვს. თუმცა, ის დასძენს, რომ „ქართველებმა უნდა განუმარტონ ადმინისტრაციას, თუ რა მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად ამ ურთიერთობაში, რამდენად ახლოსაა საქართველო ამერიკასთან და რატომ."
პიკერინგის თქმით, "ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ უნდა მოისმინოს საქართველოს მთავრობის პოზიცია," რადგან "საბედნიეროდ, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ტრადიციული კავკასიური ტიპის პრობლემები გვაქვს. სხვებისგან განსხვავებით, საქართველო პრობლემების გადაჭრას და მოგვარებას ცდილობს.“
ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს და კონგრესთან აქტიურ ურთიერთობას თბილისისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება და ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს წარმატების და სამომავლო გეგმების შესახებაც უნდა გაიგოს, ამბობს უილიამ კორტნი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.
„საქართველოს მთავარი გზავნილი მტკიცე ეკონიმიკური რეფორმები უნდა იყოს, რომ ყველამ დაინახოს, რომ ნატოს უსაფრთხოებაში თბილისს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეეძლება," აცხადებს კორტნი.
ყოფილი ელჩი ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს სხვა გრძელვადიან მიზნებსაც უკავშირებს. მას მიაჩნია, რომ "დღეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარი პრობლემა არა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა, არამედ ის, რომ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი არ არის. ტრამპის ადმინისტრაციასთან საქართველოს გზავნილი ეკონომიკურად გაძლიერების პირობა უნდა იყოს.“
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა პრიორიტეტები ექნება პრეზიდენტ ტრამპს რუსეთთან. ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ამერიკა რუსეთის, ეგრეთ წოდებული, გავლენის სფეროს არ აღიარებს და ამით საკუთარ პრინციპებს არ გადაუხვევს.
პიკერინგს მიაჩნია, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომლის პოზიცია და მიზნები ამერიკის ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ ამასთან ერთად, ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობაში საკუთარი პოზიცია მყარად უნდა დააფიქსიროს.
„თუ რუსეთი გავლენის სფეროზე საუბრობს, მაშინ ამაში მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები უნდა შედიოდეს და არა ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ამერიკა ამ პრინციპს - ვფიქრობ - დაიცავს,“ ამბობს პიკერინგი.
ექსპერტებს უჭირთ პროგნოზების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება პრეზიდენტ ტრამპის საბოლოო პოზიცია ევრაზიის რეგიონთან მიმართებაში. ამ ეტაპზე, მათი ნაწილი საქართველოსთვის საფრთხეს ვერ ხედავს.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს მიაჩნია, რომ "რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა მოსალოდნელია," ისევე როგორც ეს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებმა სცადეს. "საქართველომ წარმატებით გადაიტანა წინა ორი ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკა. არ მგონია ამ ეტაპზე ნერვიულობა ღირდეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ნამდვილად აუცილებელია," - ამბობს ლინდერმანი.
პრეზიდენტმა ტრამპმა საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე - მათ შორის, ნატოზეც - კამპანიის დროს დაფიქსირებული პოზიცია შეიცვალა და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის პირობა დადო, რაც საქართველოზეც დადებითად აისახება. მეორეს მხრივ, მან განაცხადა, რომ ამერიკას პირველ რიგში დააყენებს, რაც ექსპერტების აზრით, გარიგების პოლიტიკის გატარების სიგნალია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები