შაჰინის სკოლის დირექტორი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სიცრუეში სდებს ბრალს
ფოტო: infobatumi.ge
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. დირექტორის განმარტებით, აღნიშნული განცხადება სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.
ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს გამართულ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, სკოლას განემარტა, რომ არ ჰქონდა უფლება ქართულენოვანი სექტორის პარალელურად, სწავლება განეხორციელებინა თურქულენოვან სექტორზე:
"თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სკოლას ის უნდა გაეუქმებინა."
დირექტორის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, დირექციამ გამოთქვა მზადყოფნა თურქულენოვანი სექტორის გაუქმების თაობაზე, რის შემდეგაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს შაჰინის სკოლა-ლიცეუმს მიენიჭა ავტორიზაცია 5 წლის ვადით.
დირექტორის ცნობით, სკოლამ ვადების დაცვით გადაიყვანა მოსწავლეები მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემაში არსებული თურქული სექტორის ბაზიდან ქართული სექტორის ბაზაში და გაზარდა ქართული ენის საათები.
ცენტრის განცხადებით, მონიტორინგმა დაადგინა, რომ სკოლის დირექტორის 2015 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა თურქულენოვანი სექტორიდან, უცხო ქვეყნის 82 მოქალაქის გადაყვანა ქართულენოვან პარალელურ კლასებში. მონიტორინგმა, ასევე, გაარკვია, რომ გადაყვანამდე არ მომხდარა არც მათი განათლების აღიარება და არც ექსტერნის წესით მათი მზაობის დადგენა ზოგადი განათლების ცალკეულ კლასებში სწავლებისათვის.
დირექტორის თქმით, მონიტორინგის დასკვნაში აღნიშნული გარემოება, თითქოს სკოლამ დაარღვია "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ" ბრძანება უსაფუძვლოა:
"აღნიშნული ბრძანება არ არეგულირებს მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით, ერთი კლასის დახურვის შედეგად მეორე კლაში (პარალელურ კლასში) მოსწავლის გადაყვანისას ამ მოსწავლეთა განათლების აღიარების ვალდებულებას და შესაბამისად, არც განათლების აღიარების წესს ადგენს."
დირექტორის ცნობით, ტყუილია, რომ 2016-2017 სასწავლო წლისათვის სკოლაში ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც ადგენდა თურქულენოვანი კლასებიდან ქართულენოვან კლასებში გადმოსული თითოეული მოსწავლის ცოდნის შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ქმნიდა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს. ხოლო საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსწავლეები კანონის შესაბამისად ჩაირიცხნენ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე.
დირექტორის განცხადებით, ტყუილია ისიც, რომ მოსწავლეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში. მისივე თქმით, თურქულენოვანი სექტორის გაუქმების შემდეგ არ დაფიქსირებულა მოსწავლეების მიერ გაკვეთილების მასიური გაცდენების ფაქტები:
"ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში დარეგისტრირებული არაქართულენოვანი მოსწავლეებიდან მხოლოდ 5 არ ცხადდებოდა სკოლაში. სკოლის ადმინისტრაცია ამ მოსწავლეების სტატუსის შესაჩერებლად ელოდებოდა კანონით გათვალისწინებულ 90 დღიან ვადას, რომელიც იწურებოდა 2017 წლის 8 თებერვალს."
"განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ის ადგილი, სადაც მითითებულია, თითქოს სკოლა წლების განმავლობაში სარგებლობდა მოსწავლეებზე გაცემული ვაუჩერული დაფინანსებით. 2017 წლის 3 თებერვალს ცენტრში ჩატარებული ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩვენც და დამსწრე საზოგადოებამაც ერთად მოვისმინეთ ცენტრის მიერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიწერილი წერილის პასუხი, სადაც მითითებულია, რომ ამ მოსწავლეებისათვის არანაირი ვაუჩერული დაფინანსება არ ყოფილა," - წერია შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორის განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები