ისტორიაში პირველად: მეცნიერებმა თეთრი ჯუჯა პულსარი აღმოაჩინეს
ეგზოტიკური ორმაგი ვარსკვლავური სისტემა, რომელიც 380 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული, მოუხელთებელი თეთრი ჯუჯა პულსარი აღმოჩნდა
ფოტო: University of Warwick
ვორიკის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტომ მარშმა და ბორის გენსეკმა დევიდ ბაკლისთან ერთად სამხრეთ აფრიკის ასტრონომიული ობსერვატორიიდან ვარსკვლავი AR Scorpii (AR Sco) აღმოაჩინეს. ეს პირველი თეთრი ჯუჯა პულსარია, რომელიც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ ასტრონომებს. პულსარები 1960-იანებში აღმოჩენილი ობიექტებია, რომლებიც ასოცირდება ძალიან განსხვავებულ ობიექტებთან - ნეიტრონულ ვარსკვლავებთან.
თეთრი ჯუჯა პულსარები ასტრონომებს ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ემალებოდნენ. AR Sco-ს სისტემაში შედის სწრაფად მბრუნავი, საწვავამოწურული ვარსკვლავური ნარჩენი, სახელად თეთრი ჯუჯა, რომელიც მის მეზობელ წითელ ჯუჯას ელექტრული ნაწილაკებისა და გამოსხივების მძლავრი სხივებით ბომბავს. ამის გამო მთლიანი სისტემა ნათდება და მკრთალდება ყოველ წუთში ერთხელ.
ამ უკანასკნელი კვლევის მიხედვით, AR Sco-დან გადაცემული ენერგია ფოკუსირებული სხივია, რომელიც კონცენტრირებულ გამოსხივებას ერთადერთი მიმართულებით აფრქვევს. ეს კი ძალიან წააგავს ნაწილაკების ამაჩქარებელს - ასეთი მოვლენა სრულიად უნიკალურია აქამდე ცნობილ სამყაროში.
AR Sco მორიელის თანავარსკვლავედში დედამიწიდან 380 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ასტრონომიული მასშტაბებით ეს მცირე დაშორებაა. AR Sco-ს თეთრი ჯუჯა დედამიწის ზომისაა, მაგრამ 200 000-ჯერ უფრო მასიური და ყოველ 3,6 საათში ერთხელ ბრუნავს უფრო გრილი ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მზის მასის 1/3-ს შეადგენს.
დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველზე 100 მილიონჯერ ძლიერი ველისა და საოცარი ბრუნვის პერიოდის გამო, AR Sco გამოსხივებისა და ნაწილაკების შუქურას მსგავს სხივებს წარმოქმნის, რომელიც უფრო გრილ კომპანიონ ვარსკვლავს ბომბავს.
როგორც მკვლევრებმა აღმოაჩინეს, ეს მძლავრი შუქურის ეფექტი ელექტრონებს წითელი ჯუჯის ატმოსფეროში სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქრით აჩქარებს. ეს ეფექტი კი არასოდეს დაფიქსირებულა მსგავსი ტიპის ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, წითელი ჯუჯას კვების წყარო მისი მბრუნავი მეზობლის კინეტიკური ენერგიაა.
ამ ორ ვარსკვლავს შორის მანძილი 1,4 მილიონი კილომეტრია - დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილზე სამჯერ მეტი.
პროფესორი ბორის გენსიკე აცხადებს:
"AR Sco გიგანტური დინამოსავითაა: დედამიწის ზომის მაგნიტი, რომლის ველიც 10 000-ჯერ ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ველი, რომელიც ლაბორატორიებშია შექმნილი და ის ყოველ ორ წუთში ერთხელ ბრუნავს. ეს წარმოქმნის უზარმაზარ ელექტრულ დენს კომპანიონ ვარსკვლავში, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნის ვარიაციებს სინათლეში, რომლებსაც ჩვენ ვაფიქსირებთ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები