როგორ ვაქციოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად
ფოტო: Freepik
ჯანმრთელობის პრობლემას, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ის, ჩვენს კეთილდღეობაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ზოგჯერ ის მთლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრების ტემპს, ხოლო ერთი შეხედვით მსუბუქი პრობლემები, როგორებიცაა სხეულის რაიმე ნაწილის ტკივილი ან თუნდაც საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა, სტრესსა და უხასიათობას იწვევს. თავის მხრივ, სტრესი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას ამწვავებს, მათ შორის, შეიძლება გაციების ან სხვა კიდევ უფრო სერიოზული დაავადების გამომწვევიც კი გახდეს.
ამ ყველაფერთან გამკლავებასა და დაავადებების პრევენციაში კი ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჩვევად გადაქცევა დაგვეხმარება. 2021 წელს, სამედიცინო ცენტრ ციტოს მთავარი გზავნილია "აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად".
რას ვგულისხმობთ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში?
პირობითად, ეს პროცესი შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად: პრევენციულ-პროფილაქტიკურ და სამკურნალო ფაზებად.
პროფილაქტიკის ეტაპი მოიცავს გეგმიურ ვიზიტს სამედიცინო ცენტრში, სადაც თერაპევტი სქესის, ასაკის და ანამნეზის მიხედვით ნიშნავს ამბულატორიულ და ლაბორატორიულ კვლევებს.
დღეს რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ყველაზე გავრცელებული პროფილაქტიკური კვლევებია სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, რომელიც ექიმ-თერაპევტს აწვდის ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ. კვლევის შედეგების მიხედვით ექიმი-თერაპევტი პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და განსაზღვრავს შემდგომი კვლევების საჭიროებას.
ნებისმიერი ასაკისა და სქესის ჯანმრთელმა ადამიანმა, აღნიშნული კვლევები წელიწადში ორჯერ უნდა ჩაიტაროს და კვლევის შედეგის წაკითხვა ექიმს მიანდოს, რათა არ მოხდეს პაციენტის მიერ შედეგის არასწორი ინტერპრეტირება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ანალიზებისთვის მომზადების ეტაპი.
მაგალითად, მთელი რიგი კვლევებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია უზმოდ ყოფნა. საკვები და სასმელი შეიცავს ვიტამინებს და მაკრონუტრიენტებს, რომელთაც გავლენის მოხდენა შეუძლიათ სხვადასხვა საკვლევ პარამეტრზე. უზმოდ ყოფნა ნიშნავს მინიმუმ 8-საათიან (ზოგი კვლევის შემთხვევაში — 12-საათიან) შიმშილობის შუალედს ბოლო კვებიდან. ამ დროს, ჩვეულებრივ დაშვებულია წყლის მიღება.
ციტოს კლინიკური მენეჯერის, ნინო ბაკურაძის თქმით, განსაზღვრულია ის კვლევები, რომელთა ჩატარებაც რეკომენდებულია უზმოდ:
სისხლის საერთო, თირკმლის ფუნქციები, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, ღვიძლის ფუნქციები, შარდმჟავა, ცილა საერთო, ინსულინი, HOMA ინდექსის განსაზღვრა, C პეპტიდი სისხლში, თირეოიდული კვლევები, D ვიტამინის განსაზღვრა, ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლის შრატში და სხვა.
ფოტო: Freepik
ახლა სისხლის აღებამდე მომზადებაზეც ვისაუბროთ; ბუნებრივია, რომ მზადება ანალიზის ჩასაბარებლად წინა დღეს უნდა დაიწყოთ.
- არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან მისი უმნიშვნელო დოზაც კი მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში. მაგალითად ირღვევა ქოლესტერინის დონე და ღვიძლის ნორმალური ფუნქცია, რაც ხშირად განაპირობებს პასუხებში ცდომილებას.
- ნუ მოწევთ თამბაქოს სისხლის ანალიზის აღებამდე, მინიმუმ, ერთი საათით ადრე. ეს დააქვეითებს ჟანგბადის სატურაციის დონეს სისხლში.
- ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად.
- იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედიკამენტს სისტემატურად იღებთ და შეუძლებელია მისი შეწყვეტა რამდენიმე დღით ადრე, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაციაა ექიმს.
- არ აყვეთ შფოთსა და ნერვიულობას. შეეცადეთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში მჯდომარე პოზიციაში მოდუნდეთ.
სამედიცინო ცენტრი ციტო შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა უმჯობესია, დაინიშნოს ექიმი-თერაპევტის მიერ, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის საკვლევად და შემდგომი მკურნალობის დასაგეგმად.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები