ნიკა ქურდიანი მსოფლიოს წლის საუკეთესო SME ბანკირების სამეულში აირჩიეს
Efma-მ (ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია) და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების სამეულში დასახელდა.
ნომინაციაში წლის საუკეთესო SME ბანკირი სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. თიბისის კონკურენციას უწევდნენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა, Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, Royal Bank of Canada და სხვ.
ინსპირაციული ბანკირები მსოფლიოდან SME ბანკინგის მიმართულებით თავიანთი საქმიანობის მიხედვით შეირჩნენ, კრიტერიუმებს შორის იყო ინოვაციების დანერგვა, ახალი ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ბიზნეს შედეგები, ბანკების ზომა, საბაზრო წილი და ა.შ. დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეებს გადაეცათ, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად.
"გამარჯვებულებს აქვთ უმაღლესი სანდოობა და ლეგიტიმაცია, რადგანაც ისინი შეირჩნენ თავიანთ ქვეყნებში საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით. ეს ჯილდოები იმ გამორჩეული წვლილის აღიარებას წარმოადგენს, რაც მათ მფლობელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში მიუძღვით", — განაცხადა Efma-ს SME პროგრამების დირექტორმა ლუკას ჟუროსკამ.
"ვულოცავ ნიკა ქურდიანს Efma-ს და მასტერქარდის ჯილდოს. ეს დიდი აღიარებაა, როგორც ჩვენთვის, თიბისისთვის, ისე ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას და ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის როლი ძალიან დიდია ამ სეგმენტის განვითარებაში. ამ აღიარებით Efma-მ შეაფასა ის ინოვაციები და ბიზნეს ინიციატივები, რომლებიც ჩვენ და მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დავნერგეთ ბაზარზე 2020 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის", — აღნიშნავს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
ნიკა ქურდიანი თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას 2015 წლიდან უძღვება. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit Group-ში ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. ამჟამად ის ხელმძღვანელობს თიბისის გადახდების და მარკეტინგის მიმართულებებს და საერთაშორისო ციფრულ საბანკო პლატფორმას Space. ის, ასევე, არის TBC Uzbekistan-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
Efma-ს შესახებ
Efma არის მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების მიერ დაარსებული ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია. ის მსოფლიოს 133 ქვეყანაში 120 ფინანსურ ჯგუფს აერთიანებს. თავის გლობალურ ქსელში Efma აერთიანებს ფინანსური ინდუსტრიების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ხელს უწყობს მათ შორის კავშირს და ინფორმაციის გაცვლას. Efma-ს მიზანია დაეხმაროს თავის წევრებს შექმნან საუკეთესო გამოცდილებასა და უნარებზე დაფუძნებული საზოგადოება თავიანთ ქვეყნებში. ასოციაციის მისიაა თავის წევრებს შორის გაავრცელოს ინოვაციური იდეები და ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები