უკანონო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მოუწევთ, გადაგვიარონ — ხოშტარია მელიაზე
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ევროპული საქართველოს ყოფილი წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ. მისივე თქმით, სხვადასხვა ინსტიტუტები რუსული დავალების შესრულებაში არიან ჩართულნი და დავალების შესასრულებად ახლა პროკურატურის ჯერი დადგა.
"ჩვენ ეს დღეები ვუყურებთ სხვადასხვა ინსტიტუტებს, როგორ არიან ჩართულები რუსული დავალების შესრულებაში. გავიხსენოთ ლავროვ-გავრილოვის განცხადებები, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გამოვიდა პროტესტზე. ახლა დადგა ჯერი პროკურატურის დავალების შესრულების. მინდა იცოდეს ყველა დეპუტატმა ვინც მიიღო მონაწილეობა, ამ რუსულ პროვოკაციაში ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისინი პერსონალურად არიან პასუხისმგებელნი და პერსონალურად იმსახურებენ იმ მადლობას, რომელიც გავრილოვისგან მიიღეს", — განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, მათი გეგმები უცვლელია.
"ნიკამ ძალიან გაბედულად, პრინციპულად და სწორად ქართული დემოკარტიისთვის თქვა, რომ ის არ აპირებს დაემორჩილოს ამ უკანონობას და სიბინძურეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ერთად ვდგავართ ნიკას გვერდით და მათ მოუწევთ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა იმისთვის, რომ აღასრულონ ეგ გადაწყვეტილება. მათ მოუწევთ რომ გადაგვიარონ იმისთვის, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება აღასრულონ. ეს მათი პასუხისმგებლობის საგანია.
[როგორ დაიცავს ნიკა მელიას ოპოზიცია] ჩვეულებრივად, როგორც მე მიყურებთ აი, ასე. ახლაც ვიცავ ნიკა მელიას, აქ ამიტომ ვარ. დავდგებით წინ და არ გავუშვებთ", — ამბობს ხოშტარია.
ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა, რითიც პროკურატურას ისევ მისცა მისი დაკავების უფლება. მმართველ გუნდში ამ განმარტებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მათ არა დაპატიმრების, არამედ პატიმრობის მოთხოვნის უფლება გასცეს და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი პროკურატურას მელიას დაპატიმრების უფლებას აძლევს. 2019 წლის 26 ივნისს 91 ხმით, 0-ის წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამ იგივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მაშინაც მსჯელობის საგანი იყო ნიკა მელიას ბრალდება 20 ივნისის საქმეზე. კენჭისყრის დღეს ოპოზიციის სკამები ცარიელი იყო და მელია მმართველი გუნდის პირისპირ მარტო იჯდა. თუმცა ქართულ ოცნებაშიც არ ყოფილა ყველა "მომხრე". სამმა დეპუტატმა: მირიან წიკლაურმა, რომან კაკულიამ და ბექა ოდიშარიამ მაშინ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, მარიამ ჯაშმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.
ერთკვირიანი ვადა, რომელიც პროკურატურამ მელიას გირაოს გადასახდელად მისცა, ამოიწურა ისე, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია. სწორედ ამიტომ, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და ქართულმა ოცნებამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები