ილიაუნისა და ჯეპრას ერთობლივი ჰაკათონის — ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად გამარჯვებულები ცნობილია
ფოტო: ილიაუნი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივმა ჰაკათონმა ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად სტარტი 19 თებერვალს აიღო.
48 საათის განმალობაში სტუდენტებისა და მოსწავლეების გუნდები მთელი საქართველოდან XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის ნიკო ნიკოლაძის ენობრივი ასლის — ჩეთბოტის შექმნის იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ. მათ მუშაობის პროცესში მენტორობას ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციის — ანიმა ჩეთბოტიქსის თანამშრომლები უწევდნენ.
22 თებერვალს, კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი ნინო დობორჯგინიძე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი შედიოდნენ, მონაწილეების მიერ შექმნილი ჩეთბოტები შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.
პირველ ადგილზე გავიდა ქალაქ ქუთაისის სკოლა პროგრესის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდი UნიკოRNI. გუნდის წევრებმა იონა იობიძემ და ლაშა გულუაშვილმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 2500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაში სტაჟირებისთვის.
"ეს ჰაკათონი იყო ძალიან შრომატევადი და რაც მთავარია გამოწვევებით დატვირთული. ჰაკათონის ყოველი წუთი და წამი მიმართული იყო ნიკოს პიროვნების შესწავლასა და ჩეთბოტში გაწერაზე. ერთი სიტყვით, სასიამოვნო და პროდუქტიული დღეები გვქონდა. გარდა ნიკო ნიკოლაძის პიროვნების უკეთ შესწავლისა, ჰაკათონმა სტერსულ სიტუაციაში მუშაობა და პრობლემებზე ეფექტურად რეაგირება მასწავლა. ნიკოს უამრავი ჩეთბოტი ვიხილეთ და ყველა საკამოდ სერიოზულ დონეზე იყო შესრულებული. ალბათ,ჩვენი გუნდი მუშაობისა და ჩეთბოტის შემუშავების მხრივ არის გამორჩეული."პითონზე" დაფუძნებული პროგრამა კი ამის ნათელი მაგალითია", — აცხადებს პირველ ადგილზე გასული გუნდის, UნიკოRNI-ს წევრი, ლაშა გულუაშვილი.
მეორე ადგილზე გავიდა ქალაქ ფოთის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეების გუნდი Nik.co. გუნდის წევრებმა თეკლა დუნდუამ, დავით ჩიქობავამ და გიორგი ალანიამ ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაში სტაჟირებისთვის.
"სიტყვა ჰაკათონი ჩემთვის უკვე დიდ, თბილ სახლთან ასოცირდება. საოცრად მოტივირებული და მიზანდასახული გუნდის წყალობით, ჰაკათონი ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად მიმდინარეობდა. მიუხედავად მღელვარებისა, მენტორის და საორგანიზაციო გუნდის დახმარებით, არ მიგრძვნია დაძაბულობა, პირიქით, სამდღიანი სამუშაო პროცესი ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო. მადლობა ასეთი თბილი გარემოს შემქნისთვის. ჰაკათონში მონაწილეობამ მაჩუქა სამი განსაკუთრებული დღე. საორგანიზაციო გუნდისა და მენტორებისგან ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღე ჩეთბოტის შექმნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემი მომავალი მიზნების მიღწევაში. ცოდნასთან ერთად მათ გვაჩუქეს განსაკუთრებული მოგონებები და ურთიერთობები. მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი ჩეთბოტი კრეატიული და ორიგინალური ყოფილიყო. იმისთვის, რომ მომხმარებელსა და ჩეთბოტს შორის დიალოგი მონოლოგში არ გადაზრდილიყო, უხვი ინფორმაციის გამო თემის შესახებ, გამოვიყენეთ კითხვარები, ქვიზები, ფოტო და სხვა თვალსაჩინო მასალები. ჩვენს ბოტთან კომუნიკაცია მოითხოს მომხმარებლის მაქსიმალურ ინტერაქციასა და ჩართვას, რაც დიალოგს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. გარდა ამისა, მომხმარებელს თავად შეუძლია აირჩიოს თემა, საკითხი, რომლის შესახებაც ნიკო ქვიზებით, კითხვარებით, ფოტოებით მოუყვება საინტერესო ამბებს, მისცემს რჩევებს და გაუზიარებს გამოცდილებას", — აცხადებს Nik.co-ს წევრი, თეკლა დუნდუა.
მესამე ადგილზე გავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი ტვი'ნიკო. გუნდის წევრებმა ნინო ჯინჯიხაძემ, ბარბარე ჭილაშვილმა და ანა ფიცხელაურმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1000 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაში სტაჟირებისთვის. საკონკურსო ადგილის მოპოვებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის წევრები დამატებით 1000-ლარიანი დაფინანსებით დააჯილდოვა.
"ჰაკათონი იყოს უაღრესად საინტერესო. ასეთი პროდუქტიული ორი დღე ჯერ არ მქონია. ჰაკათინის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ შევძელი ნარატივ დიზაინისთვის საჭირო უნარების დახვეწა, ვისწავლე თუ რას ნიშნავს რეალური გუნდური მუშაობა და ამასთან გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. ვფიქრობ ჩვენი ბოტის განსაკუთრებულობა მის პერსონალობაშია, ის არის უშუალო, მხიარული და საინტერესო მოსაუბრე", — აცხადებს ტვი'ნიკო-ს წევრი, ანა ფიცხელაური.
ილიაუნის რჩეული სასკოლო გუნდის სტატუსი მოიპოვა ქალაქ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდმა — ფენიქს ნიკო. გუნდის თითოეული წევრი — მარიამ ხარაბაძე, თამუნა ფცქიალაძე, ანა წითელიშვილი და ქეთი მაღლაკელიძე — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდნენ, რომლითაც უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში ისარგებლებენ.
ფოტო: ილიაუნი
"ჰაკათონის შედეგები ძალიან საინტერესო და ყურადსაღები იყო და ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრები ვიხილეთ, რასაკვირველია, გამარჯვებულების ნამუშევრები გამოირჩეოდა როგორც ტექნიკური შესრულებით, ასევე შინაარსობრივი მხარით და მინდა სიამაყოთ განვაცხადო, რომ სულ მალე ჩვენ გვექნება ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი, რომელიც თავის უცხოურ ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდება და ნიკო ნიკოლაძეს მთელი საქართველო გაიცნობს უკვე მისი ციფრული ასლის სახითაც", — აცხადებს სოსო გალუმაშვილი, ჯეპრას მმართველი პარტნიორი, უფროსი კონსულტანტი.
ფოტო: ილიაუნი
"გასულ წელს შევუერთდით ჯეპრას ინიციატივას, ერთობლივად შევქმენით ნიკო ნიკოლაძის ვებგვერდი. წელს ახალგაზრდებისთვის კონკურსის ჩატარების იდეაზე შევჯერდით. გამიჩნდა აზრი, რომ არამხოლოდ პრემია ყოფილიყო მისი სახელობის კონკურსში, არამედ თავად კონკურსი ყოფილიყო ნიკოს შესახებ — მონაწილეები შეჯიბრებოდნენ ნიკოს შესახებ ცოდნაში და ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაში, რომელიც მის შესახებ ინფორმაციის ინტერაქციულ რეჟიმში მიმოცვლას შეუწყობდა ხელს. ასეთ შესაძლებლობას ჩეთბოტები იძლევა, ეს გამოცდილება ილიაუნის 2017 წლიდან აქვს. ჰაკათონი წარმატებული გამოგვივიდა — მონაწილეებმა ახალი ცოდნა შეიძინეს ნარატივდიზაინის მიმართულებით და შესანიშნავი პროექტები წარმოადგინეს", — აცხადებს ანა კვანჭილაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები